საქართველოში კრევეტების იმპორტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი
მიმდინარე წელს ქვეყანაში კრევეტების იმპორტი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყანამ 6.7 ტონა კრევეტები იყიდა, რაშიც 25.1 ათასი დოლარი გადაიხადა. 2025 წლის იანვარ-თებერვალში კი ქვეყანაში 0.3 ტონა კრევეტების იმპორტი დაფიქსირდა. ზრდა 2133%-ია.
2026 წლის 2 თვეში საქართველოში კრევეტების იმპორტი სულ ორი ბაზრიდან დაფიქსირდა, საიდანაც ლიდერი უკრაინაა.
ქვეყნები, საიდანაც საქართველო კრევეტებს ყიდულობს:
საგულისხმოა, რომ 2025 წელს საქართველოში 12.2 ტონა ცივი წყლის კრევეტების იმპორტი განხორციელდა. 2024 წელს კი 117.7 ტონის.
სხვა სიახლეები
I კვარტალში ქვეყანაში $10,5 მილიონის ღირებულების ყველის იმპორტი განხორციელდა
13.05.2026.19:00
2026 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში 10 541.4 ათასი დოლარის ღირებულების ყველისა და ხაჭოს იმპორტი განხორციელდა. როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველომ 1 981.2 ტონა ყველისა და ხაჭოს იმპორტი განახორციელა, ერთი წლით ადრე, ანუ 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში 1 673.4 ტონის. შესაბამისად იმპორტი 18%-ით არის გაზრდილი.
2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ყველისა და ხაჭოს მთავარი იმპორტიორი თურქეთია.
TOP 5 ქვეყანა საიდანაც საქართველო ყველისა და ხაჭოს იმპორტს ახდენს: