მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7184.8
-0.0067
flag
AZN 1.5575
-0.0001
flag
CNY 38.871
-0.0159
flag
EUR 3.0026
-0.0174
flag
GBP 3.4838
-0.0166
flag
KZT 54.41
-0.0006
flag
TRY 0.0569
-0.0001
flag
USD 2.6473
-0.0007
news banner

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მაისში რეკორდული მოცულობის წმინდა შესყიდვები განახორციელა და $632.9 მლნ შეიძინა

news image
mbc image

2026 წელს სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს საერთაშორისო რეზერვების შევსებას. 2026 წლის მაისში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 632.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა კი მაისის მდგომარეობით 7 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს.

საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის.

კერძოდ, მაისში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 632.9 მლნ აშშ დოლარით შეავსო. ხოლო, 2026 წლის იანვარ-მაისში ჯამურმა წმინდა შესყიდვამ 1,465.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2026 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:

იანვარი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 86.6 მლნ აშშ დოლარი
თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 429.3 მლნ აშშ დოლარი
მარტი - Bmatch-ით წმინდა გაყიდვა 16.2 მლნ აშშ დოლარი
აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 333.3 მლნ აშშ დოლარი
მაისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 632.9 მლნ აშშ დოლარი
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 27 ივლისს გამოაქვეყნებს.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში არსებული თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

25.06.2026.13:14

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას ესტუმრა.

მინისტრმა ადგილზე მეზღვაურთა საწვრთნელი ცენტრი, მასში არსებული სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და საზღვაო განათლების პროცესში გამოყენებულ თანამედროვე სასწავლო სიმულატორებსა და აღჭურვილობას გაეცნო. აღნიშნული ტექნოლოგიები მეზღვაურებს პროფესიული უნარების განვითარებისა და რეალურ სამუშაო გარემოსთან მიახლოებულ პირობებში მომზადების საშუალებას აძლევს.

მარიამ ქვრივიშვილთან ერთად აკადემიაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე იმყოფებოდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა