მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.6
-0.0092
flag
AZN 1.5271
-0.0006
flag
CNY 38.937
0.0002
flag
EUR 2.8943
-0.0139
flag
GBP 3.4571
-0.0094
flag
KZT 56.8
-0.0056
flag
TRY 0.0521
-0.0001
flag
USD 2.596
-0.0006
news banner

საქართველოსა და თურქეთის სავაჭრო ურთიერთობები მზარდია - 2026 წლის I კვარტალის სტატისტიკა

news image
mbc image

საქართველოდან თურქეთში ექსპორტი 90.5%-ით არის გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან თურქეთში 144 809.3 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 76 019.5 ათასი დოლარის. იანვარ-მარტის მონაცემებით საქართველოდან თურქეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ნავთობი და ნავთობპროდუქტებია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო თურქეთში ყიდის:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 48 205.7 ათასი დოლარი;
  • მაისურები, თბილი კვართები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი, მანქანით ან ხელით ნაქსოვი - 24 298.5 ათასი დოლარი;
  • ფეროშენადნობები - 18 206.5 ათასი დოლარი;
  • ნარჩენები და ჯართი სპილენძისა - 7 497.5 ათასი დოლარი;
  • ნარჩენები და ჯართი ალუმინისა - 5 179.0 ათასი დოლარი;

რაც შეეხება თურქეთიდან საქართველოში იმპორტს, ის 9.2%-ით არის გაზრდილი. 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველომ თურქეთიდან 657 325.7 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2025 წლის პირველ კვარტალში კი 601 883.4 ათასი დოლარის.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო თურქეთიდან ყიდულობს:

  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 51 801.8 ათასი დოლარი;
  • წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - 35 333.1 ათასი დოლარი;
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 34 108.4 ათასი დოლარი;
  • მსუბუქი ავტომობილები - 19 635.1 ათასი დოლარი;
  • ზედაპირულად აქტიური ორგანული ნივთიერებები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები - 13 657.9 ათასი დოლარი;
banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

27.10.2026.17:05

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8943 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.5960 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.5960 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.5966 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 2.8943 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9082 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0139 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა