მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7190.8
0.0066
flag
AZN 1.5558
-0.0003
flag
CNY 38.967
0.0033
flag
EUR 3.0141
-0.0015
flag
GBP 3.4996
0.0044
flag
KZT 55.31
0.0079
flag
TRY 0.0567
0
flag
USD 2.6444
-0.0009
news banner

საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები თითქმის ყოველთვიურად იზრდება, მათ შორის ტრანსპორტის, ტურიზმისა და მრავალ სხვა სფეროში l მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

„საქართველოს უზბეკეთთან ორმხრივი ურთიერთობები წლებია, სწრაფად ვითარდება, რასაც ჩვენ დიდ პატივს ვცემთ და რის გარშემოც, პოლიტიკური თვალსაზრისით, ორივე მხარემ ავიღეთ ვალდებულება, კიდევ უფრო განვამტკიცოთ კავშირები" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-უზბეკეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

მარიამ ქვრივიშვილმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი.

„რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მომენტია ისიც, რომ ხვალ ველოდებით უზბეკეთის პრეზიდენტის, მისი აღმატებულების ოფიციალურ ვიზიტს. ამ ტიპის ინიციატივებს, რომლებიც აერთიანებს როგორც G2G, ისე B2B ურთიერთობებს და ეხმარება ბიზნესსექტორს მჭიდრო კავშირების დამყარებაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყოველ კვარტალში უფრო ხელშესახები შედეგები გვქონდეს ჩვენი ეკონომიკების ზრდის კუთხით. საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, უზრუნველყოს ეკონომიკის არა მხოლოდ მდგრადი, არამედ დივერსიფიცირებული ზრდა. როდესაც დივერსიფიკაციაზე ვსაუბრობთ, ყოველთვის გამოვყოფთ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს" - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები თითქმის ყოველთვიურად იზრდება, მათ შორის ტრანსპორტის, ტურიზმის და მრავალ სხვა სფეროში. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, უზბეკეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება განვითარების ერთწლიან გეგმას.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში ერთობლივად მოვაწერთ ხელს განვითარების ერთწლიან გეგმას, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნების დაკავშირებადობას. ამ გეგმის უდიდესი ნაწილი ეთმობა იმას, თუ როგორ გავზარდოთ ვაჭრობა, როგორ გავაძლიეროთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორი, როგორ განვავითაროთ მასპინძლობის სფერო და როგორ წავახალისოთ სხვა სახის ინვესტიციები შესაბამის დარგებში. მჯერა, რომ დღევანდელი და ხვალინდელი შეხვედრები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თქვენს შორის მეტი კონტაქტის დასამყარებლად. ეკონომიკა მაშინ იზრდება, როდესაც ძლიერი კერძო სექტორი გვყავს და, რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი როლი სწორედ ბიზნესებს შორის ურთიერთობების მხარდაჭერაა", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

თბილისში მიმდინარე საქართველო-უზბეკეთის ბიზნესფორუმში 60-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს უზბეკეთიდან - მშენებლობის, ლოგისტიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და ფარმაციის, ტექსტილისა და სხვა საკვანძო სექტორების მიმართულებით. ფორუმზე საქართველოდან 250-მდე კომპანიაა წარმოდგენილი. ღონისძიების ფარგლებში ორი ქვეყნის ბიზნესებს შორის B2B შეხვედრები გაიმართება.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მარიამ ქვრივიშვილი უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრს, ლაზიზ კუდრატოვს შეხვდა

01.07.2026.15:24

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური, სავაჭრო და ტურისტული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

როგორც შეხვედრაზე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, გაზარდოს ტრადიციული პროდუქციის ექსპორტი უზბეკეთის ბაზარზე. ამასთან, ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში უზბეკური ინვესტიციების მზარდ დინამიკაზე. აღინიშნა, რომ ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვან ფორმატს წარმოადგენს ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისია, რომლის მორიგი სხდომის გამართვაც ახლო მომავალში საქართველოში იგეგმება.

მხარეები მიესალმნენ ორი ქვეყნის ბიზნეს წრეების თანამშრომლობის გაძლიერებას და იმედი გამოთქვეს, რომ ორმხრივი ბიზნეს ფორუმი მოიტანს ხელშესახებ შედეგებს ერთობლივი ბიზნეს ინიციატივების განვითარებისთვის.

შეხვედრაზე ისაუბრეს სატრანსპორტო და ლოგისტიკური მიმართულებით თანამშროლობაზე. მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს როლზე, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელზე. ხაზი გაესვა ისეთ სტრატეგიულ პროექტებს, როგორიცაა: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი და თბილისის ახალი აეროპორტის პროექტი.

შეხვედრისას მინისტრებმა ასევე განიხილეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა - ხაზი გაესვა პირდაპირი საჰაერო დაკავშირებადობის დადებით გავლენას ტურისტული ნაკადების ზრდაზე. აღინიშნა, რომ 2025 წელს უზბეკეთიდან ვიზიტების რაოდენობა 13 პროცენტით გაიზარდა. ასევე განიხილეს ერთობლივი პროექტები საინფორმაციო ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა