მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საშუალო ეკონომიკური ზრდა 3 კვარტლის მონაცემებით არის 7,4% - სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წინასწარ პროგნოზს მნიშვნელოვნად ვაჭარბებთ | პრემიერი

news image
mbc image

საშუალო ზრდა 3 კვარტლის მონაცემებით არის 7,4%. ეს ნიშნავს იმას, რომ სავალუტო ფონდის წინასწარ პროგნოზს და ასევე მსოფლიო ბანკის წინასწარ პროგნოზს მნიშვნელოვნად ვაჭარბებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ წლის ბოლოსაც ეს პროგნოზი გადაჭარბებით შესრულდება.

„ამ ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები. ეს არის, პირველ რიგში, საერთო ეკონომიკური გარემო, რომელიც არის შექმნილი, ჩვენი სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, სათანადო საგადასახადო სისტემა და ბიუროკრატიის სიმარტივე. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ეკონომიკურ პროცესებს, მათ შორის ინვესტიციების განხორციელებას საქართველოში. ასევე, ცალკე მინდა გამოვყო, განსაკუთრებით ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკური გუნდის ძალიან ეფექტური და ეფექტიანი მუშაობა. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც ასევე ხელი შეუწყო მაღალი ტემპის შენარჩუნებას, არის კორუფციის დამარცხება ზედა დონეზე. ამ კუთხით გვქონდა გამოწვევები, თუმცა პრინციპულად გადავჭერით ეს საკითხი. შესაბამისად, მივიღეთ ის შედეგი, რომ შევინარჩუნეთ ეკონომიკური ზრდის იგივე ტემპი, რაც გვქონდა გასულ წელს, მაშინ, როდესაც თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ თუნდაც ჩვენს რეგიონს, ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, ყველგან არის ეკონომიკური ზრდის ტემპი შემცირებული რეგიონული და გლობალური პროცესებიდან გამომდინარე და ამ ფონზე, ჩვენ მოვახერხეთ იგივე ტემპის შენარჩუნება.კორუფციასთან ბრძოლა ამის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო", - აღნიშნა პრემიერმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა