მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7277.3
-0.0314
flag
AZN 1.5733
-0.0003
flag
CNY 39.351
0.0024
flag
EUR 3.102
-0.0023
flag
GBP 3.5904
-0.0003
flag
KZT 56.59
-0.002
flag
TRY 0.0585
-0.0001
flag
USD 2.6744
-0.0006
news banner

საქართველოში საშუალო თვიური შემოსავლები ერთ შინამეურნეობაზე 12.4 %-ით გაიზარდა - საქსტატი

news image

2025 წელს საქართველოში საშუალო თვიური შემოსავლები (ფულადი და არაფულადი სახსრები) ერთ შინამეურნეობაზე, წინა წელთან შედარებით, 12.4 პროცენტით გაიზარდა და 2 131 ლარი შეადგინა, ხოლო საშუალო თვიური შემოსავლები ერთ სულზე 12.5 პროცენტით გაიზარდა და 664 ლარს გაუტოლდა.

შინამეურნეობების შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავლები და ტრანსფერტები, რომლის წილიც 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 90.5 პროცენტი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 94.2 პროცენტს, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 83.2 პროცენტს შეადგენდა.

ქალაქის ტიპის დასახლებებში საშუალო თვიური შემოსავლები ერთ შინამეურნეობაზე 12.9 პროცენტით გაიზარდა და 2 233 ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 11.3 პროცენტით გაიზარდა და 1 954 ლარს გაუტოლდა.

ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი დაქირავებული შრომიდან მიღებულ შემოსავლებს უჭირავს, რომლის წილი წინა წელთან შედარებით 1.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 49.3 პროცენტი შეადგინა. თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავლების წილი 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 13.3 პროცენტს გაუტოლდა. პენსიებიდან, სტიპენდიებიდან და სოციალური დახმარებებიდან მიღებული შემოსავლების წილი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 21.9 პროცენტი შეადგინა. ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების სტრუქტურა განსხვავდება ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებებში.

2025 წელს საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები, წინა წელთან შედარებით, 11.6 პროცენტით გაიზარდა და ერთ შინამეურნეობაზე გაანგარიშებით 1 936 ლარი, ხოლო ერთ სულზე - 603 ლარი შეადგინა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წელს, წინა წელთან შედარებით შინამეურნეობების სამომხმარებლო ფულადი ხარჯების წილი მთლიან ხარჯებში 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 69.3 პროცენტი შეადგინა.

საშუალო თვიური ხარჯები ერთ შინამეურნეობაზე ქალაქის ტიპის დასახლებებში 11.1 პროცენტით გაიზარდა და 2 015 ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 12.2 პროცენტით გაიზარდა და 1 799 ლარს გაუტოლდა.

სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურაში ყველაზე მაღალია სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე გაწეული ხარჯები, რომლის წილი წინა წელთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 38.7 პროცენტი შეადგინა. სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურა განსხვავდება ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებებში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 5.5 %-ით გაიზარდა - საქსტატი

25.05.2026.11:20

სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 5.5 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო ერთწლოვანი კულტურების ღირებულების 37.1 პროცენტიანი მატებით, რამაც 5.73 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 15.0 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 11.5 პროცენტიანი მატებით, რაც 6.8 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ერთწლოვანი კულტურების ღირებულება 23.2 პროცენტით, ხოლო მრავალწლოვანი კულტურების ღირებულება 14.4 პროცენტით გაიზარდა, რამაც, შესაბამისად, 3.92 და 4.27 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წარმოადგენს საანგარიშო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით სასოფლო მეურნეობების მიერ წარმოებული და რეალიზებული პროდუქციის ფასების საშუალო დონის ცვლილებას საბაზო პერიოდთან შედარებით.

ინდექსი მოიცავს შემდეგ პროდუქტებს:

• ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურები (ხორბალი,სიმინდი,მზესუმზირა,კარტოფილი და სხვ.);
• მრავალწლოვანი კულტურები (ყურძენი, ხილი, თხილი, კაკალი და სხვ.);
• ცოცხალი ცხოველები და ცხოველური წარმოშობის პროდუქტები (მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი, თაფლი, რძე და სხვ.).

სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსის სტრუქტურა შეესაბამება საქმიანობის სახეობათა მიხედვით პროდუქციის სტატისტიკური კლასიფიკატორის (CPA 2008) ევროპულ სტანდარტს. CPA-ის შესაბამისად მოცულია A-სექციის (სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის პროდუქცია) 01.1, 01.2 და 01.4 ჯგუფები.

ინდექსის გაანგარიშებისათვის საჭირო მონაცემების წყაროა სასოფლო მეურნეობათა გამოკვლევა. გამოკვლევის შედეგად მიიღება მონაცემები ქვეყნის მასშტაბით პირუტყვისა და ფრინველის სულადობის, ფუტკრის ოჯახების რაოდენობის, მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების, საშუალო წველადობის, პირუტყვის საშუალო ნამატის, ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნათესი და აღებული ფართობების, წარმოებისა და საშუალო მოსავლიანობის შესახებ, მრავალწლოვანი კულტურების წარმოების, ასევე ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტების რეალიზაციის შესახებ.

ინდექსის გაანგარიშებისათვის გამოყენებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ერთეულების ღირებულება წარმოადგენს მითითებულ პერიოდში სასოფლო მეურნეობათა მიერ რეალიზებული მემცენარეობის ან/და მეცხოველეობის პროდუქციის ჯამური ღირებულებისა და რეალიზაციის ჯამური მოცულობის ფარდობას. აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საშუალო ღირებულებას ფერმის კართან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა