მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7163.5
0.0347
flag
AZN 1.5375
-0.0004
flag
CNY 38.79
0.0026
flag
EUR 3.0349
0.0084
flag
GBP 3.5454
0.008
flag
KZT 56.61
-0.0003
flag
TRY 0.0545
-0.0001
flag
USD 2.6138
-0.0007
news banner

საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარება ბოლო წლებში მნიშვნელოვნად დაჩქარდა - გასულ წელს მიმოქცევაში არსებული საჯარო კორპორაციული ობლიგაციების მოცულობამ 2.7 მილიარდ ლარს მიაღწია l ნათია თურნავა

news image
mbc image

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ „თიბისი კაპიტალის“ რიგით მეორე კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენცია წელს საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით გაიმართა და 450-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა საქართველოდან და რეგიონის ქვეყნებიდან.

ღონისძიების გახსნაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ისაუბრა ბოლო წლების განმავლობაში ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით მიღწეულ შედეგებსა და განხორციელებულ რეფორმებზე. მისი თქმით, საქართველო მსოფლიოს სთავაზობს სტაბილურ, პროგნოზირებად და კონკურენტულ გარემოს ინვესტიციებისა და ბიზნესის გაფართოებისთვის, ამ წინსვლის მთავარი მაჩვენებელი კი, ფინანსური სექტორის სტაბილურობა და ეროვნული ვალუტის სიმტკიცეა.

როგორც სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ აღნიშნა, საქართველოს საფინანსო სექტორი მყარი, მდგრადი და სტაბილურია. სექტორი გადამწყვეტ როლს თამაშობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში. ორი უმსხვილესი ბანკი, მათ შორის "თიბისი ბანკი", წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს საფინანსო სისტემის ძლიერ მაჩვენებლებს. სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით, საფინანსო სექტორის შემდგომი დივერსიფიკაცია, განსაკუთრებით კაპიტალის ბაზრების განვითარების კუთხით ,არსებითად მნიშვნელოვანია დაფინანსების წყაროების გასაფართოებლად და გრძელვადიანი, მდგრადი ზრდის მხარდასაჭერად.

ნათია თურნავას თქმით, საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარება ბოლო წლებში მნიშვნელოვნად დაჩქარდა, ხოლო 2025 წელი ძლიერი და ხელშესახები პროგრესის კიდევ ერთი დასტური იყო. „2025 წლის ბოლოსთვის, მიმოქცევაში არსებული საჯარო კორპორაციული ობლიგაციების მოცულობა წლიურად 33.3%-ით გაიზარდა და 2.7 მილიარდ ლარს მიაღწია. გასული წელი ასევე გამოირჩეოდა ემისიის ყველაზე მაღალი აქტივობით - წლის განმავლობაში, ისტორიაში პირველად, 1.58 მილიარდი ლარის მოცულობის ახალი ემისია განხორციელდა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბაზრის სავალუტო შემადგენლობა კიდევ უფრო დაბალანსდა. 2025 წელს ახალი ემისიების დაახლოებით 66% ლარში იყო დენომინირებული, წლის ბოლოსთვის მიმოქცევაში არსებული საჯარო კორპორაციული ობლიგაციების 54% ასევე ლარში იყო განთავსებული. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ ზომის, არამედ მდგრადობის, ბაზრის სიმწიფისა და ნდობის თვალსაზრისითაც,“-აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას სებ-ის პრეზიდენტმა. მისივე განცხადებით, ადგილობრივი კორპორაციული ემისიების მნიშვნელოვანი წილი მოდის საკრედიტო რეიტინგის მქონე ემიტენტებზე (2025 წელს ახალი ემისიების 79%), რაც ინვესტორთა მხრიდან გამჭვირვალობასა და რისკების შეფასებაზე გაზრდილ მოთხოვნას ასახავს.

ნათია თურნავა ასევე შეეხო საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების წარმატებით განთავსებას და აღნიშნა, რომ გასულ წელს, საქართველოს მთავრობასთან, კერძოდ ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, არაერთი შეხვედრა გაიმართა ინვესტორებთან სხვადასხვა ქვეყანაში. შედეგები მნიშვნელოვანია-ევრობონდების წარმატებული ემისიის დროს ინვესტორთა მოთხოვნამ შეთავაზებულ თანხას 5.5-ჯერ გადააჭარბა.

წლევანდელმა კონფერენციამ ერთ სივრცეში გააერთიანა საერთაშორისო საინვესტიციო ბანკები, ინვესტორები, ემიტენტები და მარეგულირებლები. პრეზენტაციებსა და პანელურ დისკუსიებში მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, მათ შორის: J.P. Morgan, Citi, Morgan Stanley, ICBC Standard Bank, Oppenheimer, Ashmore, Aberdeen, Vontobel, MetLife Investment Management, EBRD, ADB, IFC, Fitch Ratings, S&P Global, Baker McKenzie, Latham & Watkins.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 2026 წლის პირველ შვიდ თვეში დუბაიში უძრავი ქონების ბაზარზე 186 ახალი დეველოპერი შევიდა

20.08.2026.13:33

2026 წლის პირველ შვიდ თვეში დუბაიში უძრავი ქონების ბაზარზე 186 ახალი დეველოპერი შევიდა. 

დუბაის უძრავი ქონების ბაზარი 2026 წელს ახალ დეველოპერებს კვლავ სწრაფი ტემპით იზიდავს. უახლესი მონაცემებით, წლის დასაწყისიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე ბაზარზე 186 უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია შევიდა. ეს საშუალოდ თვეში დაახლოებით 25 ახალი დეველოპერის ოპერირების დაწყებას ნიშნავს და მიუთითებს როგორც სექტორის უწყვეტ გაფართოებაზე, ისე ინვესტორების მზარდ ნდობაზე დუბაის შესაძლებლობის მიმართ, ბაზარზე დამატებითი პროექტები შეითვისოს. მონაცემები აჩვენებს, რომ დუბაიმ კიდევ უფრო გაიმყარა პოზიცია, როგორც რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის ბაზარმა უძრავი ქონების დეველოპერებისთვის. ახალი კომპანიები ბაზარზე საქმიანობას კვლავ აქტიურად იწყებენ.

ახალი მონაწილეებიდან 180 კომპანიამ დუბაის ეკონომიკისა და ტურიზმის დეპარტამენტისგან ლიცენზია მიიღო, რაც აღნიშნულ პერიოდში გაცემული ახალი ლიცენზიების აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა