მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7153.5
-0.0052
flag
AZN 1.5366
-0.0003
flag
CNY 38.849
-0.0015
flag
EUR 3.0465
-0.012
flag
GBP 3.5598
-0.0086
flag
KZT 57.15
0.0036
flag
TRY 0.0543
-0.0001
flag
USD 2.6121
-0.0004
news banner

საქართველოში ლუდის მოხმარებამ 2025 წელს ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 141.0 მილიონი ლიტრი შეადგინა - TBC Capital

news image
mbc image

TBC Capital-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ლუდი და უალკოჰოლო სასმელები - 2026” აქვეყნებს, სადაც სექტოის ძირითადი ტენდენციებია მიმოხილული.
,,ლუდის გაყიდვების ძირითადი არხები, FMCG და HORECA სექტორები, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა და მოსალოდნელია, რომ ზრდის ტენდენცია საშუალოვადიან პერიოდშიც შენარჩუნდება.

საქართველოში ლუდის მოხმარებამ 2025 წელს ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 141.0 მილიონი ლიტრი შეადგინა. იმპორტირებული ლუდი ადგილობრივ მომხმარებლებს შორის სულ უფრო პოპულარული ხდება და 2025 წელს ლუდის მთლიანი მოხმარების 16% შეადგინა.

მიწოდების მხრივ, ადგილობრივი ლუდის წარმოება ზედიზედ მეორე წელს შემცირდა და 2025 წელს 114 მლნ ლიტრი შეადგინა. მიუხედავად ამისა, ფასების ზრდამ სექტორის შემოსავლების გაზრდას ხელი შეუწყო და ლუდის მწარმოებლების ბრუნვამ 2025 წელს 636 მილიონ ლარს მიაღწია, რაც 2019-2025 წლებში 12.1%-იან საშუალო წლიურ ზრდის ტემპს შეესაბამება.

საქართველოში ასევე მნიშვნელოვნადაა განვითარებული უალკოჰოლო სასმელების ინდუსტრია და 2025 წელს ქვეყანაში 474 მილიონი ლიტრი უალკოჰოლო სასმელი იწარმოა, ხოლო წარმოების ღირებულებამ თითქმის 1.0 მილიარდი ლარი შეადგინა. სექტორი სულ უფრო მეტად ექსპორტზე ორიენტირებული ხდება - 2025 წელს ექსპორტის მოცულობამ 162 მილიონ ლიტრს მიაღწია და ბოლო წლებში დაფიქსირებული ზრდის ტენდენცია გააგრძელა”, - წერს TBC Capital-ი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოში FMCG-ისა და ჰორეკა სექტორის ზრდას, სხვა ფაქტორებთან ერთად, მოსახლეობის შემოსავლების ზრდა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები უწყობს ხელს - TBC Capital

25.08.2026.08:40

TBC Capital-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ლუდი და უალკოჰოლო სასმელები - 2026” აქვეყნებს, სადაც სექტოის ძირითადი ტენდენციებია მიმოხილული. 

,,ლუდის გაყიდვების ძირითადი არხები, FMCG და HORECA სექტორები, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა და მოსალოდნელია, რომ ზრდის ტენდენცია საშუალოვადიან პერიოდშიც შენარჩუნდება.

საქართველოში ლუდის მოხმარებამ 2025 წელს ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 141.0 მილიონი ლიტრი შეადგინა. იმპორტირებული ლუდი ადგილობრივ მომხმარებლებს შორის სულ უფრო პოპულარული ხდება და 2025 წელს ლუდის მთლიანი მოხმარების 16% შეადგინა.

მიწოდების მხრივ, ადგილობრივი ლუდის წარმოება ზედიზედ მეორე წელს შემცირდა და 2025 წელს 114 მლნ ლიტრი შეადგინა. მიუხედავად ამისა, ფასების ზრდამ სექტორის შემოსავლების გაზრდას ხელი შეუწყო და ლუდის მწარმოებლების ბრუნვამ 2025 წელს 636 მილიონ ლარს მიაღწია, რაც 2019-2025 წლებში 12.1%-იან საშუალო წლიურ ზრდის ტემპს შეესაბამება.

საქართველოში ასევე მნიშვნელოვნადაა განვითარებული უალკოჰოლო სასმელების ინდუსტრია და 2025 წელს ქვეყანაში 474 მილიონი ლიტრი უალკოჰოლო სასმელი იწარმოა, ხოლო წარმოების ღირებულებამ თითქმის 1.0 მილიარდი ლარი შეადგინა. სექტორი სულ უფრო მეტად ექსპორტზე ორიენტირებული ხდება - 2025 წელს ექსპორტის მოცულობამ 162 მილიონ ლიტრს მიაღწია და ბოლო წლებში დაფიქსირებული ზრდის ტენდენცია გააგრძელა”, - წერს TBC Capital-ი.

TBC Capital-ის შეფასებით, საქართველოში FMCG-ისა და ჰორეკა სექტორის ზრდას, სხვა ფაქტორებთან ერთად, მოსახლეობის შემოსავლების ზრდა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები უწყობს ხელს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა