მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7197.7
0.0241
flag
AZN 1.5272
0.0001
flag
CNY 38.932
-0.0005
flag
EUR 2.8875
-0.0068
flag
GBP 3.4463
-0.0108
flag
KZT 56.91
0.0011
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5957
-0.0003
news banner

საქართველოში შოკოლადის იმპორტი 11%-ით გაიზარდა

news image
mbc image

2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში შოკოლადის (შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები) იმპორტი გაიზარდა. როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანამ 81 294.4 ათასი დოლარის ღირებულების 14 982.3 ტონა შოკოლადი იყიდა. 2025 წელს ეს მაჩვენებელი 14 035.5 ტონას შეადგენდა. შესაბამისად საქართველოში შოკოლადის იმპორტი 11.3%-ით არის გაზრდილი.

2026 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში იმპორტირებული შოკოლადის ყველაზე მეტი რაოდენობა უკრაინიდან შემოვიდა.

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ შოკოლადის იმპორტი განახორციელა:

• უკრაინა - 21 425.9 ტონა;
• რუსეთი - 21 277.0 ტონა;
• პოლონეთი - 7 405.9 ტონა;
• სომხეთი - 6 296.8 ტონა;
• თურქეთი - 5 605.2 ტონა.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ეკატერინე გალდავამ „თბილისის ფინანსურ სამიტზე“ ქვეყნებს შორის გადახდების განვითარების, საგადახდო სისტემების ურთიერთთავსებადობისა და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრა

29.10.2026.11:52

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ „თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში პანელურ დისკუსიაში - „რეგიონული დაკავშირებადობის ინფრასტრუქტურის განვითარება“ მიიღო მონაწილეობა.

დისკუსიის მთავარი თემა ქვეყნებს შორის გადახდების განვითარება, ფინანსური ინფრასტრუქტურის ურთიერთთავსებადობა და რეგიონული ფინანსური კავშირების გაძლიერება იყო.

პანელის მონაწილეებმა, რომლებსაც ქვეყნებს შორის გადახდების განვითარებისა და საგადახდო ინფრასტრუქტურების ურთიერთდაკავშირების მიმართულებით მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილება აქვთ, სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკაზე დაყრდნობით გააზიარეს საკუთარი გამოცდილება და ხედვები სწრაფი, უსაფრთხო და ეფექტიანი გადახდების განვითარების შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე.

საუბარი ასევე შეეხო როგორც ტრადიციულ საგადახდო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული პროდუქტებისა და სერვისების, ისე სტაბილკოინების გამოყენების პოტენციალს საერთაშორისო გადახდებში, ასევე მათთან დაკავშირებულ მარეგულირებელ გამოწვევებს.

ეკატერინე გალდავამ მონაწილეებს საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც რეგულატორის, ხედვა და გამოცდილება გაუზიარა, მათ შორის, საგადახდო ინფრასტრუქტურის განვითარების, ინოვაციების ხელშეწყობისა და შესაბამისი რისკების მართვის მიმართულებით.

„ქვეყნებს შორის გადახდების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, არამედ საგადახდო ინფრასტრუქტურების ურთიერთთავსებადობა, საერთო სტანდარტების არსებობა და მარეგულირებლებს შორის თანამშრომლობა. საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს როგორც არსებული საგადახდო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაზე, ისე ახალი სისტემებისა და სერვისების დანერგვაზე. ამასთან, ჩვენ ღია ვართ ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართ, ვსწავლობთ მათ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს და ვცდილობთ, ისეთი მარეგულირებელი გარემო შევქმნათ, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციების განვითარებას და ამავდროულად უზრუნველყოფს შესაბამისი რისკების ეფექტიან მართვას“, - განაცხადა ეკატერინე გალდავამ.

პანელურ დისკუსიაში ეკატერინე გალდავასთან ერთად მონაწილეობდნენ SWIFT-ის, UnionPay International-ისა და ინდოეთის ეროვნული გადახდების კორპორაციის (NPCI) წარმომადგენლები. დისკუსიას ჩეხეთის ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ზდენეკ ტუმა უძღვებოდა.

„თბილისის ფინანსური სამიტი“ საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და Global Finance & Technology Network-ის (GFTN) თანამშრომლობით გაიმართა და ფინანსური ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებზე საერთაშორისო დიალოგის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა