მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7193.8
0.0023
flag
AZN 1.5583
-0.0011
flag
CNY 39.089
-0.0072
flag
EUR 3.0351
-0.0026
flag
GBP 3.5077
0.0016
flag
KZT 54.39
0.0007
flag
TRY 0.057
-0.0001
flag
USD 2.6487
-0.0018
news banner

სარკინიგზო ინფრასტრუქტურის, როგორც სტრატეგიული აქტივის, გასხვისება იზღუდება - თამარ იოსელიანი სარკინიგზო კოდექსში შესატან ცვლილებებზე

news image
mbc image

"სარკინიგზო ინფრასტრუქტურის, როგორც სტრატეგიული აქტივის, გასხვისება იზღუდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა პარლამენტში სარკინიგზო კოდექსში ცვლილებების პროექტის საკომიტეტო მოსმენისას განაცხადა. მისი განმარტებით, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სახელმწიფო საკუთრებაში დატოვება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან აქტივზე სტრატეგიულ კონტროლს უზრუნველყოფს.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ამ ეტაპზე, მაგისტრალური სარკინიგზო ლიანდაგები და მათი დამცავი ზონები სახელმწიფო საწარმოთა საკუთრებას წარმოადგენს, რის ხარჯზეც ამჟამად უზრუნველყოფილია სახელმწიფო კონტროლი აღნიშნულ აქტივზე.

„იმისათვის, რომ არსებული მდგომარეობა შენარჩუნდეს, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო დონეზეც იყოს ასახული, რომ დაუშვებელია მაგისტრალური სარკინიგზო ლიანდაგის და მისი დამცავი ზონის მესამე პირებისთვის საკუთრებაში გადაცემა", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, სარკინიგზო კოდექსში შემოდის „მაგისტრალური სარკინიგზო ლიანდაგის" ცნება - ეს არის ლიანდაგი, განკუთვნილი სასაზღვრო სარკინიგზო გადასასვლელებს, სარკინიგზო სადგურებსა თუ საზღვაო ნავსადგურებს შორის ტვირთის გადაზიდვისა ან მგზავრთა გადაყვანისთვის.

"მოქმედი მაგისტრალური ლიანდაგის სახელმწიფო ან სახელმწიფო საწარმოს საკუთრებაში შენარჩუნების აუცილებლობა იმ გარემოებით არის განპირობებული, რომ სწორედ ამ ინფრასტრუქტურაზე ხორციელდება საერთაშორისო სატვირთო და სამგზავრო მიმოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე და, ამდენად, ის სტრატეგიულად ყველაზე ღირებულ აქტივს წარმოადგენს", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

თამარ იოსელიანი განმარტავს, რომ ევროპის წამყვან ქვეყნებში, მათ შორის საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიასა და ესპანეთში, ასევე შავი ზღვის რეგიონში მდებარე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში - რუმინეთსა და ბულგარეთში, სარკინიგზო ინფრასტრუქტურა სახელმწიფოს საკუთრებაშია ან სახელმწიფო კომპანიების ბალანსზე ირიცხება, რაც ევროპის საუკეთესო პრაქტიკით სტრატეგიული ინფრასტრუქტურის დაცვისა და უწყვეტი მომსახურების უზრუნველყოფის ყველაზე ეფექტიან მოდელად მიიჩნევა.

"აღნიშნული აქტივი წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების, სატრანზიტო ფუნქციისა და საერთაშორისო ლოგისტიკური კავშირების ერთ-ერთ ძირითად საყრდენს. ინფრასტრუქტურის სახელმწიფო საკუთრებაში ან სახელმწიფო საწარმოების ხელში არსებობა ხელისუფლებას აძლევს შესაძლებლობას, უზრუნველყოს დაინტერესებული მხარეების თანაბარი და არადისკრიმინაციული წვდომა ლიანდაგებზე, ასევე მკაცრად დაიცვას უსაფრთხოებისა და თავსებადობის საერთაშორისო სტანდარტები. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქონება ამ ეტაპზე გასხვისებული არ არის, სამომავლოდ ამ სტრატეგიული აქტივის დაკარგვის რისკების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია აკრძალვის საკანონმდებლო დონეზე დაფიქსირება," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ცვლილებებს სარკინიგზო კოდექსში საქართველოს პარლამენტი განიხილავს.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ჩარჩო შეთანხმება და ელექტრონული კატალოგი ბიზნესსა და სახელმწიფოს მისცემს საშუალებას, უფრო ეფექტურად მართონ შესყიდვების პროცესი - ვახტანგ შურღაია

22.06.2026.17:35

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებები შესყიდვების პროცესის ეფექტიანობას გაზრდის და კონკურენტულ გარემოს გააჯანსაღებს, - ამის შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელმა და BV Consulting-ის მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ შურღაიამ განაცხადა. მისი თქმით, ახალი ინსტიტუტების ჩარჩო შეთანხმებისა და ელექტრონული კატალოგის დანერგვა ბიზნესსა და სახელმწიფოს ერთგვაროვანი და გრძელვადიანი შესყიდვების უფრო ეფექტურად მართვის შესაძლებლობას მისცემს, ხოლო შავ სიაში მოხვედრილი კომპანიების მიერ საქმიანობის ახალი იურიდიული პირებით გაგრძელების პრაქტიკა შეიზღუდება.

„მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობაში. ჩამოყალიბდა შესყიდვის ისეთი ახალი ინსტიტუტები, როგორებიცაა ჩარჩო შეთანხმება და ელექტრონული კატალოგი. ეს ორი ახალი ინსტრუმენტი როგორც ბიზნესს, ისე სახელმწიფოს მისცემს საშუალებას, უფრო ეფექტურად მართონ შესყიდვების პროცესი. აღნიშნული სიახლეები ძირითადად ეხება ერთგვაროვან და დროში გახანგრძლივებულ,  მაგალითად, ორ ან სამწლიან შესყიდვებს.

გარდა ამისა, კანონში დამკვიდრდა „ეკონომიკური აგენტის“ დეფინიცია და სხვა ახალი ტერმინები. ცვლილებები შეეხო ე.წ. „შავ სიაში“ კომპანიის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებსაც. კერძოდ, შეზღუდვები გავრცელდება არა მხოლოდ უშუალოდ კონკრეტულ კომპანიაზე, არამედ მასთან დაკავშირებულ სხვა ეკონომიკურ აგენტებზეც. აქამდე გვქონია შემთხვევები, როდესაც „შავ სიაში“ მოხვედრილი კომპანიის დამფუძნებლები, ფაქტობრივად, ახალ კომპანიას აფუძნებდნენ და იგივე პირები ჩვეულებრივად აგრძელებდნენ საქმიანობას. ახალი რეგულაციით ეს პრაქტიკა აიკრძალება, კანონმდებლობა ამ ნაწილში უფრო გამკაცრდება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად წაახალისებს ჯანსაღ კონკურენციას ამ სფეროში“, - აღნიშნა ვახტანგ შურღაიამ.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა