საქართველოს ფინანსური სისტემის მდგრადობამ სარეზერვო მინიმალური მოთხოვნების 5%-ით შემცირების შესაძლებლობა მოგვცა - ნათია თურნავა
სარეზერვო მინიმალური მოთხოვნების 20%-მდე შემცირება მომავალში ბანკებს მისცემს შესაძლებლობას უფრო მიმზიდველი პირობებითა და დაბალ პროცენტში შესთავაზონ სესხი მცირე ბიზნესს, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საუბრისას განაცხადა.
ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის ერთობლივმა კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე დროებით გაზრდილი სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი, კვლავ წინანდელ დონეზე დაებრუნებინა და 5 პროცენტული პუნქტით შეამცირა. ამასთან აღსანიშნავია, რომ ფინანსური დოლარიზაციით გამოწვეული რისკების შერბილება ეროვნული ბანკის მნიშვნელოვან ამოცანად რჩება. გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, ეროვნული ბანკი ინდუსტრიასთან კოორდინაციით, მაკროეკონომიკური გარემოსა და რისკების შესაბამისად და ასევე სარეზერვო ნორმის კორექტირების პოტენციური ეფექტის გათვალისწინებით, დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის განხორციელებას განაგრძობს. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 750 000-დან 1 000 000 ლარამდე გაიზარდა. ცვლილება ძალაში 2026 წლის 1 ივლისიდან შევა.
ნათია თურნავას თქმით, კომიტეტმა საქართველოს საბანკო სისტემა შეაფასა, როგორც კეთილსაიმედო და მედეგი, რომელსაც აქვს საუკეთესო აქტივების ხარისხი, რისკები გადაზღვეულია მაღალი ლიკვიდობით, ასევე მაღალი კაპიტალის ბაზრებით.
„საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას განაგრძობს. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სარეზერვო მინიმალური მოთხოვნები 25%-დან შეგვემცირებინა 20%-ზე. ეს შესაძლებლობას მისცემს ბანკებს, რომ უფრო მიმზიდველი პირობებით, უფრო დაბალ პროცენტში შესთავაზონ სესხები მცირე ბიზნესს, რაც იმავდროულად ფინანსურ სტაბილურობასაც შეუწყობს ხელს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
დღის ტოპ 10 სიახლე
ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს აპრილში ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენდა - წლიური ზრდა 6.8%-ია
სხვა სიახლეები
საქართველოსა და ნორვეგიის სავაჭრო ბრუნვამ 2026 წლის I კვარტალში $2.6 მლნ შეადგინა
15.05.2026.19:00
2026 წლის პირველ კვარტალში საქართველო-ნორვეგიის სავაჭრო ბრუნვამ 2 637.1 ათასი დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებლები კი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან 42%-ით არის შემცირებული. 2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოსა და ნორვეგიის სავაჭრო ბრუნვა 4 508.5 ათასი დოლარია.
საქსტატის მაჩვენებლების მიხედით, 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან ნორვეგიაში ექსპორტი 84%-ით არის შემცირებული. მიმდინარე წელს ნორვეგიაში იმპორტი 154.9 ათასი დოლარის დონეზე იყო, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 011.2 ათასი დოლარი შეადგინა.
საქართველოდან ნორვეგიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ღვინოა.
რაც შეეხება ნორვეგიიდან იმპორტს, ის 29%-ით არის შემცირებული. 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველომ ნორვეგიიდან 2 482.2 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განახორციელა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 3 497.3 ათასი დოლარი იყო.
ნორვეგიიდან საქართველოში ყველაზე დიდი ღირებულებით თევზის იმპორტი ხორციელდება.