მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7182.8
-0.0052
flag
AZN 1.5277
0
flag
CNY 38.935
-0.0004
flag
EUR 2.9082
-0.0008
flag
GBP 3.4665
-0.0084
flag
KZT 57.36
-0.0009
flag
TRY 0.0522
0
flag
USD 2.5966
-0.0005
news banner

სებ-ისა და მთავრობის წარმატებული რეფორმების შედეგად, საქართველო დღეს იმ საერთაშორისო ქსელის ნაწილია, რომელიც მსოფლიოს წამყვან ფინანსურ ცენტრებს აერთიანებს - ნათია თურნავა

news image
mbc image

და მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ფინტექ ინდუსტრიის წარმომადგენლებს აერთიანებს.

ღონისძიება სინგაპურის გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის (GFTN) აღმასრულებელმა დირექტორმა სოპნენდუ მოჰანტიმ გახსნა. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ მიმართეს.

„უკვე მეორე წელია, საქართველო იმ საერთაშორისო ქსელის ნაწილია, რომელიც მსოფლიოს წამყვან ფინანსურ ცენტრებს, მათ შორის სინგაპურს, იაპონიასა და შვეიცარიას აერთიანებს. ეს არის საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმების შედეგი", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ სამიტის გახსნაზე.

მისი თქმით, გლობალური გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ ფინანსური სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი შეინარჩუნა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეკონომიკის საშუალო წლიურმა ზრდამ 9.3% შეადგინა, საერთაშორისო რეზერვები კი ბოლო ორი წლის განმავლობაში გაორმაგდა და 8.14 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. გაუმჯობესდა რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელიც, სსფ-ს მეთოდოლოგიით განსაზღვრული მაჩვენებელი (ARA metric) ადეკვატურობის 100%-იან ზღვარს მნიშვნელოვნად აღემატება და 128.2%-ს შეადგენს. 

ნათია თურნავას განცხადებით, ქართული საფინანსო სექტორი მაღალი კაპიტალიზაციითა და ლიკვიდობის ძლიერი ბუფერებით ხასიათდება, რაც საერთაშორისო ინვესტორებისთვის მის მიმზიდველობას ზრდის. 2025 წელს საფინანსო სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წლიურმა ზრდამ 18.7% შეადგინა.

სამიტის მთავარი თემაა რეგიონული ეკონომიკური და ფინანსური კორიდორების განვითარება პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილში. ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები იმსჯელებენ ცენტრალური ბანკების პრიორიტეტებზე, ფინანსურ სტაბილურობაზე, ციფრულ აქტივებზე, გადახდების მომავალზე, ხელოვნურ ინტელექტსა და ფინანსური სისტემების კიბერუსაფრთხოებაზე. 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში - „ცენტრალური ბანკების პრიორიტეტები 2027 წლისთვის".

„თბილისის ფინანსური სამიტი" საქართველოს საერთაშორისო ფინანსურ და ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში პოზიციების გაძლიერების, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოჩენის მნიშვნელოვანი პლატფორმაა.

სამიტი საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სინგაპურში დაფუძნებული გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის (GFTN) ერთობლივი ორგანიზებით ტარდება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდა, სატრანსპორტო, ლოგისტიკური და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარება და საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა - მარიამ ქვრივიშვილი

27.10.2026.13:43

„ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს არა მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა, არამედ რეგიონული ეკონომიკური და ფინანსური კავშირების მნიშვნელოვანი ცენტრი", - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა „თბილისის ფინანსური სამიტის" გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა რიგით მეორე, საერთაშორისო ფინანსური სამიტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავასთან ერთად გახსნა.

„უკვე მეორე წელია, საქართველო მასპინძლობს თბილისის ფინანსურ სამიტს, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, ცენტრალური ბანკების, ტექნოლოგიური კომპანიებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს. წლევანდელი სამიტის მთავარი თემა - რეგიონული ეკონომიკური დერეფნების განვითარება პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების ურთიერთკავშირის საფუძველზე, განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოსთვის", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა მნიშვნელოვან შესაძლებლობას იძლევა, იყოს რეგიონული ეკონომიკური კავშირების გაძლიერების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე ქვეყანა.

„ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდა, სატრანსპორტო, ლოგისტიკური და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარება და საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, მარიამ ქვრივიშვილმა აქცენტი გააკეთა მიმდინარე, სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, ისევე როგორც ახალი საერთაშორისო აეროპორტის - ვაზიანის პროექტზე.

„საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ჩვენი მნიშვნელოვანი უპირატესობაა, თუმცა მხოლოდ გეოგრაფია წარმატებას ვერ უზრუნველყოფს. თანამედროვე ეკონომიკური დერეფნის კონკურენტუნარიანობას განსაზღვრავს არა მხოლოდ ის, თუ რამდენად სწრაფად გადაადგილდება ტვირთი ერთი ქვეყნიდან მეორეში, არამედ ისიც, თუ რამდენად სწრაფად და უსაფრთხოდ მოძრაობს კაპიტალი, ხორციელდება გადახდები და ვითარდება სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობები მეზობლებსა და რეგიონის ქვეყნებს შორის", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

„თბილისის ფინანსური სამიტი" წარმომადგენლობითი ფორუმია, რომელშიც 60-მდე ქვეყნის 800-ზე მეტი წარმომადგენელი და 100-მდე მაღალი რანგის სპიკერი მონაწილეობს - როგორც სახელმწიფო, ისე ბიზნეს სექტორიდან. სამიტზე წელს განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა - რეგიონული ფინანსური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერება, ხელოვნური ინტელექტი, ფინანსური სისტემების კიბერუსაფრთხოება და სხვა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა