საქართველოსთვის ფეროშენადნობების ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი თურქეთია
ფეროშენადნობების ექსპორტი 41%-ითაა შემცირებული. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ ექსპორტზე 49,298.66 ათასი დოლარის ღირებულების 47,165.86 ტონა ფეროშენადნობები გაიტანა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ექსპორტი 79,325.95 ტონას შეადგენდა.
მიმდინარე წლის ოთხი თვის სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით საქართველოსთვის ფეროშენადნობების ნომერ პირველი ბაზარი თურქეთია. სწორედ თურქეთზე მოდის ექსპორტირებული ფეროშენადნობების 18%-ი
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველომ ყველაზე მეტი რაოდენობის ფეროშენადნობები გაყიდა:
თურქეთი - 47165.86 ტონა;
ესპანეთი - 6,950.63 ტონა;
იტალია - 5,789.05 ტონა;
საბერძნეთი - 3,420.00 ტონა;
პორტუგალია - 3,000.00 ტონა;
საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს 2021 წელს მიაღწია, როდესაც საქართველოდან საზღვარგარეთ 477,432.79 ათასი დოლარის ღირებულების 299,384.71 ტონა ფეროშენადნობები გადაიზიდა.
სხვა სიახლეები
მარიამ ქვრივიშვილმა აკრედიტაციის მსოფლიო დღე დარგის სპეციალისტებს მიულოცა
09.06.2026.17:56
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა აკრედიტაციის ცენტრს, მის თანამშრომლებს, პროცესში ჩართულ ექსპერტებსა და აკრედიტებულ შესაბამისობის შემფასებელ ორგანოებს აკრედიტაციის მსოფლიო დღე მიულოცა.
„აკრედიტაციისმსოფლიო დღე ყოველწლიურად 9 ივნისს აღინიშნება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელით, ვულოცავთ აკრედიტაციის ცენტრს, მის თანამშრომლებს, აკრედიტაციის პროცესში ჩართულ ექსპერტებს და აკრედიტებულ შესაბამისობის შემფასებელ ორგანოებს. სწორედ მათი საერთო ძალისხმევითა და აქტიური მუშაობით არის შესაძლებელი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.
წლიდან წლამდე აკრედიტაციის მექანიზმის გამოყენება სულ უფრო მეტ სფეროში ხდება, რადგან მარეგულირებელი ორგანოები, მომხმარებლები და მწარმოებლები სულ უფრო მეტად ენდობიან აკრედიტებული ორგანიზაციების საქმიანობას.
წლევანდელი წელი აკრედიტაციის მსოფლიო საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანია, რადგან 2026 წლის იანვრიდან აკრედიტაციის სფეროში შეიქმნა ერთიანი საერთაშორისო ორგანიზაცია - Global Accreditation Cooperation Incorporated – Global ACI. მან ჩაანაცვლა ამ სფეროში მოქმედი ორი ორგანიზაცია - აკრედიტაციის საერთაშორისო ფორუმი და ლაბორატორიების საერთაშორისო აკრედიტაციის თანამშრომლობა.
საქართველოს აკრედიტაციის ცენტრი, როგორც საერთაშორისო და ევროპული აკრედიტაციის სისტემების ნაწილი, სრულად არის ინტეგრირებული ამ პროცესებში და ქართულ კომპანიებს საერთაშორისო და ევროპაში აღიარებულ სერვისებს აწვდის. სწორედ ამ აღიარების დამსახურებით, საქართველოში წარმოებული პროდუქტი და მომსახურება, რომელთა შესაბამისობაც დადასტურებულია აკრედიტებული ლაბორატორიის, სერტიფიკაციის თუ ინსპექტირების ორგანოს მიერ, დამატებითი ბარიერების გარეშე ხვდება ევროპულ და საერთაშორისო ბაზრებზე", - აღნიშნულია მინისტრის მილოცვაში.