მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7183.1
0.0031
flag
AZN 1.5497
-0.0003
flag
CNY 38.876
0.002
flag
EUR 3.0072
0.0046
flag
GBP 3.5275
0.0027
flag
KZT 55.78
-0.0033
flag
TRY 0.056
0
flag
USD 2.6344
-0.0006
news banner

საქართველოსთვის CARTIF-ი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რადგან შეთანხმება ხელს შეუწყობს ქვეყნის, როგორც რეგიონული სატრანზიტო და სავაჭრო ჰაბის, პოზიციის გაძლიერებას - გენადი არველაძე

news image
mbc image

ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის ქვეყნებმა ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის პარტნიორობის შეთანხმების (CARTIF) შესახებ მოლაპარაკების ნულოვანი რაუნდი გამართეს, რომელიც მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში ჩატარდა. 

საქართველოს დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ხელმძღვანელობდა. CARTIF-ი CAREC-ის ფარგლებში შემუშავებული პირველი შეთანხმებაა, რომლის მიზანია ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობა, არასატარიფო ბარიერების შემცირება, ციფრული ვაჭრობის განვითარება და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება.

CAREC-ის წევრ სახელმწიფოებს წარმომადგენელთა შეხვედრაზე განიხილეს მოლაპარაკებების ფორმატი, სტრუქტურა, პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები.

„საქართველოსთვის CARTIF-ი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რადგან შეთანხმება ხელს შეუწყობს ქართული ექსპორტის დივერსიფიცირებას, ინვესტიციების მოზიდვასა და ქვეყნის, როგორც რეგიონული სატრანზიტო და სავაჭრო ჰაბის პოზიციის გაძლიერებას. ასევე მოსალოდნელია ვაჭრობის პროცედურების გამარტივება და ბიზნესისთვის უფრო პროგნოზირებადი და კონკურენტული გარემოს შექმნა“, - განაცხადა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა.

გენადი არველაძის თქმით, საქართველო, როგორც ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მყოფი ქვეყანა, დიდი ხანია, ასრულებს ბუნებრივი ხიდის როლს ვაჭრობისა და ტრანზიტისათვის. 

„თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ფართო ქსელით, მათ შორის, ევროკავშირთან, ჩინეთთან და რეგიონულ პარტნიორებთან და ჩვენი მზარდი როლით, როგორც ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბის, ჩვენ CARTIF-ს განვიხილავთ, როგორც მნიშვნელოვან ინსტრუმენტს რეგიონის პოტენციალის კიდევ უფრო მეტად გასააქტიურებლად. ეს პირდაპირ ეხმიანება ჩვენს ხედვას, გავხდეთ ბაზრებს შორის დამაკავშირებელი კარიბჭე და ხელი შევუწყოთ საზღვრებზე საქონლის უფრო სწრაფ, ეფექტურ და საიმედო გადაადგილებას“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. 

როგორც გენადი არველაძემ განაცხადა, საქართველო მზადაა, აქტიური მონაწილეობა მიიღოს მოლაპარაკებებში.

„ჩვენ გვჯერა, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო განამტკიცებს რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობას, უფრო მეტად განავითარებს ეკონომიკურ შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს დაკავშირებადობას“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საავიაციო ბაზარი ყოველწლიურად რეკორდულ მაჩვენებლებს დებს და დარწმუნებულები ვართ, რომ 2026 წელსაც ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ - თამარ იოსელიანი

16.07.2026.01:00

საავიაციო ბაზარი ყოველწლიურად რეკორდულ მაჩვენებლებს დებს და 2025 წელიც ამ მიმართულებით ძალიან წარმატებული იყო - დარწმუნებულები ვართ, რომ 2026 წელსაც ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა. 

მისი თქმით,  ამ მიმართულებით როგორც აეროპორტების გაერთიანება, ასევე სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად ძალიან აქტიურად მუშაობს პარტნიორ როგორც ავიაკომპანიებთან, ასევე ქვეყნებთან.

„დეკემბერში დავამატეთ პეკინის მიმართულება, შესაბამისად, Air China-მ დაიწყო პეკინის მიმართულებაზე ფრენა, ასევე მაისის თვიდან China Southern-მა დაიწყო ფრენები პეკინის მიმართულებით. შანხაი ახალი საჰაერო ხაზია, დღეიდან იწყება ფრენები. ივნისის ბოლოს, Norwegian შემოვიდა საქართველოს ბაზარზე, შესაბამისად, დანიის დედაქალაქი დაუკავშირდა ჩვენს დედაქალაქს. რა თქმა უნდა, ესეც ძალიან პოზიტიურია ჩვენი საავიაციო სექტორისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის მიმართულებაც ამოქმედდა და ეს ყველაფერი, ერთობლიობაში გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ წლის ბოლომდე კიდევ გავზრდით როგორც ავიაკომპანიების ციფრს, ასევე საჰაერო ხაზების მიმართულებებსაც", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

თამარ იოსელიანის აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე140-მდე საერთაშორისო საჰაერო ხაზზე 80-მდე ავიაკომპანია ოპერირებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა