საქართველოში იმპორტირებული ბრინჯის 67% ქვეყანაში ინდოეთიდან შემოვიდა
საქართველოში ბრინჯის იმპორტი შემცირებულია. საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველომ 1 750.2 ათასი დოლარის ღირებულების 1 997.5 ტონა ბრინჯი იყიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 4 653.6 ტონის. შესაბამისად 2026 წლის პირველ კვარტალში 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57%-ით არის შემცირებული.
საქართველოში ბრინჯის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა ინდოეთია.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ბრინჯს ყიდულობს:
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან გამყარდა
01.05.2026.17:02
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1593 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6908 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6908 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6916 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1593 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1500 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0093 ლარი შეადგინა.