მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სავალდებულო უნდა გახდეს, რომ ეტიკეტირებული პროდუქცია მიიღონ რესტორანმა, სახაჭაპურეებმა და სხვა ობიექტებმა, რაც ნედლ რძეზე მოთხოვნას გაზრდის - „შირაქის“ დამფუძნებელი

news image
mbc image

სავალდებულო უნდა გახდეს, რომ ეტიკეტირებული პროდუქცია მიიღონ რესტორანმა, სახაჭაპურებმა და სხვა ობიექტებმა, რაც ნედლ რძეზე მოთხოვნას გაზრდის, - ასე ხედავს კომპანია „შირაქის“ დამფუძნებელი ნიკოლოზ ბენიაიძე რძის წარმოების დარგში არსებული პრობლემების გადაჭრის გზას. 

როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას მეწარმემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბაზარზე ნედლ რძეზე დეფიციტია, მასზე მოთხოვნა მაინც შემცირებულია. 

„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ნედლი რძის დეფიციტია, მოთხოვნა მაინც ნაკლებია. ეს იქიდან გამომდინარეა, რომ შემოტანილი რძის ფხვნილი არის შედარებით იაფი, პროდუქციის სრული რაოდენობა არ არის ეტიკეტირებული, მომხმარებელი არის შეცდომაში შეყვანილი, რადგანაც ყიდიან როგორც ყველს. ასევე, მოსახლეობაშიც შემცირდა პირუტყვის რაოდენობა, იმიტომ, რომ ფერმერები 1 ლიტრ რძეში სათანადო ფასს ვერ იღებენ. სულადობის შემცირება ერთ-ერთი ფაქტორია იმისა, რომ ნედლი რძის წარმოება შემცირდა. 

ყველა რეგულაცია, რაც არსებულ ვითარებას გამოასწორებდა ძალაშია შესული. მაწვნის საკითხია სამომავლოდ ასამოქმედებელი. ე.წ. საკოლმეურნეო ბაზრებში არაეტიკეტირებული პროდუქციაა განთავსებულია და ბაზარზე არიან ძალიან ბევრი ფალსიფიკატორები, რომლებიც ამოფარებული არიან რეგულაციას, რომლის მიხედვითაც 5 ძროხამდე ფერმერი განთავისუფლებულია სავალდებულო წესების ამოქმედებისგან, იგივე HACCP-ის დანერგვისგან. ამიტომ ეს არარეგისტრირებული საწარმოები ნაწარმს რეალურად ფხვნილისგან აწარმოებენ და ნედლ რძეზე აღარ არის მოთხოვნა“, - აცხადებს „შირაქის“ დამფუძნებელი.

ნიკოლოზ ბენიაიძის თქმით, 1 ლიტრ ნედლ რძესა და ფხვნილისგან დამზადებულ იგივე მოცულობის რძეს შორის ფასთა შორის სხვაობა 20-დან 40 თეთრამდეა. 

„1 ლიტრ რძეზე 20-40 თეთრშია სხვაობა. ანალოგიურად, რომ გადავიყვანოთ, 1 კგ-ს ყველს თუ სჭირდება 8-9 ლიტრი რძე, გამოდის 3 ლარიანი სხვაობა. ერთის მხრივ მომხმარებელია შეცდომაში შეყვანილი და მეორეს მხრივ რისგან ამზადებენ -  ამასთანავე, საშიშია ეს პროდუქტები. ასევეა, მესამე ფაქტორი, დარგისთვის ძალიან კარგი პროგრამა აქვს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფერმერების მოსაწყობად და პირუტყვის მოსაშენებლად. საუბარია, 7 წლიან 5 მლნ-იან იაფ სესხზე, თუმცა ფერმერები ვერ რისკავენ იმის გამო, რომ  ამდენი ხელისშემშლელი ფაქტორია. ბაზარი არის დაუცველი. ეტიკეტირებულ პროდუქციას არ იღებენ რესტორნები, სახაჭაპურეები და ეს ყველაფერი იწვევს იმას, რასაც იწვევს“, - ამბობს  ნიკოლოზ ბენიაიძე.

მისივე თქმით, ფალსიფიცირებული პროდუქციის პრობლემა არამხოლოდ საკოლმეურნეო ბაზრებში, არამედ სუპერმარკეტებშიც დგას. 

„სუპერმარკეტების მაგალითზეც გამოვლენილია რეგისტრირებული მეწარმეები, რომლებიც არაკეთილსინდისიერად ურევდნენ ფხვნილს და მცენარეულ ცხიმებს. 

მე ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს უნდა უფრო კომპლექსური მიდგომა, მხოლოდ ჯარიმებით არაფერი არ გამოვა, ეს უნდა იყოს მთელი ჯაჭვი და სავალდებულო უნდა გახდეს, რომ ეტიკეტირებული პროდუქცია მიიღონ რესტორანმა, სახაჭაპურებმა და სხვა ობიექტებმა, რაც გაზრდის ნედლ რძეზე მოთხოვნას“ , - აცხადებს შირაქის დამფუძნებელი. 


წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის IV კვარტალში რძის წარმოებამ 102.5 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.2 პროცენტით ნაკლებია. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის რძის წარმოების წლიური მაჩვენებელი 570.7 მილიონი ლიტრით განისაზღვრა, რაც 2.3 პროცენტით ჩამორჩება 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელს.

რაც შეეხება 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს, როგორც საქსტატის რელიზიდან ირკვევა, გასული წლის IV კვარტალში რძის წარმოებამ 104.8 მილიონი ლიტრი შეადგინა.

2023 წლის რძის წარმოების წლიური მაჩვენებელი 584.3 მილიონი ლიტრით განისაზღვრა, რაც 3.5 პროცენტით აღემატება 2022 წლის შედეგს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა