მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გაცემის წესთან დაკავშირებით გადამზიდავ კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა

news image
mbc image

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორ ლევან გამყრელიძესთან ერთად, საქართველოში რეგისტრირებულ საავტომობილო სატვირთო გადამზიდავებს შეხვდა და მათ სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გაცემის წესი  და მიმდინარე საკითხები გააცნო.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტრომ, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად, სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გაცემის არსებული წესი განიხილა და მასში შესატანი ცვლილების შესახებ გადამზიდავების მოსაზრებები მოისმინა. მისი თქმით, ნებართვების გაცემის პროცედურა, პირველ რიგში, უნდა იყოს  მაქსიმალურად გამჭვირვალე, ასახოს გადამზიდავების ინტერესები და  თანხვედრაში იყოს საუკეთესო საერთაშორისო მოთხოვნებთან.

გურამ გურამიშვილის განცხადებით, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ მიმდინარე წლის 18 მარტიდან დაიწყო მესამე ქვეყნაში/ქვეყნიდან გადაზიდვისნებართვების გაცემა.

„პროცესი მიმდინარეობს გამჭვირვალედ და სია განთავსებულია სააგენტოს ვებგვერდზე. ჩვენ შევთავაზეთ შეხვედრის მონაწილე მსხვილი გადამზიდავი კომპანიების ხელმძღვანელებს, მაქსიმალურად დაეხმარონ მცირე გადამზიდავებს უკვე მიღებული ნებართვების გამოყენებაში,  რადგან მსხვილ კომპანიებს აქვთ გრძელვადიანი კონტრაქტები და ტვირთის მოცულობები. მნიშვნელოვანია, რომ, ერთი მხრივ, არ დაზარალდეს მსხვილი გადამზიდავების ინტერესები და შეასრულონ კომერციული ვალდებულებები, მეორე მხრივ, გამოყენებული იქნეს რიგითი გადამზიდავების მიერ მიღებული ნებართვები," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ შეხვედრის დასრულების შემდეგ. რაც შეეხება ნებართვების გაცემის წესს, გურამ გურამიშვილის თქმით, აღნიშნული პროცედურა პროფილური ბიზნესის ჩართულობის შედეგად დაიხვეწება და მომავალი წლისთვის უკვე შესაძლებელი იქნება ერთჯერადი გადაზიდვების სანებართვო სისტემის დარეგულირება.

შეხვედრაზე სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლებმა სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გაცემის წესის შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს, რომლის შემდეგაც გაიმართა დისკუსია და წინადადებათა გაზიარება. შეხვედრის მონაწილეებმა   გამოხატეს სრულ მზადყოფნა, აქტიური მონაწილეობა მიიღონ განხილვის პროცესში. 

აღსანიშნავია, რომ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების უზრუნველსაყოფად პარტნიორ ქვეყნებთან ნებართვებს ცვლის, რომლის სახეებია: ორმხრივი გადაზიდვის ნებართვა; ტრანზიტული ნებართვა და ე.წ. მესამე ქვეყნიდან/მესამე ქვეყანაში გადაზიდვის ნებართვა. ამასთან, ნებართვის მხოლოდ მესამე სახეობა ითვალისწინებს რაოდენობრივად შეზღუდულ მოცულობას, რადგან ის წარმოადგენს პარტნიორ ქვეყანაში არსებული ტვირთის გადაზიდვის კვოტას სხვა მესამე ქვეყანაში და  ეძლევა პარტნიორ ქვეყანას, ამ შემთხვევაში, საქართველო, როგორც ბონუსი, ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებული სავაჭრო ურთიერთობების ფონზე და გაცვლილი ორმხრივი/ტრანზიტული ნებართვების რაოდენობის გარკვეულ პროცენტს წარმოადგენს. ამის გამო სააგენტოს მხრიდან პარტნიორ ქვეყნებთან (თურქეთი, ყაზახეთი და ა.შ.) მუდმივად იმართება კონსულტაციები მესამე ქვეყნიდან/ქვეყანაში გადაზიდვის ნებართვების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა