საქართველოში ანანასის იმპორტი 30.9%-ით გაიზარდა
საქართველოში ანანასის იმპორტის მაჩვენებლები საგრძნობლად გაიზარდა. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ქვეყანაში პროდუქტის შემოტანა როგორც ღირებულებით, ისე მოცულობით ნაწილში მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს.
2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ 937.4 ათასი დოლარის ღირებულების 724.6 ტონა ანანასი შეიძინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანაში 550.5 ათასი დოლარის ღირებულების 553.6 ტონა პროდუქტი შემოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იმპორტირებული ანანასის მოცულობა 30.9%-ით გაიზარდა.
ქართულ ბაზარზე ანანასის მთავარ მომწოდებლად თურქეთი გვევლინება, საიდანაც მიმდინარე წლის დასაწყისში 529.3 ტონა პროდუქტი შემოვიდა. რეიტინგში მეორე ადგილზე ნიდერლანდები პოზიციონირებს 176.5 ტონით, ხოლო მესამე ადგილს კოსტა-რიკა იკავებს, საიდანაც ქვეყანამ 17.8 ტონა ანანასი შეიძინა. აღსანიშნავია, რომ მცირე მოცულობებით იმპორტი განხორციელდა უგანდიდან და ტაილანდიდანაც, საიდანაც შესაბამისად 0.7 და 0.3 ტონა პროდუქტი შემოვიდა.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
14.07.2026.17:02
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0026 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6350 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6350 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6359 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0026 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.0128 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0102
ლარი შეადგინა.