მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7128.8
-0.0287
flag
AZN 1.5379
-0.0005
flag
CNY 38.764
-0.0042
flag
EUR 3.0265
-0.005
flag
GBP 3.5374
-0.0088
flag
KZT 56.64
-0.0007
flag
TRY 0.0546
0
flag
USD 2.6145
-0.0007
news banner

საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი 50%-ით არის გაზრდილი

news image
mbc image

მზარდი მოთხოვნის ფონზე გაზრდილია საქართველოში ელექტრომობილების იმპორტის სტატისტიკაც. როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული მაჩვენებლებიდან ირკვევა, 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში 51 227.4 ათასი დოლარის ღირებულების ელექტრომობილების იმპორტი განხორციელდა. 

უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის ოთხ თვეში საქართველოში 3 399 ერთეული ელექტრომობილის იმპორტი დაფიქსირდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2 263 ერთეულის. შესაბამისად ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში ელექტრომობილების იმპორტი 50%-ით არის გაზრდილი.

საქართველოში ელექტრომობილების მთავარი იმპორტიორი ქვეყანა აშშ-ია.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ელექტრომობილებს ყიდულობს:

  • აშშ - 2 676 ცალი;
  • ჩინეთი - 442 ცალი;
  • იაპონია - 170 ცალი;
  • კანადა - 38 ცალი;
  • გერმანია - 37 ცალი;
banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში და ეს ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივი პროდუქცია კონკურენტუნარიანია არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც - ვახტანგ ცინცაძე

19.08.2026.15:28

„საგარეო ვაჭრობის კუთხით გრძელდება პოზიტიური ტენდენციები", - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე.

მინისტრის მოადგილის თქმით, ივლისში ადგილობრივი ექსპორტი 72%-ზე მეტად გაიზარდა და მისმა მოცულობამ ივლისის თვის ჭრილში რეკორდული მაჩვენებელი შეადგინა და 462 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

„ასევე რეკორდულია იანვარი-ივლისის ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებელი. ადგილობრივი ექსპორტის მსგავსი დინამიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერაზე, კერძოდ, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში და ეს ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივი პროდუქცია კონკურენტუნარიანია არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, რომ მომავალ წლებშიც გავაგრძელოთ ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა, რათა გაიზარდოს საქართველოში წარმოებული პროდუქციის მოცულობა, ქვეყანაში შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები და უზრუნველვყოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების შენარჩუნება მომდევნო წლებში", - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

2026 წლის ივლისში ექსპორტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 30.0%-ით გაიზარდა და თვიურ ჭრილში რეკორდულ 793.9 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი ზრდა დაფიქსირდა ადგილობრივ ექსპორტში (რე-ექსპორტის გამოკლებით), რაც 72.5%-ით გაიზარდა და ივლისის თვის რეკორდულ ნიშნულს, 462.5 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. 7 თვის ჯამური მონაცემებით, ექსპორტმა ასევე რეკორდული მოცულობა, 4,670.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურ 21.6%-იან ზრდას წარმოადგენს. ამავე პერიოდში ადგილობრივი ექსპორტი 64.1%-ით გაიზარდა და 2,854.3 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა