მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

news image
mbc image

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და  მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე, ასევე სტრუქტურულ რეფორმებსა და სახელმწიფო და ბიზნესსექტორის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა ეკონომიკურ ფორუმზე „საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები: გეოპოლიტიკური როლი, ინვესტიციები და ეკონომიკური ზრდა". 

„წელს ჩვენ ვინარჩუნებთ ეკონომიკის მაღალ ზრდას, საშუალოვადიანი პროგნოზი ასევე პოზიტიურია. მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2029 წლამდე პროგნოზი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა, პრინციპში, ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის და ეს იქნება 5%-ზე მაღალი ეკონიმიკური ზრდა. ამასთან, მიმდინარე წელს გვექნება 5.7%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც ასევე სავალუტო ფონდის ბოლო პროგნოზია. თუმცა, ჩვენი მოლოდინია, რომ ზრდა შეიძლება კიდევ უფრო მაღალი იყოს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა - გურამ გურამიშვილმა და ირაკლი ნადარეიშვილმა. ღონისძიება ონლაინ მედია-პლატფორმა - Business Insider Georgia-ის ორგანიზებით ჩატარდა და ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან ერთად მასში მონაწილეობა მიიღეს საჯარო უწყებების და კერძო ბიზნესების, საფინანსო, მარეგულირებელი ორგანიზაციების და დარგობრივი  გაერთიანებების წარმომადგენლებმა, ასევე ექსპერტებმა და საბანკო სექტორმა.  

პირველმა ვიცე-პრემიერმა ფორუმზე გამოსვლისას ასევე მიმოიხილა საქართველოში საინვესტიციო სექტორში არსებული სურათი. მისი ინფორმაციით, გასულ წელს მაღალი საინვესტიციო აქტივობით გამორჩეული იყო ტრანსპორტის, ლოგისტიკის, მომსახურების და ტურისტული სექტორები, ასევე მაღალი იყო ეკონომიკური აქტივობა საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მაღალ ეკონომიკურ აქტივობას შედეგად რეკორდულად მაღალი დასაქმება მოჰყვა, ასევე გასულ წელს დაფიქსირდა უმუშევრობის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი. 

„მომავალში ჩვენ აქცენტი გვაქვს პროდუქტიულობის ზრდაზე და ქვეყნის ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციაზე, რომელზეც გარკვეული ინფორმაცია საზოგადოებას მივაწოდეთ. თუმცა, სამინისტრო აქტიურად მუშაობს იმ უფრო მეტად კომპლექსურ პოლიტიკაზე, რომელიც ამის მიღწევის საშუალებას მოგვცემს", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. 

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ლევან დავითაშვილმა აქცენტი გააკეთა, საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი „შუა დერეფანი"  და საქართველოს ეკონომიკისთვის მისი მნიშვნელობა, ასევე ის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები  იყო, რომლებიც „შუა დერეფნის" გამტარუნარიანობას და შესაბამისად, ეკონომიკურ ეფექტიანობას კიდევ უფრო გაზრდის. მინისტრის ინფორმაციით, 2022 წელს გაორმაგდა „შუა დერეფნით" გადაზიდული ტვირთების მოცულობა, 2023 წელს კი მათი მოცულობა დაახლოებით 86%-ით გაიზარდა. ამასთან, შეიქმნა 2027 წლამდე საგზაო რუკა - „შუა დერეფნის" მონაწილე თითოეულმა ქვეყანამ რა უნდა გააკეთოს როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ისე მართვის და კოორდინაციის მიმართულებით. 

„ეს საშუალებას მოგვცემს, ფასები და გადაზიდვების დრო შევამციროთ და ასევე გავზარდოთ უსაფრთხოება. ეს ყველაფერი საერთო ჯამში აისახოს დერეფნის გრძელვადიან კონკურენტუნარიანობაში. რაც არ უნდა ვისაუბროთ სავაჭრო კონფლიქტებზე,  სავაჭრო ურთიერთობების დინამიკა ჩინეთთან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან მაინც მზარდია. საქართველოს თავისი ბუნებრივი მდებარეობიდან გამომდინარე, შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს და ამ ჯაჭვში არა რიგითი რგოლი იყოს, არამედ ერთ-ერთი წამყვანი, მათ შორის პოლიტიკის დონეზე ლიდერი და ვფიქრობ, ამას საერთაშორისო ასპარეზზეც ვაჩვენებთ", - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა