მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7186.2
0.0031
flag
AZN 1.5493
-0.0004
flag
CNY 38.905
0.0029
flag
EUR 3.0191
0.0119
flag
GBP 3.5568
0.0293
flag
KZT 55.87
0.0009
flag
TRY 0.056
0
flag
USD 2.6333
-0.0011
news banner

სებ-ის ახალი პლატფორმა სასარგებლოა როგორც საბანკო დაწესებულებებისთვის, ასევე მათი კლიენტებისთვის - დავით რუსია

news image
mbc image

„ინფორმაციის ასიმეტრიულობა, რაც მომხმარებლებისთვის ყველა ბანკში არსებულ განაკვეთებზე ინფორმაციის ფლობას ნიშნავს, გააადვილებს არჩევანს და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მისცემს შესაძლებლობას ბანკთან მეტი მოლაპარაკების ბუფერი შეიძინონ და მოითხოვონ უკეთესი პირობები. თავის მხრივ კი საბანკო დაწესებულები შეძლებენ პორტალზე ინფორმაციის გადამოწმებას და თავიანთი კლიენტების უკეთესად დაკმაყოფილებას“, - აღნიშნა საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკურმა დირექტორმა დავით რუსიამ, საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო მომსახურების ტარიფების შედარების ახალი პლატფორმის შეფასებისას. 

რუსიას თქმით, ეროვნული ბანკის ახალ პორტალზე ასახული ინფორმაცია იქნება რელევანტური, გამოსადეგი და სასარგებლო როგორც საბანკო დაწესებულებებისთვის ასევე მათი კლიენტებისთვის, ამავდროულად ხელს შეუწყობს საფინანსო სექტრში კონკურენციის ზრდას. 

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე საგადახდო მომსახურების ტარიფებისა და დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთების შედარების პლატფორმა ამოქმედდა. ახალი ფუნქციონალი საფინანსო სექტორის მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს ერთიან სივრცეში მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა კომერციული ბანკის, ასევე პროვაიდერების მომსახურებების ტარიფების შესახებ, შეადარონ მათი პირობები და მეტად ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ.

აქამდე მომხმარებლებს სხვადასხვა ბანკის საგადახდო მომსახურებების ტარიფების, ვალუტის გაცვლითი კურსების, დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთების შესადარებლად თითოეული ბანკის ვებგვერდზე ინფორმაციის ცალ-ცალკე მოძიება უწევდათ, რაც დამატებით დროსა და რესურსს მოითხოვდა. 

ახალი ფუნქციონალის საშუალებით მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება:

• შეადაროს სხვადასხვა კომერციული ბანკის საგადახდო ანგარიშებთან დაკავშირებული მომსახურების ტარიფები;
• სხვადასხვა ფილტრის გამოყენებით შეარჩიოს მომსახურებები მისთვის საინტერესო კრიტერიუმებით და მარტივად შეადაროს სხვადასხვა ბანკის შეთავაზებები;
• მიიღოს განახლებული ინფორმაცია კომერციული ბანკების მიმდინარე გაცვლითი კურსების შესახებ;
• გამოიყენოს მარტივი, რთული, საბარათე და ვალუტის გაცვლის კალკულატორები სხვადასხვა მომსახურებით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯების წინასწარ შესაფასებლად;
• ასევე, შეადაროს კომერციულ ბანკებში მოქმედი დეპოზიტების ეფექტური საპროცენტო განაკვეთები და აირჩიოს ფულის დაზოგვის მისთვის საუკეთესო ალტერნატივა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ხაზგასასმელია ის ფაქტორი, რომ China Eastern Airlines-ის პირველი ფრენა საქართველოში ძალიან დატვირთული იყო, მოთხოვნა მზარდია - 560-მდე მგზავრი იყო ჯამში ჩამოფრენაზეც და გაფრენაზეც, ფაქტობრივად სავსე იყო საჰაერო ხომალდი | ლევან მოსეშვილი

17.07.2026.14:56

ხაზგასასმელია ის ფაქტორი, რომ China Eastern Airlines-ის პირველი ფრენა საქართველოში ძალიან დატვირთული იყო, მოთხოვნა მზარდია - 560-მდე მგზავრი იყო ჯამში ჩამოფრენაზეც და გაფრენაზეც, ფაქტობრივად სავსე იყო საჰაერო ხომალდი - ამის შესახებ, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„ისტორიული დღე იყო საქართველოს ავიაციისთვის, რადგან შესრულდა პირდაპირი ფრენა შანხაიდან თბილისის მიმართულებით. ეს იყო შორ დისტანციაზე ეგრეთ წოდებული Long-haul პირველი ფრენა, რომელიც რეგულარული ხასიათის იქნება. ფრენას შეასრულებს ერთ-ერთი ჩინური ავიაკომპანია China Eastern Airlines, რომელიც ჩინური ავიაკომპანიების სამეულში შედის. ფრენები შესრულდება კვირაში სამი სიხშირით, რაც ძალიან დიდი ეფექტის მომტანი არის, როგორც ტურისტული ნაკადების ზრდისთვის, ასევე ჩვენ ორ ქვეყნის შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისთვის.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლა უფრო აადვილებს მიმოსვლას. ახალი ტურისტული ბაზრების ათვისება მოხდება, მოხდება ახალი ნაკადების წამოსვლა, მოხდება როგორც კულტურული, ასევე ეკონომიკური კავშირების გაღრმავება და ჩვენ ყოველთვის მოხარული ვიქნებით რომ ახალი ბაზრები ავითვისოთ არამხოლოდ ევროპის მიმართულებით, არამედ აზიის მიმართულებით, რომელიც აქამდე საქართველოში არ სრულდებოდა.

მინდა კიდევ ხაზი გავუსვა იმ ფაქტს რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ფრენა ასეთ მანძილზე და ასეთი დისტანციაზე ეს იმის მანიშნებელი არის რომ საქართველოში ავიაბაზარზე მოთხოვნა იზრდება. ისტორიაში პირველად რეგულარული ფრენა ასეთ შორ დისტანციაზე ეგრეთ წოდებული Long-haul ფრენა შეასულა გუშინ შანხაიდან თბილისის მიმართულებით China Eastern-მა წარმატებით. ასევე ხაზგასასმელია ის ფაქტორი რომ პირველი ფრენა ძალიან დატვირთული იყო. 560-მდე მგზავრი იყო ჯამში ჩამოფრენაზეც და გაფრენაზეც. ფაქტობრივად სავსე იყო საჰაერო ხომალდი. მოთხოვნა ძალიან დიდია და ყოველწლიურად მზარდი არის“, - აცხადებს ლევან მოსეშვილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა