სებ-მა ენერგეტიკის სექტორის კვლევა ჩაატარა, რომლის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ დარგი სტაბილური ზრდით და საკრედიტო დანაკარგების დაბალი დონით ხასიათდება - ალექსანდრე ერგეშიძე
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ენერგეტიკის სექტორის დაკრედიტებამ 3.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია და წლიურად 30%-ით არის გაზრდილი.
საქართველოს ეროვნული ბანკის სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ერგეშიძეს თქმით, სებ-მა ენერგეტიკის სექტორის კვლევა ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც გამოიკვეთა რომ ენერგეტიკის სექტორი სტაბილური ზრდით და საკრედიტო დანაკარგების დაბალი დონით ხასიათდება.
„ეროვნულმა ბანკმა ენერგეტიკის სექტორის კვლევა ჩაატარა, რომლის ფარგლებში გამოიკვეთა რომ ენერგეტიკის სექტორი სტაბილური ზრდით და საკრედიტო დანაკარგების დაბალი დონით ხასიათდება. ასევე კვლევის ფარგლებში ხაზი გაესვა სექტორის მდგრადობას, რაც სექტორში არსებული მსესხებლების გადამხდელუნარიანობის ანალიზით დადასტურდა და ასევე აღნიშნული სექტორის ზრდის პოტენციალს. მიმდინარე მონაცემებით საკრედიტო ზრდა ენერგეტიკის სექტორის მიმართულებით რეკორდულ 3.2 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც წლიურად 30%-ითაა გაზდილი. დაკრედიტება მზარდია, როგორც მცირე ჰესების, ისე ქარის ელექტროსადგურების მიმართულებით. მთლიან ბიზნეს დაკრედიტებაში ენერგეტიკის სექტორის დაკრედიტებას უკვე 7% აქვს წილი და აღსანიშნავია რომ მიმდინარე მდგომარეობითაც ენერგეტიკის სექტორი სხვა სექტორებთან შედარებით ერთი ყველაზე დაბალი საკრედიტო დანაკარგებით ხასიათდება”, - ამბობს ალექსანდრე ერგეშიძე.
სხვა სიახლეები
ნანა ყეინიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭო დატოვა
17.10.2026.21:02
ნანა ყეინიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭო დატოვა.
„ბოლო დღეების განმავლობაში, ჩემს სახელთან დაკავშირებით გავრცელებულმა ინფორმაციამ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ინტერესი და არაერთი კითხვა გააჩინა. სწორედ ამიტომ, საჭიროდ მივიჩნიე, პირადად გამოვეხმაურო მიმდინარე მოვლენებს და საზოგადოებას ჩემი პოზიცია გავაცნო.
კატეგორიულად არ ვეთანხმები ჩემს მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს, თითქოს ჩემი თანამდებობრივი მდგომარეობა გამოვიყენე პირადი სამეწარმეო ინტერესების განსახორციელებლად, რომელიმე კომპანიისთვის უკანონო უპირატესობის მოსაპოვებლად ან სხვა პირების საქმიანობაზე ზემოქმედებისთვის. ამასთან, ეროვნულმა ბანკმაც არაერთხელ განმარტა, რომ საბჭოში ჩემი სტატუსი იყო არააღმასრულებელი და არ გამაჩნდა აღმასრულებელი მართვის მანდატი.
პატივს ვცემ ეროვნული ბანკის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას და მის უფლებამოსილებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზიანი რომ არ მიადგეს სახელმწიფოს ინტერესებსა და ეროვნული ბანკის რეპუტაციას, ვტოვებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას“, - წერს იგი სოციალურ ქსელში.