საქართველოში იმპორტირებული ლუდის 32% ქვეყანაში გერმანიიდან შემოდის
საქართველოში ლუდის იმპორტი 31%-ითაა გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში 13 686.9 ათასი დოლარის ღირებულების 11 866 844 ლიტრი ლუდი იმპორტი განხორციელდა. 2024 წლის 7 თვის სტატისტიკით კი ლუდის იმპორტმა ქვეყანაში 9 091 019 ლიტრი შეადგინა.
ლუდის იმპორტმა ზრდა ზაფხულის დადგომასთან ერთად მოიმატა. უფრო კონკრეტულად, თუ იანვარში ქვეყანაში 972 756 ლიტრი ლუდის იმპორტი განხორციელდა უკვე ივნისში იმპორტმა 2 466 460 ლიტრი შეადგინა, ხოლო ივლისში 3 049 159 ლიტრი.
საგულისხმოა, რომ საქართველოში ლუდის მთავარი იმპორტიორი გერანიაა. სწორედ მასზე მოდის იმპორტის 32%.
TOP 5 ქვეყანა, რომელიც საქართველოში ყველაზე მეტი მოცულობის ლუდის იმპორტს ახდენს:
სხვა სიახლეები
საქართველოდან მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი 6%-იან ზრდას აჩვენებს
22.05.2026.19:00
საქართველოში ჩამოსხმულ წყლებზე მოთხოვნა მზარდია. საქსტატის მაჩვენებლების მიხედვით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტზე 63 859.8 ათასი დოლარის ღირებულების 93 435 926 ლიტრი მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში საექსპორტო ბაზრებზე 88 259 746 ლიტრი წყლები გადაიზიდა. შესაბამისად ქვეყნიდან წყლების ექსპორტი 6%-იან ზრდას აჩვენებს.
საქართველოში ჩამოსხმული მინერალური და მტკნარი წყლები მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია.
TOP 5 ქვეყანა ქვეყანა, სადაც საქართველო მინერალურ და მტკნარ წყლებს ყიდის: