საქართველოში სუნამოების იმპორტი 30.3%-ით გაიზარდა
საქართველოში სუნამოებისა და ტუალეტის წყლების იმპორტი მკვეთრად იზრდება როგორც ღირებულებით, ისე მოცულობით ნაწილში. საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანაში 18 869.0 ათასი აშშ დოლარის ღირებულების სუნამო შემოვიდა, რაც 30.3%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, როდესაც ეს ციფრი 14 476.6 ათას აშშ დოლარს შეადგენდა.
გაზრდილია მოთხოვნა პროდუქციის წონაზეც. მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში საქართველომ 506.5 ტონა სუნამო შეიძინა, რაც გასული წლის ოთხი თვის მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 21.1%-ით მეტია.
ქართული ბაზრისთვის სუნამოების უმსხვილეს და მთავარ პარტნიორად კვლავ საფრანგეთი რჩება, საიდანაც ყველაზე ძვირადღირებული და პრემიუმ კლასის პროდუქცია შემოდის. მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში TOP 5 საიმპორტო ქვეყნის რეიტინგი ასე გადანაწილდა:
სხვა სიახლეები
საქართველოს ეკონომიკური ფორუმის ფორმატში მონაწილეობა გვეხმარება ჩვენი პოზიციები გავაცნოთ საზოგადოებას, დაინტერესებულ პირებს და ასევე, გავიგოთ ის საჭიროებები, რაც კერძო სექტორს აქვს - რევაზ სოხაძე
15.06.2026.20:11
საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 30-ე დისკუსია „სამშენებლო-ინფრასტრუქტურული და სამშენებლო-დეველოპერული პროექტების გავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე” გაიმართა. ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდნენ: რევაზ სოხაძე, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი; შოთა ბერეკაშვილი, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე; დავით ჯუღაშვილი, „ჰანიველ ცემენტის“ გენერალური დირექტორი; გიორგი კუპრაშვილი, „გალტ & თაგარტის" გენერალური დირექტორი; ირაკლი კვერღელიძე - „ორბი ჯგუფის” გენერალური დირექტორი; ირაკლი გიორგობიანი - ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის (ICCA) აღმასრულებელი დირექტორი.
ღონისძიებას მოდერატორობას უწევდა „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ და "საქართველოს ეკონომიკური ფორუმის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.
,,დღეს, ბიზნეს ინსაიდერის ინიციატივით გაიმართა ეკონომიკური ფორუმი, რომელიც შეეხებოდა დეველოპერული კომპანიების საქმიანობისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობის საკითხებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა მსგავს ფორმატში მონაწილეობა გამომდინარე იქედან, რომ ერთის მხრივ, ყოველთვის ვიყენებთ ამ ფორმატს იმისთვის, რომ ჩვენი პოზიციები გავაცნოთ საზოგადოებას, დაინტერესებულ პირებს და ასევე, მნიშვნელოვანი არის გავიგოთ ის საჭიროებები რაც კერძო სექტორს აქვს”, - განაცხადა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.
დისკუსიაში ფორუმის ფორმატში ერთობლივად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნეს სექტორი, ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები.
საქართველოს ეკონომიკური ფორუმის გენერალური სპონსორი - საქართველოს ბანკი
საქართველოს ეკონომიკური ფორუმის მუდმივი პარტნიორი - UGT - იუჯითი
პარტნიორები - Hunnewell Cement ჰანიველ ცემენტი; Galt & Taggart - გალტ & თაგარტი; ორბი ჯგუფი; ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია/ICCA; Tashub ტასჰაბი; ELT Group; Forum Ekonomiczne / Economic Forum; Coca-Cola Bottlers Georgia; წყალი მთის • Water MTIS; Chelti Winery / მეღვინეობა ჩელთი