მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7210
0.0303
flag
AZN 1.5292
0.0019
flag
CNY 39.064
0.0103
flag
EUR 2.9116
0.0182
flag
GBP 3.4902
0.0317
flag
KZT 57.31
0.0001
flag
TRY 0.052
-0.0001
flag
USD 2.5992
0.0033
news banner

საშუალოდ 7-8%-იანი, 9%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ყოველწლიურად 3.5-4%-ით იზრდება - დავით ნარმანია

news image
mbc image

ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმები, რომელიც ენერგეტიკის სექტორში მიმდინარეობს, მათ შორის განახლებადი მწვანე ენერგიის განვითარების ხელშეწყობის ნაწილში, რომლის ფარგლებშიც უკვე გამოჩნდა ახალ-ახალი ენერგეტიკული ობიექტები, რომლებიც ეტაპობრივად იხსნება, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა.

მისი თქმით, სულ ახლახან სემეკმა გასცა კასპის მუნიციპალიტეტში ქარის ახალ სადგურზე ლიცენზია და 18 მეგავატზე მეტი დადგმული სიმძლავრის ქარის სადგური შეემატა.

„შიდა ქართლში მიმდინარეობს უკვე და ძალიან მალე დასრულდება გაცილებით მძლავრი ქარის სადგური, რომელიც შემდეგ უკვე შემოვა ჩვენთან შესაბამისი სალიცენზიო განაცხადით და გავცემთ მათზე ლიცენზიას. მზის რამდენიმე სადგური შენდება აღნიშნულ პერიოდში. იგივე ნეტო აღრიცხვის სისტემაში, რომელიც ჩვენ სემეკში შევიმუშავეთ და მხარდაჭერის მექანიზმები მოქმედებდა რამდენიმე წლის განმავლობაში, ნახევარ მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის საკმაოდ ბევრი მიკროსადგური შეიქმნა და შევიდა ექსპლუატაციაში. აქედან გამომდინარე გაჩნდა ახალი დამატებითი მწვანე ენერგიის წყაროები, თუმცა ეს არის არასაკმარისი ჯერჯერობით იმიტომ, რომ ქვეყანაში გვაქვს ეკონომიკური ზრდა, ქვეყანაში გვაქვს ცხოვრების დონის გაუმჯობესება, აქედან გამომდინარე წლიდან წლამდე ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ქვეყანაში იზრდება. საშუალოდ 7-8%-იანი, 9%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში 3.5-4%-ით იზრდება ყოველწლიურად წინა წელთან შედარებით ელექტროენერგიაზე მოთხოვნა, როგორც კომერციულ სექტორში, რაც პირდაპირ ეკონომიკურ ზრდას უკავშირდება, ასევე საყოფაცხოვრებო სექტორში, რაც ცხოვრების დონის გაუმჯობესებას უკავშირდება.

ჩვენი პროგნოზით, ეს ტენდენცია მომდევნო წლებშიც შენარჩუნდება, რის გამოც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალი, დამატებითი მწვანე ენერგიის ობიექტების შექმნა. საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო წლებში გატარებული და მიმდინარე ხელშეწყობის პოლიტიკა, ისევე როგორც დაგეგმილი რეფორმები, აუცილებლად გამოიღებს შედეგს.

ქვეყანაში ექსპლუატაციაში შევა დამატებითი ჰიდრო, მზის და ქარის ელექტროსადგურები, რაც სავსებით რეალურს ხდის მთავრობის სტრატეგიულ გეგმას - რამდენიმე წელიწადში საქართველომ მიაღწიოს სრულ ენერგეტიკულ თვითკმარობას და იქცეს ნეტო-ექსპორტიორ ქვეყნად“, - აღნიშნა სემეკის თავმჯდომარემ.

დავით ნარმანიას შეფასებით, საქართველო არა მხოლოდ მზარდ შიდა მოთხოვნას დააკმაყოფილებს, არამედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ამოქმედების დროისთვის ევროპაში გასატან ჭარბ მწვანე ენერგიასაც შექმნის. მისი თქმით, პროექტს ევროპის შესაბამისი სტრუქტურების მიერ ერთობლივი ინტერესის სტატუსი აქვს მინიჭებული, ხოლო მისი განხორციელება ქვეყანას ელექტროენერგიის ექსპორტიდან დამატებით შემოსავლებს მოუტანს.

„ძალიან აქტუალურია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომლის კვლევის შემდგომი ეტაპი მიმდინარეობს, შავი ზღვის შელფის დეტალური შესწავლა, კვლევა და სწორედ ეს პროექტიც როცა გაკეთდება თავის დროზე, ამ პროექტის ექსპლუატაციაში შესვლის დროისთვის უნდა არსებობდეს ქვეყანაში ნამეტი, ანუ ჭარბი მწვანე ენერგია, რომლის ევროპაში გატანის შესაძლებლობაც იქმნება და დამატებით გაჩნდება ქვეყანაში შემოსავლები ელექტროენერგიის ექსპორტიდან. მით უმეტეს პროექტი სიცოცხლისუნარიანია და ერთობლივი ინტერესის სტატუსი მიენიჭა მას ევროპის შესაბამისი სტრუქტურების მიერ და აღიარებულია ეს პროექტი, როგორც ერთობლივი ინტერესების მქონე პროექტი“, - აღნიშნა ნარმანიამ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს ეროვნული ბანკის მიზანია, ინოვაციები და ფინანსური სტაბილურობა ერთმანეთთან თანხვედრაში იყოს - ნინო ჯელაძე

02.11.2026.12:23

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ თბილისში, ციფრული ფინანსების საერთაშორისო კონფერენციის DGFI 2026-ის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

ციფრული ფინანსების საერთაშორისო კონფერენცია ფინანსური სექტორის, ბიზნესის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებს აერთიანებს. ღონისძიება ციფრული ფინანსების განვითარების, ფინანსურ სექტორში ინოვაციების დანერგვისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე მსჯელობისა და გამოცდილების გაზიარების პლატფორმაა.

მისასალმებელ სიტყვაში ნინო ჯელაძემ საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსური სექტორის განვითარებაზე, ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობასა და რეგიონულ ფინანსურ ჰაბად ჩამოყალიბების პოტენციალზე ისაუბრა. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ისტორიული როლი ქვეყანას რეგიონული ფინანსური ინტეგრაციისა და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის მნიშვნელოვან ცენტრად ჩამოყალიბების შესაძლებლობას აძლევს.

„საქართველოს საბანკო სექტორი კარგად კაპიტალიზებული და ლიკვიდურია, რაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის. ამასთან, ქართული ბანკები აფართოებენ საქმიანობას ქვეყნის ფარგლებს გარეთ და აძლიერებენ რეგიონულ პოზიციებს. 2025 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაახლოებით 33% ფინანსურ სექტორზე მოდიოდა, რაც სექტორისა და ქვეყნის განვითარების პოტენციალის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების ნდობას ადასტურებს“, - აღნიშნა ნინო ჯელაძემ.

კონფერენციაზე სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის მიერ ფინანსური ინოვაციების განვითარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მათ შორის, ციფრული ბანკების ლიცენზირების ჩარჩოს დანერგვაზე, რომლის ფარგლებშიც საქართველოში უკვე სამი ციფრული ბანკი ოპერირებს, ასევე ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებისთვის (VASP) სავალდებულო რეგისტრაციისა და ზედამხედველობის სრულყოფილი ჩარჩოს შექმნაზე, რომლის საფუძველზეც რეგისტრირებულია 40-ზე მეტი პროვაიდერი, მათ შორის საერთაშორისო ოპერატორები. ნინო ჯელაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა სტეიბლკოინების პირველადი შეთავაზების სპეციალურ მარეგულირებელ ჩარჩოზეც, რომელიც ბაზარზე დაშვების, რეზერვებით უზრუნველყოფის, გამჭვირვალობისა და მომხმარებელთა დაცვის მოთხოვნებს განსაზღვრავს. მისი თქმით, ეროვნული ბანკის მიზანია, ინოვაციების ხელშეწყობა მკაფიო რეგულაციებსა და ეფექტიან ზედამხედველობას შეუთავსოს, რაც ციფრული ფინანსების მიმართ ნდობისა და ფინანსური სისტემის მდგრადობის უზრუნველყოფას ემსახურება.

„ფინანსების მომავალი მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების დანერგვას არ გულისხმობს. ეს ნიშნავს  ისეთი ფინანსური სისტემის შექმნას, რომელიც უფრო ხელმისაწვდომი, ეფექტიანი, მდგრადი და სანდოა. საქართველოს ეროვნულ ბანკში გვესმის, რომ ინოვაციები და ფინანსური სტაბილურობა ერთმანეთთან თანხვედრაში უნდა იყოს. ჩვენი პასუხისმგებლობაა, ხელი შევუწყოთ გარემოს, სადაც ახალი იდეები გაჩნდება, ბიზნესი განვითარდება და მომხმარებლები უკეთესი ფინანსური მომსახურებით ისარგებლებენ, ამავდროულად კი დაცული იქნება ფინანსური სისტემის მთლიანობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა“, - აღნიშნა ნინო ჯელაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა