საქართველოში კვერცხის იმპორტი მზარდია
საქართველოში კვერცხის იმპორტი მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში 1 497.9 ათასი დოლარის ღირებულების 13 403 ათასი ცალი კვერცხის იმპორტი განხორციელდა. მაშინ, როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში 3 031 ათასი ცალი კვერცხი შემოვიდა. მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ კვერცხის იმპორტი 342%-ით არის გზარდილი.
საქართველოში იმპორტირებული კვერცხის 92% ქვეყანაში თურქეთიდან შემოვიდა. 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოში კვერცხის იმპორტი სულ 3 ბაზრიდან განხორციელდა.
სხვა სიახლეები
I კვარტალში საქართველოში $50.8 მილიონის სმარტფონების იმპორტი განხორციელდა
01.05.2026.13:00
2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 50.8 მლნ დოლარის ღირებულების სმარტფონების იმპორტი განხორციელდა. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ქვეყანაში 5%-ით მეტი ღირებულების სმარტფონების (ფიჭური ან სხვა უსადენო ქსელებისთვის) იმპორტი დაფიქსირდა. პირველ კვარტალში საქართველომ 50 772.6 ათასი დოლარის სმარტფონები იყიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 48 526.3 ათასი დოლარის.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, მიმდინარე წლის სამ თვეში ქვეყანაში 40.9 ტონა სმარტფონის იმპორტი განხორციელდა, 2025 წლის სამ თვეში კი 49.6 ტონის.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საიმპორტო ბაზრების სტრუქტურაში ლიდერ პოზიციას არაბთა გაერთიანებული საამიროები ინარჩუნებს. სწორედ ამ ქვეყნიდან შეიძინა საქართველომ მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ყველაზე მაღალი ღირებულების მობილური ტელეფონები.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო სმარტფონების იმპორტს ახდენს: