მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7184
0.0384
flag
AZN 1.5409
0.0025
flag
CNY 38.974
0.0064
flag
EUR 3.0551
0.0051
flag
GBP 3.568
0.0015
flag
KZT 57.03
-0.0009
flag
TRY 0.0544
0
flag
USD 2.6195
0.0042
news banner

საქართველოში ავტომობილების იმპორტი 12%-ით არის გაზრდილი

news image
mbc image

საქართველოში ავტომობილების იმპორტი 12%-ით არის გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წელს ქვეყანაში 3 870 827.1 ათასი დოლარის ღირებულების 234 190 ერთეული მსუბუქი ავტომობილის იმპორტი განხორციელდა. მაშინ როდესაც 2024 წელს მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა 209 155 ერთეული შეადგინა. 

მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2025 წელს ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილების იმპორტის კუთხით ლიდერი აშშ-ია.

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო მსუბუქი ავტომობილების იმპორტს ახორციელებს:

  • აშშ - 184 427 ცალი
  • იაპონია - 19 572 ცალი
  • გერმანია - 8 254 ცალი
  • ჩინეთი - 6 294 ცალი
  • კანადა - 3 212 ცალი

სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტის კუთხით ყველაზე ხელსაყრელი საზღვაო მიმართულებაა:

  • საზღვაო - 219 517 ცალი
  • საავტომობილო - 14 132 ცალი
  • სარკინიგზო - 527 ცალი
  • საჰაერო - 13 ცალი
  • დანარჩენი -  1 ცალი.
banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს და 3,2 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო ზრდა წინა წელთან შედარებით 30%-ია, აღნიშნული ადასტურებს, რომ ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები - ვახტანგ ცინცაძე

26.08.2026.17:18

„ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს და ფაქტობრივად, 3,2 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო ზრდა წინა წელთან შედარებით 30%-ია" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ საბანკო სექტორის ძირითადი მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი პერიოდულად აქვეყნებს.

მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კერძო სექტორის ნდობა საქართველოს ბიზნეს გარემოს და საინვესტიციო გარემოს მიმართ არის საკმაოდ მაღალი, ასევე მაღალია ნდობა ენერგეტიკული პოლიტიკისადმი.

„აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში რეალური პროექტები ხორციელდება და ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები, როგორიც არის ჰიდროელექტროსადგურები, მზის სადგურები, ქარის ელექტროსადგურები, რომლებიც, საერთო ჯამში, ქმნიან იმ ენერგეტიკულ პოტენციალს და შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის" - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

მისი შეფასებით, ენერგეტიკის სექტორი ჩვენი ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელი ძალა და ქვეყნის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, შესაბამისად, სახელმწიფო აქტიურად უწყობს ხელს ენერგეტიკული პროექტების განვითარებას.

„არაერთი მექანიზმი არსებობს, რომელიც ასტიმულირებს კერძო სექტორის მიერ პროექტების განვითარება. შესაბამისად, ჩვენ უკვე ვხედავთ იმ ენერგეტიკული პოლიტიკის შედეგებს, რომელმაც მოიტანა როგორც დაფინანსების ზრდა, ასევე ეკონომიკური აქტივობის ზრდა ენერგეტიკის სექტორში, რაც კიდევ ერთხელ დასტურდება იმ სტატისტიკით, რომელზეც ვსაუბრობთ", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

2026 წლის ივლისის მდგომარეობით, ბანკების მიერ ენერგეტიკის სექტორის დაკრედიტებამ 3.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია და წლიურად 30%-ით არის გაზრდილი. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ენერგეტიკის სექტორის დაკრედიტება 40%-იან ზრდას აჩვენებს, რაც ენერგეტიკულ პროექტებში ინვესტიციებისა და საბანკო დაფინანსების სტაბილურ დინამიკაზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკის სექტორი სასესხო პორტფელი ვადაგადაცილების დაბალი მაჩვენებლით ხასიათდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა