მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.6
0.0007
flag
AZN 1.5345
-0.0005
flag
CNY 38.866
-0.0024
flag
EUR 3.0097
-0.0015
flag
GBP 3.5155
-0.0034
flag
KZT 58.27
0.0008
flag
TRY 0.0536
-0.0001
flag
USD 2.6085
-0.0006
news banner

საქართველოში სატრანსპორტო სისტემების მოდერნიზაციასთან ერთად ახალი შესაძლებლობები ჩნდება ბატარეების გადამუშავებისა და ელექტრომობილობის მიმართულებით - ADB

news image
mbc image

ADB საქართველოს ეკონომიკის შესახებ ბლოგს ,,საქართველოს ზრდის ახალი მამოძრავებელი ძალა: ცირკულარული ეკონომიკური ზონები” აქვეყნებს, რომლის ავტორიც მარია პია ანკორაა, ქალაქების განვითარების მთავარი სპეციალისტი, აზიის განვითარების ბანკის (ADB) სექტორული დეპარტამენტი.

,,საქართველო მნიშვნელოვანი გარდამტეხი ეტაპის წინაშე დგას. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყნის ძლიერი ეკონომიკური ზრდა ვაჭრობის გახსნილობამ და ინვესტიციებმა განაპირობა, რასაც საფუძვლად აზიასა და ევროპას შორის საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა დაედო. თუმცა, ამ ეტაპზე ქვეყანას სჭირდება უფრო დივერსიფიცირებული და მაღალი დამატებული ღირებულების მქონე ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც გაუმკლავდება როგორც რეგიონულ შოკებს, ისე გარემოსდაცვითი სტანდარტების გამკაცრებას.

ერთ-ერთი შესაძლო მიმართულებაა სამრეწველო განვითარების მიდგომის გადახედვა და კომპლექსური სპეციალური ეკონომიკური ზონების (CSEZs) განვითარება, რომლებიც ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებზე იქნება დაფუძნებული. ეს არის ისეთი სისტემები, რომლებიც ნარჩენების წარმოქმნას ამცირებს მასალების ხელახალი გამოყენების, შეკეთებისა და გადამუშავების გზით და ტრადიციულ „წარმოება-მოხმარება-გადაყრის“ მოდელს ანაცვლებს. ასეთ ზონებს შეუძლია ხელი შეუწყოს საქართველოს სამრეწველო ბაზის განვითარებას, მწვანე ინვესტიციების მოზიდვას და ქვეყნის როლის გაძლიერებას რეგიონულ და გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვებში.

საქართველოს მდებარეობამ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ე.წ. „შუა დერეფნის“, რომელიც აღმოსავლეთ და ცენტრალურ აზიას ევროპასთან აკავშირებს გასწვრივ, კომპანიების მიერ მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიცირების ფონზე, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. კასპიის ზღვის გავლით ვაჭრობის ზრდა აძლიერებს საქართველოს როლს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის, და ქმნის შესაძლებლობებს სასაწყობო და გადამამუშავებელი საქმიანობის განვითარებისთვის. თუმცა, სამრეწველო სექტორი კვლავ შედარებით მცირეა, ხოლო ექსპორტში კვლავ დომინირებს დაბალი დამატებული ღირებულების მქონე პროდუქტები, მათ შორის ავტომობილების სათადარიგო ნაწილები, ლითონები და მინერალები. მთავარი გამოწვევაა სატრანზიტო ნაკადების გარდაქმნა ადგილობრივად შექმნილ, მაღალი დამატებული ღირებულების მქონე წარმოებად და მომსახურებად, ნაცვლად იმისა, რომ საქართველო ძირითადად სხვა ქვეყნების საქონლის გადაადგილების მარშრუტად დარჩეს.

საქართველოს მოქმედმა თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონებმა ეს ტრანსფორმაცია ჯერ ვერ უზრუნველყვეს. მართალია, ისინი კომპანიებს საგადასახადო შეღავათებსა და გამარტივებულ რეგულაციებს სთავაზობენ, თუმცა ბევრი მათგანი იზოლირებული სივრცის სახით ფუნქციონირებს და სუსტად არის დაკავშირებული ადგილობრივ მომწოდებლებთან, ასევე უნარებისა და ცოდნის ქსელებთან.

კომპლექსური სპეციალური ეკონომიკური ზონები უფრო ინტეგრირებულ ალტერნატივას გვთავაზობს. ცალკეული სამრეწველო პარკების ნაცვლად, CSEZs ერთიან, წინასწარ დაგეგმილ ეკოსისტემაში აერთიანებს წარმოებას, ლოგისტიკას, მომსახურებას, კვლევასა და საცხოვრებელ სივრცეებს. ასეთმა მიდგომამ შესაძლოა შექმნას მასშტაბის ეკონომია, გააძლიეროს სექტორებს შორის კავშირები და ინვესტორებისთვის უფრო პროგნოზირებადი გარემო უზრუნველყოს. როდესაც ასეთი ზონები უფრო ფართო სამრეწველო და უნარების განვითარების სტრატეგიებშია ინტეგრირებული, მათ შეუძლიათ ხელი შეუწყონ ექსპორტის დივერსიფიკაციას, ტექნოლოგიურ განვითარებასა და ადგილობრივი მომწოდებლების ქსელების გაფართოებას.

საქართველოსთვის CSEZs-ის მოდელი წარმოადგენს პრაქტიკულ გზას, რომელიც ქვეყნის არსებულ ეკონომიკურ სტრუქტურას დააკავშირებს უფრო მაღალი პროდუქტიულობის მიღწევის მიზნებთან და საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის, როლის გაძლიერების ამბიციასთან”, - აღნიშნულია ბლოგში.

ამასთან, ბლოგში ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მდგრად პერსპექტივებზეცაა საუბარი.

,,ამ ახალი თაობის ზონებში ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების ინტეგრირება ერთდროულად სტრატეგიული და პრაქტიკული ნაბიჯია: საქართველოს ცირკულარულობის მაჩვენებელი - ეკონომიკაში აღდგენილი მასალების ხელახალი გამოყენების წილი - ევროპის შესაბამის მაჩვენებლებთან შედარებით დაბალია, რაც ნარჩენების შემცირებისა და რესურსების ეფექტიანობის გაუმჯობესების მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის. ამასთან, ქვეყანა გარემოსდაცვითი სტანდარტების გამკაცრების წინაშე დგას, მათ შორის ნარჩენების შემცირებისა და მწარმოებლის პასუხისმგებლობის მიმართულებით.

CSEZ-ებში ცირკულარული პრაქტიკის თავიდანვე ინტეგრირება შესაძლებელს გახდის, რომ ინფრასტრუქტურა, რეგულაციები და ბიზნესსერვისები თავიდანვე რესურსების ეფექტიან გამოყენებაზე იყოს მორგებული, ნაცვლად იმისა, რომ მათი შემდგომი ადაპტირება უფრო მაღალი ხარჯებით გახდეს საჭირო. ამასთან, ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირისა და საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოებას, მდგრადი განვითარების პრინციპებზე ორიენტირებული ინვესტორების მოზიდვას და გრძელვადიან პერსპექტივაში რესურსებზე გაწეული ხარჯების შემცირებას. დანიაში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და კორეის რესპუბლიკაში არსებული ეკოინდუსტრიული პარკები აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ინდუსტრიულ სიმბიოზს, როდესაც კომპანიები ერთმანეთის წარმოების მეორეული პროდუქტების, სითბოს, წყლისა და მასალების ხელახალ გამოყენებას ახორციელებენ გარემოზე ზემოქმედების შემცირება და ამავდროულად კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება.

ქვეყანას უკვე აქვს გარკვეული საფუძველი ამ მიმართულებით: თავისუფალი ინდუსტრიული ზონები და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა თბილისში, ქუთაისსა და ფოთში. თბილისი შეიძლება ფოკუსირდეს მწვანე ლოგისტიკაზე, ბიზნესსერვისებსა და ციფრულ პლატფორმებზე, რომლებიც რესურსების ეფექტიანობასა და დაკავშირებადობას გააუმჯობესებს. ქუთაისი შეიძლება ცირკულარული წარმოების ჰაბად ჩამოყალიბდეს და ამავდროულად გააერთიანოს განახლებადი ენერგიისა და კვლევითი შესაძლებლობები. ფოთი კი, პორტის პოტენციალზე დაყრდნობით, შეიძლება სპეციალიზდეს გადამუშავებაში, რესურსების აღდგენასა და საზღვაო ვაჭრობასთან დაკავშირებულ ცირკულარულ ლოგისტიკაში.

ამ ობიექტების ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განვითარების ნაცვლად, ეროვნული ჩარჩოს შექმნა შესაძლებელს გახდის მათ ერთმანეთთან დაკავშირებას, საერთო სტანდარტების განსაზღვრასა და სინერგიების შექმნას. რამდენიმე სექტორს ასეთ ზონებში ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს. მშენებლობის სექტორს შეუძლია შეამციროს ნარჩენები და ემისიები მასალების გადამუშავებისა და უფრო მდგრადი ნედლეულის გამოყენების გზით. ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით ინვესტიციები შეიძლება დაიგეგმოს ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესებისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების გათვალისწინებით. სატრანსპორტო სისტემების მოდერნიზებასთან ერთად, ახალი შესაძლებლობები ჩნდება ელემენტების გადამუშავებისა და ელექტრომობილობის მიმართულებითაც.

ამ ხედვის პრაქტიკაში განხორციელებას კოორდინირებული პოლიტიკა და მიზნობრივი ინვესტიციები დასჭირდება. აუცილებელია CSEZ-ებისთვის სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს შექმნა, რომელიც განსაზღვრავს პასუხისმგებლობებს, წახალისების მექანიზმებსა და ანგარიშვალდებულების პრინციპებს. ტექნიკურ-ეკონომიკურმა კვლევებმა უნდა შეაფასოს ბაზრის მოთხოვნა, ინფრასტრუქტურული საჭიროებები და გარემოსდაცვითი რისკები შემოთავაზებულ ლოკაციებზე და საფუძვლად დაედოს სტრატეგიულ ინვესტიციებს სატრანსპორტო კავშირების, ენერგეტიკის, წყალმომარაგებისა და ციფრული სისტემების განვითარებაში.

საქართველოს განვითარების შემდეგი ეტაპი მოითხოვს ეტაპობრივი ცვლილებებიდან უფრო ინტეგრირებულ და მდგრადი ზრდის მოდელზე გადასვლას. ცირკულარულ ეკონომიკაზე დაფუძნებული CSEZ-ები ამის რეალისტურ გზას გვთავაზობს: სამრეწველო განვითარებისა და მდგრადობის ერთმანეთთან დაკავშირებისა და რეგიონული კავშირების გაძლიერების გზით მათ შეუძლიათ საქართველოს დაეხმარონ ზრდის ახალი წყაროების ათვისებაში და გლობალურ ეკონომიკაში საკუთარი პოზიციის გაძლიერებაში.

იმ პირობებში, როდესაც სავაჭრო მარშრუტები იცვლება და მდგრადობა საინვესტიციო გადაწყვეტილებების ცენტრალურ ფაქტორად იქცევა, მთავარი კითხვა აღარ არის, უნდა განავითაროს თუ არა საქართველომ ეს მოდელი, არამედ ის, თუ რამდენად სწრაფად შეძლებს ამის გაკეთებას”, - აღნიშნულია ბლოგში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მოემსახურება როგორც საქართველოს, ასევე რეგიონს და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი პროექტია, ზოგადად, შუა დერეფნის კონტექსტშიც - თამარ იოსელიანი

15.09.2026.23:39

„მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, შუა დერეფანში უნდა გასამმაგდეს ტვირთების რაოდენობა, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საქართველოს თავისი კონტრიბუცია აქვს ამ მიმართულებით. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მოემსახურება როგორც საქართველოს, ასევე რეგიონს და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი პროექტია ზოგადად შუა დერეფნის კონტექსტშიც" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა გადაცემაში „ბიზნეს პარტნიორი". 

მინისტრის მოადგილემ მსხვილი სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ისაუბრა და ამ კუთხით აღნიშნა საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე განახლებები თამარ იოსელიანის თქმით, მხოლოდ  წელს დაახლოებით 1 მლრდ ლარის ინვესტიცია იდება საქართველოს რკინიგზაში შესაბამისი შემადგენლობების გასაახლებლად.

„ზოგადად, ეს სინერგია და ეს ჯაჭვი ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს გზების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მოცულობა - პირველი ფაზა მოემსახურება დაახლოებით 10 მილიონ ტონა ნაყარ და გენერალურ ტვირთს და ასევე 600 000 TEU კონტეინერს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სიმძლავრის დამატება იქნება, როგორც საქართველოსთვის, ასევე ზოგადად რეგიონისთვის", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, თამარ იოსელიანმა ხაზი გაუსვა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროცესი გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.

„აქ არის უმნიშვნელოვანესი ორი პროექტი - როგორც გზის მშენებლობა, ასევე სარკინიგზო ხაზის მშენებლობა. როგორც რამდენიმე დღის წინ ითქვა და გაცხადდა, ანაკლიასთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის ტენდერი  დაახლოებით ოქტომბრის თვეში გამოცხადდება და ესეც იქნება შესაბამისი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ანაკლიის პორტმა 2029 წელს სრულფასოვნად შეძლოს ფუნქციონირება" - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა