მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7145.6
-0.0079
flag
AZN 1.5384
0.0018
flag
CNY 38.91
0.0061
flag
EUR 3.05
0.0035
flag
GBP 3.5665
0.0067
flag
KZT 57.12
-0.0003
flag
TRY 0.0544
0.0001
flag
USD 2.6153
0.0032
news banner

საქართველოში ლუდის მწარმოებლების ბრუნვამ 2025 წელს 636 მილიონ ლარს მიაღწია - TBC Capital

news image
mbc image

TBC Capital-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ლუდი და უალკოჰოლო სასმელები - 2026” აქვეყნებს, სადაც სექტოის ძირითადი ტენდენციებია მიმოხილული. 
,,ლუდის გაყიდვების ძირითადი არხები, FMCG და HORECA სექტორები, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა და მოსალოდნელია, რომ ზრდის ტენდენცია საშუალოვადიან პერიოდშიც შენარჩუნდება.

საქართველოში ლუდის მოხმარებამ 2025 წელს ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 141.0 მილიონი ლიტრი შეადგინა. იმპორტირებული ლუდი ადგილობრივ მომხმარებლებს შორის სულ უფრო პოპულარული ხდება და 2025 წელს ლუდის მთლიანი მოხმარების 16% შეადგინა.

მიწოდების მხრივ, ადგილობრივი ლუდის წარმოება ზედიზედ მეორე წელს შემცირდა და 2025 წელს 114 მლნ ლიტრი შეადგინა. მიუხედავად ამისა, ფასების ზრდამ სექტორის შემოსავლების გაზრდას ხელი შეუწყო და ლუდის მწარმოებლების ბრუნვამ 2025 წელს 636 მილიონ ლარს მიაღწია, რაც 2019-2025 წლებში 12.1%-იან საშუალო წლიურ ზრდის ტემპს შეესაბამება.

საქართველოში ასევე მნიშვნელოვნადაა განვითარებული უალკოჰოლო სასმელების ინდუსტრია და 2025 წელს ქვეყანაში 474 მილიონი ლიტრი უალკოჰოლო სასმელი იწარმოა, ხოლო წარმოების ღირებულებამ თითქმის 1.0 მილიარდი ლარი შეადგინა. სექტორი სულ უფრო მეტად ექსპორტზე ორიენტირებული ხდება - 2025 წელს ექსპორტის მოცულობამ 162 მილიონ ლიტრს მიაღწია და ბოლო წლებში დაფიქსირებული ზრდის ტენდენცია გააგრძელა”, - წერს TBC Capital-ი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო თხილის ექსპორტს ახორციელებს

26.08.2026.11:00

2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ თხილის ექსპორტიდან 78 374.4 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ შვიდ საქართველომ საექსპორტო ბაზრებზე 7 673.2 ტონა თხილი გაიტანა, ხოლო 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში - 7 457.7 ტონა. შესაბამისად, საქართველოდან თხილის ექსპორტი 2.89%-ით გაიზარდა.

საქართველოში მოყვანილი და გადამუშავებული თხილისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი იტალიაა.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო თხილის ექსპორტს ახორციელებს:

• იტალია - 2 212.4 ტონა;
• სირია - 737.8 ტონა;
• ესპანეთი - 693.0 ტონა;
• საფრანგეთი- 460.8 ტონა;
• პოლონეთი - 423.7 ტონა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა