მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172
-0.0088
flag
AZN 1.5298
-0.0007
flag
CNY 38.855
0.0037
flag
EUR 2.9154
0.0054
flag
GBP 3.4415
0.0073
flag
KZT 57.3
-0.0048
flag
TRY 0.0527
-0.0002
flag
USD 2.6005
-0.0014
news banner

სებ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2026 წლის IV მუხლის რეგულარული მისიის შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა

news image
mbc image

საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2026 წლის IV მუხლის რეგულარულმა მისიამ საქართველოში მუშაობა დაასრულა. ვიზიტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა როგორც ეროვნული ბანკის გუნდთან, ისე სამთავრობო გუნდთან და ბევრ სხვა დაინტერესებულ მხარესთან.

ვიზიტის ბოლოს საქართველოს ეროვნულ ბანკში სებ-ის პრეზიდენტის ნათია თურნავას, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის ალეხანდრო ჰაჟდენბერგის შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა.

როგორც ბრიფინგზე სიტყვით გამოსვლისას, სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმაგანაცხადა, საქართველოს ეკონომიკური შედეგები მყარია გონივრული მაკროეკონომიკური მართვის და პოლიტიკის საფუძველზე.

„ამავდროულად, გლობალური გაურკვევლობის ზრდის ფონზე, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში ომის გათვალისწინებით, პერსპექტივის მიმართ გამოწვევები იზრდება. თუ კონფლიქტი მოკლევადიანი იქნა, ველით, რომ საქართველოს ეკონომიკა ძლიერ ზრდას განაგრძობს, თუმცა უფრო ზომიერი ტემპით. ეს ბოლო წლების გონივრული მართვის გაგრძელება იქნება“, - აღნიშნა სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, საქართველო უკეთ მომზადებულია საგარეო შოკებთან გასამკლავებლად, ძლიერი მაკროეკონომიკური საფუძვლით და პოლიტიკის ბუფერებით. სამომავლო პოლიტიკა უნდა მიიმართოს მაკრო-ფინანსური სტაბილურობის და დიდი შრომით მიღებული სანდოობის შენარჩუნებაზე.

თავის მხრივ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სსფ-ის მისიას დადებითი შეფასებებისთვის, განსაკუთრებით საქართველოს მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის კუთხით.

„სსფ-ის მხრიდან აღინიშნა, რომ სებ-ის მონეტარული პოლიტიკა გონივრულია, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია გამოწვევებით სავსე გლობალურ გარემოში. ასევე ხაზი გაესვა საქართველოს მაღალ ეკონომიკურ აქტივობას და გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციას. მოგეხსენებათ, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულად დაბალი იყო, 2025 წელს მშპ-სთან მიმართებაში 2.6% შეადგინა. ჩვენთვის, ეროვნული ბანკისთვის, ეს ნიშნავს, რომ კვლავ ხელსაყრელი პირობებია საერთაშორისო რეზერვების აკუმილირების გაგრძელებისთვის. ასევე შეინიშნება ძლიერი სავალუტო შემოდინებები სხვადასხვა, მათ შორის ვაჭრობის არხებით. სავალუტო ფონდმაც თავის მიმოხილვაში აღნიშნა, რომ გასულ წელს სავალუტო რეზერვებმა რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია და 2022 წლის შემდეგ პირველად, გასულ წელს საერთაშორისო რეზერვების მოცულობა ადეკვატურობის 100%-იან ზღვარს გადასცდა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მან ასევე ისაუბრა ინფლაციურ მოლოდინებზე და ხაზი გაუსვა, რომ ინფლაციური მოლოდინების თვალსაზრისით, სენტიმენტები კარგად არის მართული. მისივე თქმით, ამავდროულად გასათვალისწინებელია, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებები, რამაც საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე, მათ შორის საქართველოს ბაზარზე მაღალი მერყეობა და ლოგისტიკური ჯაჭვების შეფერხება გამოიწვია, რაც ფასებზე დამატებითი ზეწოლაა.

„ეს არის დამატებითი ინფლაციური შოკი, რომლის სიძლიერე დამოკიდებული იქნება კონფლიქტის ხანგრძლივობაზე და საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების დასტაბილურებაზე. აქედან გამომდინარე, ეს არის ის გამოწვევა, რომელსაც უნდა ვუპასუხოთ ფრთხილი და ეფექტური მონეტარული პოლიტიკის ნაბიჯებით, რისთვისაც ვართ მზად“, - დასძინა სებ-ის პრეზიდენტმა.

ნათია თურნავას თქმით, სსფ-ის მისიის ვიზიტის ფარგლებში განხილვის ერთ-ერთი საკითხი ეროვნული ბანკის მმართველობის გაუმჯობესება იყო. მისი განმარტებით, სსფ-ის შეფასებით სებ-ის მხრიდან მმართველობის გაუმჯობესების კუთხით სავალუტო ფონდის რეკომენდაციები ნაწილობრივ შესრულებულია, ხოლო დანარჩენზე მიდის მუშაობა.

„ამიტომ, უნდა ითქვას, რომ ამ თვალსაზრისითაც, კარგი პროგრესი გვაქვს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართა

12.10.2026.15:38

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილისა და უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრის, ლაზიზ კუდრატოვის თანათავმჯდომარეობით, საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართა.

სხდომაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები, სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალის გაღრმავების პერსპექტივები, ლოგისტიკის, ტრანსპორტის, ინვესტიციებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ვიცე-პრემიერმა, მარიამ ქვრივიშვილმა აქცენტი ახალ ინიციატივაზე გააკეთა და განაცხადა, რომ არის ინტერესი, საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი.

„მინდა გამოვყო ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ინიციატივა, რომელზეც საქართველომ გააკეთა აქცენტი - ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი და საქართველომ კვლავ განაგრძოს, რომ შეასრულოს მთავარი როლი, დააკავშიროს ქვეყნები ევროპისა და სხვა ბაზრებს. ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ გვექნება ძალიან ხელშესახები შედეგები, განსაკუთრებით იმ კონტექსტში, რომ ჩვენ ძალიან დიდ ინვესტიციებს ვახორციელებთ უშუალოდ სატრანსპორტო და ლოგისტიკური ქსელის განვითარების კუთხით. საქართველოს რკინიგზაში ხდება უპრეცედენტო მოცულობის ინვესტიციების განხორციელება და მისი მოდერნიზაცია, რათა საქართველომ მისი არსებული ტვირთნაკადის გამტარუნარიანობა 15 მილიონიდან 2029 წლამდე 29 მილიონ ტონამდე გაზარდოს", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე განმარტებით, საქართველო-უზბეკეთის რიგით მე-11 მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია იყო ძალიან ნაყოფიერი და მიღებულ იქნა კონკრეტული გადაწყვეტილებები, თუ როგორ უნდა მოხდეს უზბეკეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მეტად გაღრმავება.

„გვაქვს ძალიან კონკრეტული ამოცანები და შესაბამისად, კონკრეტული გეგმა. პირველ რიგში იმისთვის, რომ გაიზარდოს ქვეყნებს შორის ვაჭრობა, საქართველოდან გაიზარდოს ქართული პროდუქციის ექსპორტი. ჩვენი ამოცანაა, რომ ორ ქვეყანას შორის უახლოეს პერიოდში ვაჭრობის მოცულობამ 1 მილიარდ დოლარს მიაღწიოს. ჩვენ ასევე ბევრი ვისაუბრეთ ინვესტიციების ხელშეწყობაზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორზე; ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ, ზოგადად, რეგიონისთვის და ყველა ქვეყნისთვის, რომელიც შუა დერეფნის კონტექსტში არის ჩართული", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის განცხადებით, ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე.

„აღინიშნა, რომ ტურიზმს უდიდესი როლი აქვს ქვეყნების დაკავშირებადობის თვალსაზრისით, ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით და, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას უზბეკურ მხარესთან იმისთვის, რომ გვქონდეს მეტი პირდაპირი რეისი, რათა ჩვენს ქვეყანაში ვიხილოთ უფრო მეტი ტურისტი ამ კონკრეტული ქვეყნიდან", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

კომისიის სხდომა ერთობლივ პროტოკოლზე ხელმოწერით დასრულდა.

საქართველოს მხრიდან კომისიის სხდომაში მონაწილეობდნენ მთავრობის ადმინისტრაციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საგარეო საქმეთა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების, აგრეთვე საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები. ხოლო უზბეკეთის მხრიდან კომისიის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის, ტრანსპორტის, საგარეო საქმეთა, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო სააგენტოების წარმომადგენლები.

ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის წინა სხდომა უზბეკეთში, ქალაქ ტაშკენტში გაიმართა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა