მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7185
-0.0094
flag
AZN 1.5259
0.0002
flag
CNY 38.891
0.001
flag
EUR 2.8793
-0.0102
flag
GBP 3.4431
-0.012
flag
KZT 58.49
0.0023
flag
TRY 0.0516
0
flag
USD 2.5935
0.0002
news banner

სარეიტინგო სააგენტო Moody's-ის შეფასებას საფუძვლად უდევს მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის შედეგები - ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე

news image
mbc image

სარეიტინგო სააგენტო Moody's-ის შეფასებას, საფუძვლად უდევს მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის შედეგები, რაც გამოიხატება ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელში, დაბალ ფისკალურ პარამეტრებსა და ზოგადად, მდგრად ეკონომიკურ განვითარებაში, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ სარეიტინგო სააგენტო Moody's-ის მიერ გამოქვეყნებული საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შეფასებისას.

მისი თქმით, განახლებულ ანგარიშში სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა გააუმჯობესა პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე, ხოლო რეიტინგი კვლავ Ba2 დონეზე დატოვა.

სარეიტინგო სააგენტომ ასევე განაახლა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, რომლის მიხედვითაც, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 6,4%-ის, ხოლო 2027 წლისთვის 5,5%- ის ფარგლებში გაიზრდება.

„განახლებული პროგნოზებით, ასევე მოსალოდნელია ისეთი ფისკალური პარამეტრების, როგორიცაა ფისკალური დეფიციტი და ვალი, კლებად და უსაფრთხო დონეზე შენარჩუნება. ანგარიშში აღნიშნულია საქართველოს როლი შუა დერეფნის დაკავშირებადობის პროექტებში. საუბარია ახლახან გახსნილ ისეთ პროექტებზე, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი, ფოთის პორტის გაფართოების პროექტი. აღნიშნულია, რომ ამ პროექტებში საქართველოს როლი უზრუნველყოფს საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში ქვეყნის ეკონომიკის ზრდისთვის დამატებითი ფაქტორების შექმნას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Fitch-მა საქართველოს ბანკის რეიტინგის პერსპექტივა „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

13.11.2026.13:37

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს ბანკის რეიტინგის პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა, ხოლო უცხოურ და ადგილობრივ ვალუტაში გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი (IDR) „BB“ დონეზე დაადასტურა.

Fitch-ის შეფასებით, საქართველოს ბანკის რეიტინგს ადგილობრივ ბაზარზე მისი წამყვანი პოზიცია და ძლიერი კაპიტალიზაცია ამყარებს. სააგენტო ასევე ხაზს უსვამს ბანკის სტაბილურ სადეპოზიტო ბაზასა და ჯანსაღ ლიკვიდურობას.

Fitch-ის პროგნოზით, ქვეყნის მტკიცე ეკონომიკური ზრდა და სუვერენული საკრედიტო პროფილის გაძლიერება კიდევ უფრო გააუმჯობესებს საბანკო სექტორის საოპერაციო გარემოს. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს დაკრედიტების ზრდას და ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების მზარდ დინამიკას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა