მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7177.9
0.0017
flag
AZN 1.5313
-0.0007
flag
CNY 38.817
-0.001
flag
EUR 2.9169
-0.0088
flag
GBP 3.443
0.0038
flag
KZT 56.95
-0.0098
flag
TRY 0.053
0
flag
USD 2.6032
-0.0007
news banner

სებ-ი - პირველად ისტორიაში საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსები გლობალურ პლატფორმებზე გამოქვეყნდა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ბაზრის გამჭვირვალობასა და საინვესტიციო მიმზიდველობას

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკის ხელშეწყობით, პირველად გამოქვეყნდა საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსები და ხელმისაწვდომი გახდა როგორც ბლუმბერგის (Bloomberg IND), აგრეთვე ინდექსების პროვაიდერი კომპანიის პორტალის (https://indices.ice.com/) მეშვეობით. უახლოეს ხანებში ამ ინდექსების ძირითადი პარამეტრები ხელმისაწვდომი გახდება ეროვნული ბანკის ვებგვერდის მეშვეობითაც.

ამიერიდან, ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებს შეეძლებათ მაქსიმალური გამჭირვალობით თვალი ადევნონ და გააანალიზონ საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის მომგებიანობა/შემოსავლიანობა, რისკ-მახასიათებლები და სხვა მაჩვენებლები.

საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსების გამოქვეყნებით პირველად ისტორიაში:

  • საინვესტიციო და საპენსიო ფონდებს შეუძლიათ გამოიყენონ საერთაშორისოდ აღიარებული ეტალონი (Benchmark) ქართული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შესაფასებლად;
  • შესაძლებელი ხდება საბირჟო საინვესტიციო ფონდების (ETF) და სხვა ტიპის  საინვესტიციო ფონდების სტრუქტურირება გამჭირვალე ინდექსებზე დაყრდნობით;
  • საივნესტიციო აქტივების მმართველებს საშუალებაეძლევათ, ობიექტურად გაზომონ და გამოაქვეყნონ თავიანთი პორტფელების შემოსავლიანობები გამჭვირვალე ბენჩმარკის მიმართ;
  • ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორები უფრო მკაფიოდ შეაფასებენ საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციებში ინვესტირების რისკების პარამეტრებს და ამონაგების დინამიკას;
  • საზოგადოება მიიღებს სახელმწიფო ობლიგაციების ბაზრის ამონაგებზე გამჭვირვალე წვდომას.


ინდექსები Intercontinental Exchange (ICE)-ის მიერ გამოქვეყნდა, რომელიც ფინანსური ბაზრის მონაცემებისა და ინდექსების ერთ-ერთი უმსხვილესი გლობალური მიმწოდებელია. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ICE-ის ჯგუფში შედის მრავალი ცნობილი საფონდო ბირჟა და ქლირინგული ორგანიზაცია, მათ შორის ისეთი, როგორიცაა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის ჯგუფი (NYSE Group), აგრეთვე ფიუჩერსებისა და დერივატივების ბირჟები (ICE Futures US, Europe, Endex) და ქლირინგული ორგანიზაციები (ICE Clear US, Europe, Netherlands, Singapore).

დღეს ICE მართავს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ყოვლისმომცველ ინდექსთა პლატფორმას, რომელიც მოიცავს ათასობით სუვერენულ, კორპორაციულ და განვითარებადი ბაზრების ინდექსს. მისი მეთოდოლოგიური სიზუსტე და გლობალური აღიარება მას საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ინდექსების პლატფორმად აქცევს.

საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების შვიდი ინდექსი ამოქმედდა:

Ticker
Index Name

G0GE

ICE Georgia Government Index

GJGE

ICE All Maturity Georgia Government Index

GAGE

ICE 0-1 Year Georgia Government Index

G1GE

ICE 1-3 Year Georgia Government Index

G2GE

ICE 3-5 Year Georgia Government Index

G3GE

ICE 5-7 Year Georgia Government Index

G4GE

ICE 7-10 Year Georgia Government Index

 

„All Maturity“ ინდექსი მოიცავს 10 წლამდე ვადიანობის მქონე საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების სრულ სპექტრს, ხოლო „ICE Georgia Government Index“ კი 1 წლიდან 10 წლამდე ვადიანობით ყველა ობლიგაციას.

ძირითად ორ ინდექსთან ერთად აგრეთვე გამოქვეყნდა ვადიანობის მიხედვით დაჯგუფებული ინდექსები (0-1 წლამდე, 1-3 წლამდე, 3-5 წლამდე, 5-7 წლამდე და 7-10 წლამდე), რაც ინვესტორებს საშუალებას აძლევს, თვალი ადევნონ შემოსავლიანობის მრუდის კონკრეტულ სეგმენტებსა, დურაციის მაჩვენებლებს და ინვესტირება შესაბამისად განახორციელონ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსების გამოქვეყნება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ქვეყნის კაპიტალის ბაზრის განვითარების გზაზე.

„ამ ინდექსების დანერგვა საქართველოს ფინანსური სისტემის სტრუქტურულ წინსვლას ნიშნავს და მნიშვნელოვნად ზრდის ბაზრის გამჭვირვალობასა და საინვესტიციო მიმზიდველობას. ეს ამარტივებს პორტფელის ფორმირებას და აახლოებს საქართველოს ობლიგაციების ბაზრის ინფრასტრუქტურას საუკეთესო გლობალურ პრაქტიკასთან. მოსალოდნელია, რომ საერთაშორისო ბენჩმარკების დანერგვა ხელს შეუწყობს მეორადი ბაზრის განვითარებას, გააძლიერებს ინვესტორთა ნდობას და გააუმჯობესებს მონეტარული პოლიტიკის ტრანსმისიის ეფექტურობას. საქართველოს ეროვნული ბანკი კვლავაც ერთგული რჩება თანამედროვე ფინანსური ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებისა და კონკურენტუნარიანი, საერთაშორისო დონეზე ინტეგრირებული კაპიტალის ბაზრის განვითარების მიზნისადმი“, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.

ინდექსების გამოქვეყნებაზე მუშაობა სებ-ის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტმა 2023 წელს დაიწყო როდესაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ტექნიკური დახმარების მისიის რეკომენდაციებში გამოიკვეთა სახელმწიფო ობლიგაციების ადგილობრივი ინდექსის შექმნის აუცილებლობა, რაც თავისთავად მიზნად ისახავდა საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ბაზრის გაძლიერებას. სხვადასხვა გლობალური ინდექსების პროვაიდერებთან განხორციელებული კონსულტაციები, ტექნიკური სამუშაოებისა და მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.  

ფიქსირებული შემოსავლის ინდექსებს, რომლის მეთოდოლოგიასაც საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსები ეფუძნება, ხანგრძლივი ისტორია აქვს. ამ ჯგუფის პირველი ინდექსები, 1970-იან წლებში იწყება, როდესაც საინვესტიციო ბანკმა Merrill Lynch-მა ერთ-ერთმა პირველმა გამოაქვეყნა აშშ-ს სახაზინო ობლიგაციების ინდექსები, რომლებიც მალევე ბაზრებისთვის გლობალურ ეტალონად (Benchmark) იქცა.

მოგვიანებით, Merrill Lynch-ი შეისყიდა  Bank of America-ამ და ინდექსების გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა როგორც Bank of America Merrill Lynch-ის ინდექსების ოჯახი, რომელსაც აქტიურად იყენებენ ცენტრალური ბანკები, აქტივების მმართველები და საპენსიო ფონდები მთელ მსოფლიოში. 2017 წელს ინდექსების ბიზნესი InterContinental Exchange-მა შეიძინა, რამაც კიდევ უფრო გააფართოვა მისი ტექნოლოგიური შესაძლებლობები.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ბალანსში ექსპორტად აღრიცხული მოცულობის 30.4% აზერბაიჯანთან ტექნიკურ გაცვლას წარმოადგენდა, დანარჩენი 69.6%-ის ექსპორტი თურქეთში განხორციელდა, რომლის ნახევარი ესკოს ბარტერს წარმოადგენდა | Galt & Taggart

05.10.2026.19:00

Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში - აგვისტო 2026” - ს აქვყენებს. პუბლიკაციაში მიმოხილულია სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციები და სამომავლო პერპექტივები. 

,,საექსპორტო სეზონი დასრულდა და აგვისტოდან დაიწყო იმპორტ-დამოკიდებული პერიოდი - 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, ძირითადად შედარებით გრილი ზაფხულის ფონზე. აღრიცხულ კლებაზე მიკრო სიმძლავრის სადგურების გამომუშავებამაც იმოქმედა, რომელიც სტატისტიკაში მოხმარებას აკლდება. ჩვენი შეფასებით, ამ გამომუშავების გათვალისწინებით, 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 1.7%-ით შემცირდებოდა, ოფიციალურად აღრიცხული 3.6%-ის ნაცვლად. 2026 წლის აგვისტოში თბოსადგურების წილმა ჯამურ მიწოდებაში 23.8% შეადგინა, ხოლო მათი გამომუშავება წლიურად 0.2%-ით შემცირდა. თბოსადგურების ჩართვა საჭირო გახდა მოხმარებასა და განახლებად გენერაციას შორის სხვაობის შესავსებად, „იმერეთის“ ხაზის გადატვირთვის რისკის შესამცირებლად და სისტემისთვის აუცილებელი რეზერვების უზრუნველსაყოფად. 2026 წლის 8 თვის შეჯამება: საექსპორტო სეზონმა გამოკვეთა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების საჭიროება. 2026 წლის საექსპორტო სეზონი მაისი-ივლისით შემოიფარგლა. თურქეთში ელექტროენერგიის დაბალმა ფასებმა და სუსტმა მოთხოვნამ გამოიწვია საქართველოდან ექსპორტის რაოდენობის და შესაბამისად საექსპორტო შემოსავლების შემცირება (-53.8% წ/წ, 10.7 მლნ აშშ დოლარი). ამასთან, საქართველოში საჭირო გახდა ჭარბი ჰიდროგენერაციის ტექნიკური შეზღუდვა (ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 0.5 ტვტ.სთ, რაც 8 თვის ჯამური განახლებადი გენერაციის 6.1%-ია). ზაფხულის შედეგები საინვესტიციო კლიმატის სისტემის საჭიროებებზე მორგების აუცილებლობას აჩვენებს. ჩვენი აზრით, ახალი პროექტების მხარდაჭერისას, მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს გამომუშავების სეზონურობასა და სისტემის საიმედოობაში მათ წვლილს, რაც CFD-ის პირობებსა და ტარიფებშიც უნდა აისახოს”, - აღნიშნულია ანგარიშში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა