საქართველოში ინვესტიციების ამჟამინდელი მოცულობა ხუთჯერ აღემატება იმ პერიოდის მაჩვენებელს, როდესაც ოპერირება დავიწყეთ - Aqualia-ს რეგიონული დირექტორი
საქართველოში ინვესტიციების ამჟამინდელი მოცულობა 5-ჯერ აღმატება იმ დროინდელს როცა დავიწყეთ ოპერირება - ამის შესახებ, ხოსე ენრიკე ბოფილიმ, Aqualia-ს რეგიონულმა დირექტორმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ინვესტიციების მოცულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ინვესტივიების ამჟამინდელი მოცულობა 5-ჯერ აღმატება იმ დროინდელს, როცა დავიწყეთ ოპერირება და ჩვენ ვაპირებთ მათ გაზრდას. ყველაზე მნიშვნელოვანია არა ინვესტიციის ოდენობა, არამედ ის რომ ეს ინვესტიცია იყოს დაბალანსებული იმ ტარიფთან, რომელიც მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს. უფრო მაღალი ინვესტიციის შემთხვევაში ეს გამოიწვევდა სამომხმარებლო ტარიფის გაზრდას, რაც ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემას წარმოშობდა მომხმარებლის დონეზე. ამდენად, მნიშვნელოვანია ამ ორი ელემენტის დაბალანსება. ინვესტიაცია უნდა იზრდებოდეს ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ და ამის პარალელურად მთლიანი სისტემის ეფექტიანობა უნდა უმჯობესდებოდეს, რათა მომხმარებელმა ეს საკუთარ თავზე იგრძნოს. ამჟამად, ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ, ვიდანდან 4 წლიანი საქმიანობის შემდგომ წყლის ხარისხის გაუმჯობესების პარალელურად წყალმომარაგების შეწყვეტის შემთხვევები შემცირებულია, რასაც მომხმარებელი ხედავს კიდევაც, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ამას ჭირდება დრო და ეს ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს, რათა მივაღწიოთ დასახულ შედეგებს და მომხმარებელმა შეძლოს დაუბრკოლებელი წყალმომარაგებისთვის ტარიფის გადახდა“, - აცხადებს ხოსე ენრიკე ბოფილი.
სხვა სიახლეები
საქართველოს აგროსექტორი სტაბილურად ვითარდება და ეს დინამიკა ჩვენი ფერმერებისა და აგრობიზნესის წარმომადგენლების შრომასთან და სახელმწიფოს თანმიმდევრულ მხარდაჭერასთან არის დაკავშირებული - დავით სონღულაშვილი
19.09.2026.19:05
„ფერმერის დღე 2026“, რომელსაც თბილისის ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა უმასპინძლა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა გახსნეს. ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა და მიზნად ისახავდა ფერმერებისა და აგრობიზნესის წარმომადგენლების საქმიანობის წარმოჩენას, მათი მნიშვნელოვანი როლის ხაზგასმას და სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების ხელშეწყობას.
„საქართველოს აგროსექტორი სტაბილურად ვითარდება და ეს დინამიკა ჩვენი ფერმერებისა და აგრობიზნესის წარმომადგენლების შრომასთან და სახელმწიფოს თანმიმდევრულ მხარდაჭერასთან არის დაკავშირებული. დღეს საქართველოს ათ უმსხვილეს საექსპორტო პროდუქტს შორის ნახევარი აგროსასურსათო პროდუქტია. სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამების დაწყებიდან დღემდე, აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვება ყოველწლიურად, საშუალოდ, 8 პროცენტით იზრდება. გასულ წელს საქართველოდან მსოფლიოს 110 ქვეყანაში რეკორდული, 1.8 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია გავიდა. ჩვენი მიზანია სრულად ავითვისოთ საქართველოს აგროსექტორის პოტენციალი, გავაძლიეროთ მისი კონკურენტუნარიანობა და ხელი შევუწყოთ ქართული პროდუქციის პოზიციების განმტკიცებას გლობალურ ბაზრებზე“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
„ფერმერის დღე 2026-ის“ ფარგლებში ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართული აგროსექტორის მრავალფეროვან პროდუქტებს. სპეციალურად მოწყობილ პავილიონებში ფერმერებმა და აგრობიზნესის წარმომადგენლებმა საკუთარი წარმოება წარმოადგინეს და სტუმრებს ადგილობრივი აგროსასურსათო პროდუქციის მრავალფეროვნება გააცნეს. სტუმრებს ასევე შეეძლოთ სამინისტროს უწყებების წარმომადგენლებისგან მიეღოთ ინფორმაცია ფერმერებისა და აგრობიზნესისთვის ხელმისაწვდომი აგროსერვისებისა და მხარდაჭერის მექანიზმების შესახებ.
„ფერმერის დღის“ პროგრამა სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებას აერთიანებს. პროფესიონალი შეფების მონაწილეობით ტარდება კულინარიული მასტერკლასები, ხოლო ბავშვებისთვის სპეციალურად მოწყობილ სივრცეში შემეცნებითი და გასართობი აქტივობები მიმდინარეობს.
ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი აგროსექტორის წარმომადგენლების დაჯილდოება იყო. სპეციალური ჯილდოები გადაეცათ იმ ფერმერებსა და აგრობიზნესის წარმომადგენლებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სოფლის მეურნეობის განვითარებაში.