მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სატელევიზიო არხების ყველაზე დიდი დამფინანსებლების ათეული 2024 წლის I კვარტალში

news image
mbc image

2024 წლის პირველ კვარტალში ტელემაუწყებლებმა კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან 14 მილიონი ლარი მიიღეს. მაუწყებლების ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ კანონის ფარგლებში, ComCom-ში ტელევიზიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, რეკლამის დამკვეთები, რომლებიც „ტელეიმედში“, „რუსთავი 2“-ში, „მთავარ არხში“, „პოსტივიში“,  „ფორმულასა“ და „ტვ პირველში“ ყველაზე მეტ თანხას ხარჯავდნენ შემდეგია:  

2024 წლის I კვარტალში „ტელეიმედს” 100 000-დან 500 000 ლარამდე „პსპ ფარმა“-მ, „სმარტ კაპიტალ ქონსალთენს“-მა, „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია“-მ, „Henkel Central Asia Caucasus LLP“-მა, „ნესტლე საქართველო“-მ, „დიპლომატ ჯორჯია“-მ, „ავერსი ფარმა“-მ, „Reckitt Benckiser healthcare“-მ და „მაკდონალდმა“ გადაუხადეს, ხოლო 50 000-დან 100 000 ლარამდე „იბერია რეფრეშმენტსი“-მა დახარჯა.

„რუსთავი 2”-ში (მედია ჰოლდინგი) „პსპ ფარმა“-მ და „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია“-მ, 100 000-დან 500 000 ლარამდე დახარჯეს, „ავერსი ფარმა“-მ და „ნესტლე საქართველო“-მ 50 000-დან 100 000 ლარამდე, ხოლო „დიპლომატ ჯორჯია“-მ, „მარტინ პამაჩ“-მა, „GlaxoSmithKline Consumer Healthcare“-მ, „ლაქტალის ჯორჯია“-მ, „თიბისი ბანკმა“ და „იბერია რეფრეშმენტსმა“ 7 000-დან 50 000 ლარამდე გადაიხადეს. 

„პოსტვ“-ის რეკლამაში 100 000-დან 500 000 ლარამდე „ჯეოკეპ“-მა, „კავეა“-მ, „ბუნებრივმა აირმა“, „სტერეო+“-მა, „რესპუბლიკამ“ გადაიხადეს, ხოლო 50 000-დან 100 000 ლარამდე თანხა „ქართული რძის პროდუქტებმა“, შპს „ბუნება“-მ, გიორგი სანებლიძემ, „ტიფლის ფაბ“-მა და შპს „გრინ ლენდი“-მ დახარჯეს. 

„მთავარი არხს“ 100 000-დან 500 000 ლარამდე დაკვეთა "კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია“-მ, „პსპ ფარმა“-მ და „ავერსი ფარმა“-მ მისცეს, 50 000-დან 100 000 ლარამდე „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“-მა, „მაკდონალდსმა“, „სელფი მობაილ“-მა და „დიპლომატ ჯორჯია“-მ დახარჯეს, Henkel Central Asia Caucasus-მა, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“-მ და „გლოვო“-მ ტელევიზიას 7 000-დან 50 000 ლარამდე გადაუხადეს. 

„ტელეკომპანია პირველს“ 100 000-დან 500 000 ლარამდე „პსპ ფარმა“-მ, ხოლო 50 000-დან 100 000 ლარამდე „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია“-მ გადაუხადეს. იმ დამკვეთების ჩამონათვალი კი, რომლებმაც ტელევიზიაში 7 000-დან 50 000 ლარამდე დახარჯეს ასეთია: „პირველი მეღვინეობა“, „ჩინური მედიცინის ცენტრი“, „მაკდონალდსი“, „ევრომეტალი“, „სელფი მობაილ“, „სილქნეტი“, „ლიბერთი ბანკი“ და „დანკინ დონათსი“.

ტელეკომპანია „ფორმულას“ დამკვეთ კომპანიებს, რომლებიც ტელევიზიას 100 000-დან 500 000 ლარამდე უხდიდნენ „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია“ და „პსპ ფარმა“ წარმოადგენდნენ. ხოლო კომპანიები, რომლებმაც მაუწყებელში 7 000-დან 50 000 ლარამდე დახარჯეს „თეგეტა მოტორსი“, „ჩინური მედიცინის ცენტრი“, კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი, „თიბისი ბანკი“, „ორთაჭალა გეითი“, „კავეა“, „ემტექნიკსი“ და „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“ არიან.

„ჯი-დი-ეს“-ის დამკვეთების ათეული, რომლებმაც მაუწყებელს 50 000-დან 100 000 ლარამდე გადაუხადეს ასეთია: „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია“, Reckitt Benckiser healthcare, „იბერია რეფრეშმენტსი“, Henkel Central Asia Caucasus, „გლოვო“, „ნესტლე საქართველო“, „ვოლტი“, „მონდელიზ საქართველო“, „დიპლომატ ჯორჯია“ და „ლაქტალის ჯორჯია“. 
 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა