მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სემეკი აქტიურად მუშაობს როგორც მომხმარებლებისთვის სერვისების გამარტივების, ისე მათი უფლებების დაცვაზე - გიორგი დიდებაშვილი

news image
mbc image

 „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად სემეკის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა საწარმოებს, ასევე მომხმარებლებსა და საწარმოებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში.  იგი სადავო საკითხს წყვეტს მიუკერძოებლად, კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. მიუხედავად იმისა, რომ კომისიის აპარატისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, მომხმარებელთა ინტერესების დაცვა კომისიის მარეგულირებელი საქმიანობის ერთერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.

 

სემეკის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილე, გიორგი დიდებაშვილი აცხადებს, რომ სემეკი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა მომხმარებელს კომუნალური მომსახურების სერვისებზე წვდომა გაუმარტივოს, სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ციფრული და სატელეფონო სერვისები.

„სემეკი მუდმივად მუშაობს, რომ მომხმარებლისთვის მომსახურებები გამარტივდეს და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს. უკანასკნელ პერიოდში ამ კუთხით ჩვენ სხვადასხვა საქმიანობა განვახორციელეთ, მათ შორის, შემოვიღეთ *303#, რომელიც მობილური ტელეფონის საშუალებით მოკლე დროში აწვდის მომხმარებელს კომუნალურების შესახებ ყველანაირ ინფორმაციას.  გამარტივებული მომსახურება ასევე გამოიხატება იმაშიც, რომ დამატებით, იუსტიციის სახლშიც შეიძლება ბევრი სერვისის მიღება, მათ შორის, მიწოდების ხელშეკრულების გაფორმება ელექტროენერგეტიკის სექტორში, ასევე ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებლად დარეგისტრირება და დავალიანებების გადამოწმება. დღეს მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ დარიცხვის გადამოწმებაც იუსტიციის სახლში. ასევე შეუძლიათ მოითხოვონ მრიცხველების შემოწმება, შეწყვეტილი კომუნალური მომსახურების აღდგენა, აღრიცხვის კვანძის ადგილზე შემოწმება და ასე შემდეგ.

ამასთან, მომხმარებელთა უფლებების უკეთ დაცვის მიზნით სემეკმა შემოიღო ელექტრონული ჟურნალი. ყველა განაცხადი, რაც კი შედის კომპანიებში, რეალურ დროში ისახება ელექტრონულ ჟურნალში და კომისია ხედავს ამ ყველაფერს, რაც საშულებას გვაძლევს მუდმივად ვაკონტროლოთ რამდენად ხარისხიანად ხდება მომხმარებლის მომსახურება“.- აცხადებს გიორგი დიდებაშვილი.

 

გიორგი დიდებაშვილი ასევე ამბობს, რომ მომხმარებლების უფლებების დაცვის ერთერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საჩივრების დროული და ობიექტური განხილვა. მისივე თქმით, გასულ წელს განხილვების ფონზე მომხმარებლებს 3.5 მლნ ლარზე მეტი ზედმეტად დარიცხული თანხები ჩამოეწერათ, ხოლო მიმდინარე წლის 10 თვეში ჩამოწერილი თანხების მაჩვენებელმა 1,5 მლნ ლარს გადააჭარბა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა