საქართველოში იმპორტირებული ავოკადოს 58% ქვეყანაში ნიდერლანდებიდან შემოვიდა
საქართველოში ავოკადოზე მოთხოვნა კვლავ მზარდია. როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2025 წელს საქართველოში 5 466.4 ათასი დოლარის ღირებულების 2 050.6 ტონა ავოკადოს იმპორტი განხორციელდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2025 წელს 2024 წელთან შედარებით ქვეყანაში ავოკადოს იმპორტი 8%-ით გაიზარდა. 2024 წელს საქართველოში ავოკადოს იმპორტი 1 894.9 ტონას შეადგენდა.
საქართველოში იმპორტირებული ავოკადოს 58% ქვეყანაში ნიდერლანდებიდან შემოვიდა.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ავოკადოს იმპორტს ახდენს:
სხვა სიახლეები
საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 26%-ით გაიზარდა
11.09.2026.13:00
საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობები მზარდია. საქსტატის მაჩვენებლების მიხედვით, 2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ ჩინეთში 1 792 748.8 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია შეიტანა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 248 138.5 ათასი დოლარის. ზრდა 43.64%-ია.
TOP 5 პროდუქტი, რის ექსპორტსაც საქართველო ჩინეთში ახდენს:
• მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონებისა - 288 744.7 ათასი დოლარი;
• მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 84 351.2 ათასი დოლარი;
• ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 79 991.7 ათასი დოლარი;
• კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - 12 919.6 ათასი დოლარი;
• ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 7 611.0 ათასი დოლარი.
რაც შეეხება ჩინეთიდან იმპორტს, ის 2026 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით 1 299 711.3 ათას დოლარს შეადგენს, 2025 წლის იანვარ-ივლისში კი 1 063 062.4 ათასი დოლარი იყო. შესაბამისად იმპორტი 22.26%-ით არის გაზრდილი.
TOP 5 პროდუქტი, რის იმპორტსაც საქართველო ჩინეთიდან ახდენს:
• დიოდები, ტრანზისტორები და ანალოგიური ნახევარგამტარი ხელსაწყოები - 99 601.4 ათასი დოლარი;
• მსუბუქი ავტომობილები - 48 952.4 ათასი დოლარი;
• ელექტროგენერატორული დანადგარები და მბრუნავი ელექტრო გარდამქმნელები - 43 558.5 ათასი დოლარი;
• მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის - 41 031.1 ათასი დოლარი;
• ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - 34 982.6 ათასი დოლარი.