სებ-ის საგადახდო მომსახურების ტარიფების შედარების ახალი პლატფორმა მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს განვითარებას შეუწყობს ხელს - ნათია თურნავა
საგადახდო მომსახურებისა და დეპოზიტების ტარიფების შედარების ახალი პლატფორმახელს შეუწყობს მომხმარებელს ინფორმირებულ არჩევანზე დაყრდნობით სწორი გადაწყვეტილება მიიღოს, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზინდეტმა ნათია თურნავამ სებ-ის ახალი პლატფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.
მისი თქმით, ახალი პლატფორმა კიდევ ერთი ნაბიჯია ფინანსური სექტორის გამჭვირვალობის, მომხმარებელთა უფლებებისდაცვის და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს განვითარების მიმართულებით, რაც ეროვნული ბანკის პრიორიტეტია.
„სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი ინიციატივაც - საგადახდო მომსახურების ტარიფებისა და დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთების შედარების ახალი პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს პირველად აძლევს შესაძლებლობას, ერთიან სივრცეში, საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე მოიძიოს, შეადაროს და შეაფასოს ბაზარზე მოქმედი საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ტარიფები და საკომისიოები, ასევე სხვადასხვა ბანკში დეპოზიტებზე შეთავაზებული საპროცენტო სარგებლიდან შეარჩიოს დანაზოგის განთავსების ყველაზე ხელსაყრელი შესაძლებლობა", - განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, პლატფორმა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კონკურენტული გარემოს გაძლიერებაში, რაც საბოლოოდ, ხელს შეუწყობს როგორც მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ისე სამართლიანი და ეფექტიანი ბაზრის განვითარებას.
სებ-ის პრეზიდენტის თქმით, ახალი პლატფორმა, რომელზეც მუშაობა ორი წლის წინ ევროკავშირის დირექტივების შესრულების პროცესში დაიწყო, სხვადასხვა ევროპულქვეყნებში მოქმედი მსგავსი პლატფორმები შესწავლისა და საუკეთესო პრაქტიკების გამოცდილების გაზიარებით შეიქმნა.
„გვჯერა, რომ ეს იქნება პრაქტიკული და ძალიან სასარგებლო ინსტრუმენტი მომხმარებლებისა და ფინანსური ბაზრის მონაწილეებისთვის, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უფრო ღია, გამჭვირვალე და კონკურენტული ფინანსური ეკოსისტემის ჩამოყალიბებისკენ, სადაც ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, ფინანსური გადაწყვეტილებები სრულყოფილ და ობიექტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიღოს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
სებ-ის ახალი პლატფორმის საშუალებით მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება:
• შეადაროს სხვადასხვა კომერციული ბანკის საგადახდო ანგარიშებთან დაკავშირებული მომსახურების ტარიფები;
• სხვადასხვა ფილტრის გამოყენებით შეარჩიოს მომსახურებები მისთვის საინტერესო კრიტერიუმებით და მარტივად შეადაროს სხვადასხვა ბანკის შეთავაზებები;
• მიიღოს განახლებული ინფორმაცია კომერციული ბანკების მიმდინარე გაცვლითი კურსების შესახებ;
• გამოიყენოს მარტივი, რთული, საბარათე და ვალუტის გაცვლის კალკულატორები სხვადასხვა მომსახურებით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯების წინასწარ შესაფასებლად;
• ასევე, შეადაროს კომერციულ ბანკებში მოქმედი დეპოზიტების ეფექტური საპროცენტო განაკვეთები და აირჩიოს ფულის დაზოგვის მისთვის საუკეთესო ალტერნატივა.
სხვა სიახლეები
5 ივლისიდან საქართველომ თურქეთის მიმართულებით ექსპორტი განაახლა - მიმდინარე პერიოდში ექსპორტზე გადის 400-420 მეგავატი სიმძლავრე ღამის საათებში | TBC Capital
16.07.2026.13:02
TBC Capital-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარი რიცხვებში - ივნისი 2026" აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, 2026 წლის ივნისში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 16.3%-ით, 1,124 გვტ. საათამდე შემცირდა. ამავე პერიოდში, ელექტროენერგიის მოხმარება წლიურ ჭრილში 0.4%-ით, 1,065 გვტ. საათამდეა გაზრდილი. საბალანსო ელექტროენერგიის ბაზარზე ერთი კილოვატსაათი ელექტროენერგიის ღირებულებამ 5.33 აშშ. დოლარი ცენტი შეადგინა, რაც წლიურად 2.0%-იანი ზრდაა.
,,2026 წლის ივნისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 5.33 აშშ ცენტი შეადგინა, რაც 2.0%-ით მეტია 2025 წლის ივნისის მონაცემზე . თვიურ ჭრილში ელექტროენერგიის საბალანსო ბაზარზე ფასები 3.2%-ით გაიზარდა . 2026 წლის პირველ 6 თვეში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა 5.76 აშშ ცენტი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 0 .2%-ით ჩამორჩება . 2026 წლის ივნისში საქართველომ იმპორტის სახით 13 გვტ . საათი ელექტროენერგია შემოიტანა, თუმცა, იმპორტი არაკომერციული ხასიათის იყო და სისტემური საჭიროების გადა - დინებას წარმოადგენდა . ანალო - გიურად, საქართველოდან აზერ - ბაიჯანში დაახლოებით იმავე მოცულობის ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა . დამატებით, საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებულია 24 გვტ . საათი ელექტროენერგია, რაც გასული წლების მაჩვენებლებს მნიშვნე - ლოვნად ჩამორჩება . თუმცა, აღსანიშ - ნავია, რომ 5 ივლისიდან საქართველომ თურქეთის მიმართულებით ექსპორტი განაახლა, კერძოდ კი მიმდინარე პერიოდში ექსპორტზე გადის 400 -420 მეგავატი სიმძლავრე ღამის საათებში", - წერს TBC Capital-ი.