საქართველოში შოკოლადის იმპორტი 3.5%-ით გაიზარდა
2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში შოკოლადის (შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები) იმპორტი გაიზარდა. როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ქვეყანამ 37 125.0 ათასი დოლარის ღირებულების 6 612.8 ტონა შოკოლადი იყიდა. 2025 წლის ოთხ თვეში ეს მაჩვენებელი 6 390.2 ტონას შეადგენდა. შესაბამისად საქართველოში შოკოლადის იმპორტი 3,5%-ით არის გაზრდილი.
2026 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, საქართველოში იმპორტირებული შოკოლადის 31.3% ქვეყანაში რუსეთიდან შემოვიდა.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ შოკოლადის იმპორტი განახორციელა:
რუსეთი - 2 068.8 ტონა;
უკრაინა - 1 638.6 ტონა;
თურქეთი - 599.4 ტონა;
სომხეთი - 307.2 ტონა;
გერმანია - 287.2 ტონა;
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
01.06.2026.17:02
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1071 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6673 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6673 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6693 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.002 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1071 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1079 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0008 ლარი შეადგინა.