მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში, განსაკუთრებით მეზობელ სახელმწიფოებს შორის, მუდმივად არსებობს პოტენციალი და მთავარია, რომ ის მაქსიმალურად ავითვისოთ - პრემიერი 

news image
mbc image

დღეს მქონდა ძალიან საინტერესო ორმხრივი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან, ვისაუბრეთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ თემებზე, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან ერთობლივი განცხადებების დროს აღნიშნა. 
მთავრობის მეთაურის თქმით, მხარეებმა   გაცვალეს მოსაზრებები იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომლებიც წარიმართება  რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში. 

„რა თქმა უნდა, თანამედროვე მსოფლიო არის გამოწვევებით სავსე და სწორედ ამ გამოწვევების გათვალისწინებითაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობა. ჩვენ ერთად შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესების დაცვაზე. ის პროცესები, რომლებიც ვითარდება ჩვენს გარშემო, გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ პოზიციებზე და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ კუთხითაც ჩვენი თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. 

საქართველო ყოველთვის გამოთქვამდა მზაობას ხელი შეუწყოს და საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის დამკვიდრებაში, რაც ჩვენი ქვეყნების განვითარებისა და კეთილდღეობის აუცილებელი პირობაა. მომავალშიც მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ რეგიონში მშვიდობას და განვითარებას. 
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთის სტრატეგიულ  ინტერესებს, ერთმანეთის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, სომეხ მეგობრებს, ჩვენი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მყარი მხარდაჭერისთვის", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა,  საქართველო-სომხეთს შორის ურთიერთობებში განსაკუთრებული ადგილი უკავია  ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და დღევანდელი კომისიის სხდომის განხილვის მთავარი თემა იყო სწორედ ეკონომიკური პარტნიორობა.


„მოხარულები ვართ, რომ  წლების განმავლობაში, ამ მიმართულებით პოზიტიური ტენდენცია გაგვაჩნია. რა თქმა უნდა, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში, განსაკუთრებით მეზობელ სახელმწიფოებს შორის, მუდმივად არსებობს განვითარების პოტენციალი და ჩვენთვის მთავარია, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად ავითვისოთ. რა თქმა უნდა, ამ თემებზე გვქონდა საუბარი ჩვენს, როგორც ორმხრივ შეხვედრაზე, ასევე კომისიის დღევანდელ სხდომაზეც. 
დასასრულს, მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ურთიერთობასა და თანამშრომლობას აქვს ძალიან მყარი საფუძველი და ასევე ძალიან დიდი პერსპექტივები.  რა თქმა უნდა, გამოვხატავთ კიდევ ერთხელ ჩვენს მზადყოფნას, რომ კიდევ უფრო გავამყაროთ და გავაძლიეროთ ეს საფუძველი, ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ. 
აქვე, კიდევ ერთხელ მინდა მოვიწვიო პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი, ჩამობრძანდეს ვიზიტით ჩვენს ქვეყანაში. ძალიან მოხარული ვიქნები, თუ ეს ვიზიტი, რაც შეიძლება მალე შედგება. უღრმესი მადლობა გულთბილი მასპინძლობისთვის", -  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა