მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7159.9
-0.0141
flag
AZN 1.5447
-0.0006
flag
CNY 38.896
0.002
flag
EUR 3.0206
0.0047
flag
GBP 3.5308
0.0106
flag
KZT 55.41
0.0009
flag
TRY 0.0553
-0.0001
flag
USD 2.6259
-0.0007
news banner

სებ-ის ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში ზრდის საზოგადოების ინფორმირებულობას - ოთარ ანგურიძე

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკის ეკონომიკური მონაცემების პორტალის და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიშის ფორმით მონაცემების მიწოდება ამარტივებს ინფორმაციის დამუშავებას, ამის შესახებ ეკონომისტი ოთარ ანგურიძემ სებ-ის ახალი ანალიტიკური პლატფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ეკონომისტი მიიჩნევს, რომ მსგავსი პორტალები მნიშვნელოვან მხარდაჭერას გაუწევს როგორც პროფესიონალებს, ისე აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, რადგან მონაცემების დამუშავებისა და შემდგომი ანალიზის გაამარტივების შესაძლებლობას იძლევა. მისი შეფასებით, სისტემატიზებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ამცირებს მონაცემების დამუშავებისას შეცდომების რისკს და აუმჯობესებს ანალიტიკური მასალების ხარისხს. ანგურიძის თქმით, რაც უფრო სრულყოფილი იქნება ინფორმაციის მიწოდება, მით უფრო გაიზრდება საზოგადოების ინფორმირებულობა და მომზადებული ანალიტიკური მასალების ხარისხიც.

,,ასეთი ტიპის პორტალები ძალზე მნიშვნელოვანია პროფესიონალებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისთვის. მსგავსი ტიპის დამუშავებული ინფორმაციის მიწოდება საგრძნობლად ამარტივებს უკვე შემდგომ ამ ინფორმაციის კიდევ უფრო მეტად დამუშავებას და დახვეწას. რაც მთავარია, ეს სიახლე მონაცემების დამუშავებისას გამორიცხავს შეცდომებს და ზრდის საზოგადოების ინფორმირებულობის დონეს“, - განაცხადა ეკონომისტმა, ოთარ ანგურიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ფარგლებში შექმნილი ორი ინტერაქტიული ინსტრუმენტი - ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში წარადგინა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ეროვნული ბანკის ახალი ანალიტიკური პორტალი ეკონომიკური მონაცემების ანალიზისთვის მეტად პრაქტიკული და სასარგებლო ინსტრუმენტია - კახაბერ დავითაია

03.08.2026.13:40

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ფარგლებში შექმნილი ორი ინტერაქტიული ინსტრუმენტი - ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში წარადგინა.

საქართველოს ბანკის ხაზინის უფროსის, კახაბერ დავითაიას შეფასებით, ეროვნული ბანკის ახალი პლატფორმა მომხმარებლებს უკვე დამუშავებულ მონაცემებს სთავაზობს, რაც ინფორმაციის გამოყენებასა და ანალიზს მნიშვნელოვნად ამარტივებს. მისი თქმით, პლატფორმა საშუალებას იძლევა მონაცემები მარტივად იქნეს წარმოდგენილი გრაფიკების სახით, მათ შორის ისტორიულ ჭრილშიც. დავითაია მიიჩნევს, რომ ეს ეკონომიკური მონაცემების ანალიზისთვის მეტად პრაქტიკული და სასარგებლო ინსტრუმენტია.

,,ძალიან საინტერესო და სასარგებლო პლატფორმა არის ნამდვილად - ადრე მსგავს ინფორმაციას ჩვენ ვიღებდით ეროვნული ბანკის სტატისტიკური ინფორმაციის ვებგვერდიდან და გვიწევდა ამ ინფორმაციის დამუშავება. ახლა, ამ ახალ პლატფორმაზე უკვე გამზადებულია დამუშავებული ინფორმაცია და შეგვიძლია გრაფიკების სახით ამოვიღოთ, როგორც ისტორია ასევე სხვადასხვა ჭრილში”, - განაცხადა საქართველოს ხაზინის უფროსმა კახაბერ დავითაიამ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა