მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სარეიტინგო კომპანიების მიერ პროგნოზების გაუმჯობესება ნიშნავს, რომ საქართველო საერთაშორისო ეკონომიკურ რუკაზე იმყარებს გლობალური, მზარდი და პერსპექტიული ქვეყნის იმიჯს - ვახტანგ ცინცაძე

news image
mbc image

„სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის ზრდა უმნიშვნელოვანესი სიგნალია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ინვესტორების მიმართ. პროგნოზების გაუმჯობესება მხოლოდ სტატისტიკა არ არის, ეს ნიშნავს, რომ საქართველო საერთაშორისო ეკონომიკურ რუკაზე იმყარებს გლობალური, მზარდი და პერსპექტიული ქვეყნის იმიჯს" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.

Fitch-ი ანგარიშში 2025 წელს საქართველოში 7.3%იან, ხოლო 2026 წელს 5.3%-იან პროცენტიან ეკონომიკური ზრდა მოელის, რაც მნიშვნელოვნად აღემატება "BB" რეიტინგის ქვეყნების მედიანურ - 3.8%-იან მაჩვენებელს. მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ Fitch Ratings-ის მოლოდინები გაუმჯობესებული და პოზიტიურია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით, რაშიც მნიშვნელოვანი როლი აქვს კომპანია „იგლ ჰილს"-ის საქართველოში დაგეგმილ მასშტაბურ პროექტს.

„იგლ ჰილსის" ტიპის პროექტების განხორციელება საქართველოს ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სამომავლოდ შევინარჩუნოთ მაღალი ზრდის ტემპები, რაც საქართველოს ეკონომიკას აქვს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და აღნიშნული მაჩვენებლის შენარჩუნება ჩვენი მთავრობის მნიშვნელოვანი ამოცანაა", - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

ამასთან, მინისტრის მოადგილის შეფასებით, Fitch-ის ანგარიში ადასტურებს, რომ საქართველომ იმაზე უფრო მაღალი მედეგობა აჩვენა გეოპოლიტიკური თუ სხვა ეკონომიკური შოკების მიმართ, ვიდრე ამას თავად საკრედიტო სარეიტინგო კომპანია ელოდა. ეს არის საქართველოს როგორც მდგრადი ეკონომიკის აღიარება, ასევე იმ ფაქტის, რომ საქართველოს ყველა ფუნდამენტური მაკროეკონომიკური პარამეტრი ჯანსაღია.

„ამასთან, რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება ნიშნავს, რომ როგორც მთავრობას, ასევე კერძო სექტორს შესაძლებლობა აქვს, უფრო შეღავათიანად მოიზიდონ ფინანსური რესურსები ქვეყნის ეკონომიკაში და ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების მიმართულებით. ამ კუთხით საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, ჩვენ, ფაქტობრივად, პერმანენტულად ვახორციელებთ შეხვედრებს საკრედიტო სარეიტინგო კომპანიებთან, რომლის ფარგლებშიც განვიხილავთ როგორც მიმდინარე ეკონომიკურ პარამეტრებს, ასევე ვაანალიზებთ სამომავლო პერსპექტივებს და ეკონომიკურ პროგნოზებს" - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა