მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7308.7
0.0443
flag
AZN 1.5736
-0.0003
flag
CNY 39.327
0.0009
flag
EUR 3.1043
0.0009
flag
GBP 3.5907
0.0069
flag
KZT 56.79
0.0014
flag
TRY 0.0586
-0.0001
flag
USD 2.675
-0.0001
news banner

საქართველოში ხორბლის იმპორტი მზარდია

news image

საქართველოში ხორბლის იმპორტი მზარდია. საქსტატის მაჩვენებლების მიხედვით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანამ 23 546.4 ათასი დოლარის ღირებულების 92 315.5 ტონა ხორბალი იყიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 80 795.1 ტონა. მიმდინარე სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში ხორბლის იმპორტი 14,3%-ით არის გაზრდილი. 

მიმდინარე წელს ქვეყანამ ხორბლის იმპორტი სულ ოთხი ბაზრიდან მოახდინა. ლიდერი კვლავ რუსეთია, რომელზედაც ქვეყანაში იმპორტირებული ხორბლის 85.6%-ი მოდის.

ქვეყნები, საიდანაც საქართველო ხორბლის იმპორტს ახორციელებს:

  • რუსეთი - 78 982.2 ტონა;
  • ყაზახეთი - 6 928.6 ტონა;
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 6 399.2 ტონა;
  • თურქეთი - 5.5 ტონა;
news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მარიამ ქვრივიშვილმა სტამბოლში ბუნებრივი რესურსების სამიტის ფარგლებში ენერგეტიკის მინისტრების პანელში მიიღო მონაწილეობა

22.05.2026.15:41

„ენერგიაზე მზარდი მოთხოვნა, გეოპოლიტიკური გამოწვევები, ბაზრის არასტაბილურობა და კლიმატთან დაკავშირებული ვალდებულებები მოითხოვს თანამშრომლობის გაძლიერებას, ენერგიის წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიკაციას, ასევე მდგრადი და მოქნილი ენერგეტიკული სისტემების განვითარების დაჩქარებას" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა სტამბოლში ბუნებრივი რესურსების სამიტზე - INRES 2026 ენერგეტიკის მინისტრთა პანელზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის შეფასებით, ამ კონტექსტში საქართველო რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების, ფართო ენერგეტიკულ უსაფრთხოების და დაკავშირებადობაში წვლილის შეტანის იდეის ერთგულია.

"სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით, საქართველო განაგრძობს საიმედო სატრანზიტო და დამაკავშირებელი დერეფნის მნიშვნელოვანი როლის შესრულებას, რომელიც ევროპასა და აზიას აკავშირებს. საქართველო აქტიურად უწყობს ხელს განახლებადი ენერგიის განვითარებას და ხელსაყრელ პირობებს ქმნის საერთაშორისო ინვესტორებისთვის. ჰიდროენერგეტიკა ჩვენი განახლებადი ენერგიის წარმოების ხერხემალია, ხოლო ქარისა და მზის პროექტები სწრაფად ვითარდება და სულ უფრო დიდ ინტერესს იწვევს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. საქართველოს მთავრობა ორიენტირებულია გამჭვირვალე და ინვესტორებისთვის ხელსაყრელი მარეგულირებელი ჩარჩოს შენარჩუნებაზე, რათა მხარი დაუჭიროს მწვანე ენერგეტიკის განვითარებას და განამტკიცოს გრძელვადიანი ენერგეტიკული უსაფრთხოება", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

სტამბოლში გამართულ ბუნებრივი რესურსების სამიტს, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გახსნა, სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად ენერგეტიკისა და სამთო-მოპოვებითი სექტორის წამყვანი კომპანიების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მარიამ ქვრივიშვილთან ერთად სტამბოლში იმყოფებოდა მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა