საქსტატის წინასწარი მონაცემებით, იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 7.5%-ით გაიზარდა
2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 15 517.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 7.5 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 4 668.7 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 21.6 პროცენტით), ხოლო იმპორტი 10 849.0 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 2.4 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-ივლისში 6 180.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.8 პროცენტია.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 აგვისტოს.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
04.09.2026.17:01
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0364 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6126 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6126 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6180 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0054 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0364 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0366 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0002 ლარი შეადგინა.