მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7170.5
0.0008
flag
AZN 1.5338
-0.0001
flag
CNY 38.943
0.001
flag
EUR 2.9941
0.003
flag
GBP 3.4895
0.008
flag
KZT 58.1
-0.0022
flag
TRY 0.0534
0
flag
USD 2.6074
0.0003
news banner

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 3.7%-ით გაიზარდა

news image
mbc image

2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 439.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.7 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 3 107.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 19.8 პროცენტით), ხოლო იმპორტი 7 331.9 მლნ. აშშ დოლარს (შემცირდა 1.9 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ- მაისში 4 224.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 პროცენტია. 

2026 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 70.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (355.2 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (327.5 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (269.3 მლნ. აშშ დოლარი).

2026 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.9 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 162.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (983.4 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (849.7 მლნ. აშშ დოლარი).

2026 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.5 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 387.5 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 232.1 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 177.2 მლნ. აშშ დოლარი).

2026 წლის იანვარ-მაისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 734.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 23.6 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 366.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 11.8 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 255.6 მლნ. აშშ დოლარით (8.2 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2026 წლის იანვარ-მაისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1 251.4 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 17.1 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 635.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები 295.9 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4.0 პროცენტი).

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image J.P. Morgan-ის ახალ GBI-EM Edge ინდექსში საქართველოს მოხვედრა გამოიწვია ქვეყნის ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებამ და მისადმი საერთაშორისო ინვესტორების მზარდმა ინტერესმა - ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე

21.09.2026.17:10

J.P. Morgan-ის ახალ GBI-EM Edge ინდექსში საქართველოს მოხვედრა გამოიწვია ქვეყნის ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებამ და მისადმი საერთაშორისო ინვესტორების მზარდმა ინტერესმა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.

J.P. Morgan-მა სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსებში, ახალი ინსტრუმენტი - GBI-EM Edge დაამატა, რომლის საბაზრო ღირებულება 328 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მოიცავს 26 ქვეყნის 24 ეროვნულ ვალუტასა და 425 ინსტრუმენტს. ახალ ინდექსში ჩართულია საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები და ინდექსის 1.79%-იან წილს შეადგენს.

„J.P. Morgan-მა გამოაქვეყნა სრულიად ახალი ინდექსი განვითარებადი ბაზრებისათვის, რომლებიც ახლახან გაფართოვდნენ. საქართველოსთვის ეს ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო ინვესტორები, რომლებსაც სურთ ახალ ინდექსში ინვესტირება, დამატებით დაინტერესდებიან საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრით. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აქტიურად განაგრძობს საშინაო ფასიანი ქაღალდების ბაზრის შემდგომ განვითარებასა და ლიკვიდობის შემდგომ ზრდას. აღნიშნულ ინდექსში მოხვედრა ამ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. შესაბამისად, სამომავლოდ უკვე შესაძლებელი გახდება J.P. Morgan-ის GBI-EM ინდექსში საქართველოს ფასიანი ქაღალდების მოხვედრა“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა