სებ-მა 500 მლნ დოლარად რომ იყიდა ოქრო, ახლა მისი ღირებულება 900 მლნ-ს აღემატება, წლის დასაწყისიდან დღემდე საერთაშორისო რეზერვები 1.5 მლრდ დოლარით გაიზარდა და 5.5 მლრდ-ს მიაღწია - ნიკა ობოლაძე
2025 წლის 20 ოქტომბრის მონაცემებით, სახელმწიფოს საკუთრებაში სხვადასხვა ანგარიშზე ჯამში 6.9 მლრდ ლარის ნაშთია. 2025 წლის იანვარ-სექტემბრის სახელმწიფო ბიუჯეტის ემოსავლები 102.5 %-ით შესრულდა. 2025 წლის 1 იანვარს 1.4 მილიარდი ლარი იყო სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი, 20 ოქტომბერს 2.8 მლრდ ლარია, - წერს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, ნიკა ობოლაძე, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წელს ისტორიულ რეკორდზეა, მშპ კი ერთ სულ მოსახლეზე ისტორიაში პირველად, 10 000 აშშ დოლარს გადააჭარბებს. ობოლაძე განმარტავს, რომ ეკონომიკა პოლიტიკაზე და სოციალურ სტრუქტურაზე დიდ გავლენას ახდენს, რასაც ხელისუფლების ოპონენტები არ იმჩნევენ.
„2025 წლის 20 ოქტომბრის მონაცემებით, სახელმწიფოს საკუთრებაში სხვადასხვა ანგარიშზე ჯამში 6.9 მლრდ ლარის ნაშთია. 2025 წლის იანვარ-სექტემბრის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 102.5 %-ით შესრულდა. 2025 წლის 1 იანვარს 1.4 მილიარდი ლარი იყო სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი, 20 ოქტომბერს 2.8 მლრდ ლარია. 500 მლნ $ -ად ოქრო რომ იყიდა ერ. ბანკმა, ახლა იმ ოქროს ფასი 900 მლნ $-ს აჭარბებს და წლის დასაწყისიდან დღემდე რეზერვები 1.5 მლრდ $-ით, 5.5 მლრდ $ მდე არის გაზრდილი. თუმცა არის ეკონომიკური ზრდის შენელება და ზოგიერთი გადასახადი საპროგნიზო მაჩვენებელზე მცირედით ნაკლები ამოვიდა, ეკონომიკური კოლაფსის ნიშნები არ არის. 3 წელი დაბალი მაჩვენებლის ფონზე, ზომიერად გაზრდილი ინფლაცია საბიუჯეტო შემოსავლებს აწი მხოლოდ დაეხმარება. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წელს ისტორიულ რეკორდზეა. 2025 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე ისტორიაში პირველად 10 000 $ გადააჭარბებს. ამას ვწერ იმიტომ რომ „აბა ომი გინდათ“-ის გარდა, ეკონომიკაც უზარმაზარი ფაქტორია რომელიც პოლიტიკაზე და სოციალურ სტრუქტურაზე ახდენს გავლენას და ჩვენ არც ამას ვიმჩნევთ." - წერს ნიკა ობოლაძე.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826