მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7193.5
-0.0012
flag
AZN 1.5254
-0.0004
flag
CNY 38.892
0.0023
flag
EUR 2.8547
-0.0102
flag
GBP 3.4208
-0.0079
flag
KZT 58.37
0.0007
flag
TRY 0.0515
0
flag
USD 2.5931
-0.0003
news banner

სავალუტო რეზერვების რეკორდულმა მოცულობამ მათი დივერსიფიკაციის შესაძლებლობა მოგვცა - დავით უტიაშვილი

news image
mbc image

საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები რეკორდულ მაჩვენებელზეა. ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსის, დავით უტიაშვილის განცხადებით, ქვეყანას შესაძლებლობა მიეცა, რეზერვების მოცულობა გაეზარდა და მის დივერსიფიკაციაზეც ეზრუნა.

მისი განმარტებით, რეზერვების ზრდა ძლიერი საგარეო შემოდინებებისა და ეკონომიკური ზრდის ფონზე გახდა შესაძლებელი. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ რეზერვების დაგროვება ლარის კურსის გამყარების პარალელურად განხორციელდა.

„საერთაშორისო რეზერვების ადეკვატური მოცულობა მაკროეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ის ზრდის ქვეყნის მდგრადობას საგარეო შოკების მიმართ და მნიშვნელოვანია როგორც საერთაშორისო ინვესტორებისთვის, ისე ადგილობრივი მომხმარებლებისთვის. რეზერვების გაზრდილმა მოცულობამ მათი დივერსიფიკაციის შესაძლებლობაც შექმნა. ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ოქროს წილის ზრდაა. მსოფლიოს არაერთი ცენტრალური ბანკი საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციის მიზნით სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს ოქროს. ეს აქტივი, განსაკუთრებით გლობალური ინფლაციის პირობებში, ღირებულების შენარჩუნებისა და რისკებისგან დაცვის ერთ-ერთ საშუალებად განიხილება,"- აღნიშნა მან.

დავით უტიაშვილმა, ხაზი გაუსვა, რომ წარსულში საერთაშორისო რეზერვების არასაკმარისი მოცულობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო, რაზეც საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სარეიტინგო სააგენტოებიც მიუთითებდნენ.

მისივე თქმით, რეზერვების დაგროვება ეროვნული ბანკის ერთ-ერთი გაცხადებული მიზანია და მომავალშიც გაგრძელდება, თუმცა სებ-ი შეეცდება პროცესი გაცვლით კურსზე გავლენის გარეშე წარმართოს - „საქართველოს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი აქვს და ეროვნული ბანკი ცდილობს, ბაზრის ტენდენციებში არ ჩაერიოს" - აღნიშნა უტიაშვილმა.

2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს, 8.25 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეზერვების ადეკვატურობის (ARA) მაჩვენებელმა 130% შეადგინა. საანგარიშო პერიოდში, მონეტარული ოქროს ღირებულებამ 1,365.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 16.6%-ია.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

16.11.2026.17:01

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8547 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.5931 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.5931 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.5934 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 2.8547 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8649 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0102 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა