საქართველოში ყავის იმპორტი 43%-ით გაიზარდა
საქართველოში ყავის იმპორტი გაზრდილია. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ 2 602.4 ათასი დოლარის ღირებულების 479.9 ტონა ყავა იყიდა. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 335.6 ტონა. ყავის იმპორტის ზრდა 43%-ის დონეზეა.
საქართველოსთვის ყავის შესაძენად მთავარი ბაზარი სომხეთია.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ყავას ყიდულობს:
• სომხეთი - 409.0 ტონა;
• რუსეთი - 59.9 ტონა;
• აშშ - 7.7 ტონა;
• უზბეკეთი - 1.5 ტონა;
• ირანი - 1.0 ტონა.
სხვა სიახლეები
წლის ბოლოს განვაახლებთ FMCG ბაზრის მონიტორინგის შედეგებს - ირაკლი ლექვინაძე
26.10.2026.13:34
წლის ბოლოს განვაახლებთ FMCG ბაზრის მონიტორინგის შედეგებს, - ამის შესახებ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„მეორე მიმართულება ეს არის ბაზრის მონიტორინგები. ჩვენ სტრატეგიულ ბაზრებზე, სადაც არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და აღნიშნული პროდუქტები მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის, ვახორციელებთ მონიტორინგებს. დაახლოებით 8 ბაზრის მონიტორინგი გვაქვს მიმდინარე, ახლანდელ პერიოდში.
თუ მონიტორინგი არ სრულდება, ჩვენ ვაქვეყნებთ შუალედურ შედეგებს. შუალედური შედეგები წარმოდგენილია ჩვენს ანგარიშში და თითოეულ თქვენგანს აქვს საშუალება, რომ დეტალურად გაეცნოს შუალედური შეფასების შედეგებს.
დავიწყებ FMCG ბაზრით, რომელიც მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებშია, და ჩვენ წლის ბოლოს გავაკეთებთ განახლებას აღნიშნული ბაზრის შეფასების 2025 წლის მონაცემებით. ჩვენი შეფასებით, ბაზარს შევაფასებთ დაახლოებით 14 მილიარდ ლარად, წლიური ზრდა არის დაახლოებით 7%.
აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი ბაზრის შეფასება და მოცულობა განსხვავდება Galt & Taggart-ის და თიბისი კაპიტალის მიერ გაკეთებული შეფასებისგან, რადგანაც ჩვენ განსხვავებული მეთოდიკით ვაკეთებთ ამას. პრაქტიკულად, ვიღებთ სტატისტიკის დეპარტამენტიდან ყველა კომპანიის და ყველა მეწარმის მონაცემს, რომელიც თუნდაც ერთი მაღაზიით არის წარმოდგენილი და რომელიც დღგ-ის გადამხდელია, და შემოსავლების მიხედვით ვითვლით ბაზრის მთლიან მოცულობას“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.