საქართველოში IT სექტორში საშუალო ხელფასი 7 000-7 500 ლარს შეადგენს და მზარდია | ვაკო თურნავა
საქართველოში IT სექტორში საშუალო ხელფასი 7 000-7 500 ლარს შეადგენს და მზარდია, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ვაკო თურნავამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ნამდვილად სახელმწიფო პოლიტიკა არის სწორი მიმართულება, არის არჩეული სწორი, როდესაც სახელმწიფო იძახის, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი რაც შეიძლება მალე დასაქმდეს, რაც შეიძლება მაღალი ანაზღაურება ჰქონდეს და პროფესიული სასწავლებლები არიან ერთ-ერთი ყველაზე მთავარი როლის მატარებელი ამ შემთხვევაში, ვინაიდან პროფესიულ სასწავლებლებს შეუძლიათ, რომ რაც შეიძლება მალე გადაამზადონ ადამიანი კვალიფიციურ კადრად და შემდგომ უკვე მისცენ შესაძლებლობა, რომ მან შეძლოს ღირსეული ხელფასი ჰქონდეს.
პროფესიულ სასწავლებლებში დღეს რა ხდება? დღეს ხდება ის, რომ ადრე თუ იყო შედარებით ნაკლებად პრესტიჟული, უკვე ხალხი მიხვდა, ადამიანები მიხვდნენ, მოქალაქეები მიხვდნენ, რომ ეს არის კარგი საშუალება იმისთვის, რომ მათ სწრაფად დაეუფლონ არსებულ პროფესიას. უკვე ორი წელია, დაახლოებით, რაც პროფესიულ სასწავლებლებში, მაგალითად, ადრე თუ ხელობა ისწავლებოდა, დღეს უკვე IT მიმართულებებია, შეიძლება ისწავლონ და ზუსტად ამან განაპირობა ის ფაქტორი, რომ დაახლოებით მარტო Skillwill-ის ფაქტორს თუ ავიღებთ, სადღაც 7 000 სტუდენტამდე უკვე დღეს სწავლობს კოლეჯში, რაც ძალიან მისასალმებელია.
ეს არ არის მარტო ერთი კოლეჯი, ნებისმიერ სხვა კოლეჯშიც არის, მაგრამ ძალიან კარგია, როდესაც სხვადასხვა რეგიონებში იხსნება ეს კოლეჯები. Skillwill-ს, მაგალითად, აქვს უკვე ოთხი სხვადასხვა კამპუსი, მაგრამ სხვა კოლეჯები დაახლოებით 70-მდე კოლეჯი არსებობს უკვე საქართველოში რეგისტრირებული. ეს არის სახელმწიფო და არა მხოლოდ სახელმწიფო. სახელმწიფოს როლი ამ შემთხვევაში არის ის, რომ ნებისმიერ ადამიანს, მოქალაქეს, ვისაც უნდა სწავლა, ეხმარება და თითქმის 100%-ის დაფინანსებას აძლევს. ეს არის უპრეცედენტო, ძალიან მაგარი, მაგარი საქმეა, როდესაც ადამიანს უნდა სწავლა და სახელმწიფო პირდაპირ გვერდში უდგას და ეუბნება, რომ მთავარია, შენ მოინდომო სწავლა და ჩვენ ამას დავაფინანსებთ. მნიშვნელობა არ აქვს, ეს Skillwill-ის კოლეჯი იქნება თუ ნებისმიერი სხვა კოლეჯი. თუმცა აქვე ვნახეთ, რომ იგივე Skillwill-ის კოლეჯი იქნება თუ ნებისმიერი სხვა.
ეს ადამიანები, როდესაც სწავლობენ, რისთვის სწავლობენ? ხომ შემდეგ უნდათ, რომ დასაქმდნენ. სად უნდა დასაქმდნენ? რა თქმა უნდა, ბიზნესში, ან კერძო კომპანიებში, ან სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში. დღეს ყველა ბიზნესის მთავარი გამოწვევა, არამარტო საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიო მასშტაბით, ეს არის კვალიფიციური კადრების დეფიციტი. შესაბამისად, თვითონ აფინანსებენ ტრენინგებს, თვითონ ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მეტი კადრი გადაამზადონ, უფრო მეტი პროფესიონალი ჰყავდეთ. შესაბამისად, როდესაც ბიზნესი არის ჩართული, ამას უკვე კიდევ უფრო მეტი სტიმული აქვს სტუდენტისთვის, რომ მოვიდეს, ისწავლოს და უკვე დაახლოებით იცის, სად შეიძლება წავიდეს დასასაქმებლად.
ბიზნესს ასევე მეორე კუთხეც აქვს, რომ ბიზნესი განაპირობებს ასევე, სად არის უფრო მეტი მოთხოვნა, სად სჭირდება და ჩართულობა კოლეჯებს შორის და ბიზნესს შორის არის ძალიან აუცილებელი, ვინაიდან მიმართულება, თუ რა პროფესიები იქნება ახლა ან შემდგომში აქტუალური, იმის მიხედვით უკვე შეუძლია კოლეჯმა იფიქროს, თუ როგორ უნდა განავითაროს თავისი თავი და სად უფრო მეტი აქცენტი გააკეთოს, რა მიმართულებით მეტი აქცენტი გააკეთოს.
ჩვენ დღეს ქვეყანაში გამოცხადებული გვაქვს, რომ გვჭირდება რაც შეიძლება მეტი მაღალანაზღაურებადი სტუდენტები, მაღალანაზღაურებადი ადამიანები, ვინც იმუშავებენ. შესაბამისად, დღევანდელ რეალობაში ეს არის ძირითადად ICT სექტორი, სადაც ადამიანს უკვე შეუძლია, რომ სამჯერ, ოთხჯერ მეტი ხელფასი ჰქონდეს, ვიდრე სხვა პროფესიებში. დღეს საქართველოში დაახლოებით საშუალო ხელფასი IT ტექნოლოგიებში არის 7 000-7 500 ლარი, რაც ასევე მზრდია. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ნელ-ნელა უკვე ძალიან ბევრი ადამიანი გადადის IT სექტორში სასწავლებლად და ციფრებსაც რომ შევხედოთ, დაახლოებით 2002-2025 წლებში 40%-ით არის გაზრდილი პროფესიული სასწავლებლების მიმართულებით ინტერესი და ჩარიცხვები მხოლოდ 2025 წელს 15%-ით. ანუ ეს იმას მიუთითებს, რომ ადამიანებს სჭირდებათ სწრაფი განათლება, უფრო სწრაფად რომ გადამზადდნენ და პროფესიულ სასწავლებელში, დაახლოებით, ერთი წლიდან 18 თვემდე, წელიწადნახევარში უკვე შეუძლია ადამიანს ისწავლოს, დაეუფლოს ამ პროფესიას და იპოვოს ღირსეული სამსახური“, - აცხადებს ვაკო თურნავა.
„მე ყოველთვის ვიძახი, რომ IT სფეროში, IT სექტორში, მე, როდესაც ბიზნესში ვმოღვაწეობდი და როდესაც კადრები აგვყავდა, არასდროს არ ყოფილა, არ გვითქვამს ადამიანისთვის, მაჩვენე, რომელი უნივერსიტეტი გაქვს დამთავრებული ან დიპლომი მანახე. კი, შეიძლება გვეკითხა, მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ, რახან კარგი დიპლომი აქვს, არ მოვთხოვდით პრაქტიკაში კოდის დაწერას, მაგალითად.
შესაბამისად, უკვე აქტუალური აღარ არის მთავარი, ადამიანს ჰქონდეს დიპლომი. მთავარია, ადამიანი იყოს ჭკვიანი, ჰქონდეს ის უნარები ნასწავლი, რაც ბიზნესს სჭირდება, რაც იმ კონკრეტულ სამსახურს სჭირდება. ამიტომ ზუსტად ამის გამო მოქალაქეები მიხვდნენ, რომ მნიშვნელოვანია, უფრო მეტი ჰქონდეთ არა ის, რაც ფურცელზე წერია, არამედ ის, რაც რეალურად იციან.
ამიტომ ვფიქრობთ, რომ პროფესიული სასწავლებლების განვითარება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი და ციფრებშიც ვხედავთ, რომ ის პრესტიჟი უკვე ნელ-ნელა უბრუნდება პროფესიულ სასწავლებლებს და ეს ძალიან მიხარია“, - აცხადებს ვაკო თურნავა.
სხვა სიახლეები
საქართველოს მიმართ საერთაშორისო ბიზნესის ინტერესი განსაკუთრებით მაღალია IT სექტორში - ვაკო თურნავა
27.11.2026.10:37
საქართველოს მიმართ საერთაშორისო ბიზნესის ინტერესი განსაკუთრებით მაღალია IT სექტორში, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ვაკო თურნავამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ინტერესი საქართველოს მიმართ, როგორც ბიზნესკუთხით, ძალიან მაღალია და განსაკუთრებით მაღალია IT სფეროში. IT სფერომ, ქართველმა პროგრამისტებმა, ქართულმა ტექსექტორმა დაამტკიცა, რომ აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობები და უნარები იმისთვის, რომ იმუშაონ უცხოეთში. ეს ციფრებშიც აისახება: მხოლოდ ერთ კვარტალში 400 მილიონი ამერიკული დოლარის IT სერვისების ექსპორტი აუთსორსზე იყო განხორციელებული, რაც ნიშნავს, რომ მილიარდზე მეტი თანხა წლიურად შემოდის.
ეს უბრალოდ ციფრები არ არის, აქ ხალხია ჩართული და, შესაბამისად, იმისთვის, რომ კიდევ უფრო განვითარდეს, ბიზნესმაც იცის, ის ბიზნესმენებიც ფიქრობენ სხვადასხვა ტექნოლოგიურ სკოლებში, აკადემიებში ან კოლეჯებში ფულის ჩადებას. უკვე ხედავენ, რომ ეს არის აზრიანი საქმე. შესაბამისად, ძალიან მიხარია, რომ Skillwill და კიდევ სხვა კოლეჯები არსებობენ, სადაც ინვესტორები ინვესტიციების განხორციელებას განიხილავენ და უშუალოდ ფულს დებენ ამ ბიზნესში.
კიდევ ერთი რამ მიხარია Skillwill-ის შემთხვევაში: როდესაც მისმა დირექტორმა განაცხადა, რომ სხვადასხვა რეგიონებში, პატარა რეგიონებშიც უკვე დაიწყებენ სხვადასხვა კოლეჯების გახსნას. ეს არის ძალიან მაგარი საქმე, რაც რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას, იქვე ისწავლონ, იქვე გადამზადდნენ და იქვე დაიწყონ სამსახური, თუნდაც ლოკალურ კომპანიებში ან საერთაშორისო დონეზე.
IT სექტორი გაძლევს იმის საშუალებას, რომ იმუშაო სახლიდან, ონლაინ, ან არა სახლიდან, მაგრამ ონლაინ და აუთსორსინგის გზით რომელიმე ძლიერი ქვეყნიდან მიიღო შემოსავალი. საქართველოდან ხდება ძალიან ბევრი IT ბიზნესის აუთსორსინგი, რაც რამდენიმე მილიარდი ლარის ექსპორტს ნიშნავს საქართველოდან და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში 8% უჭირავს. ეს არის ძალიან მაგარი შედეგი და ეს მიმართულება სულ უფრო და უფრო ვითარდება“, - აცხადებს ვაკო თურნავა.