სემეკი შესანიშნავად მუშაობს, მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს წყლის სატრიფო სტრუქტურის შემუშავების ნაწილში, ისეთი ტარიფის შემუშავების ნაწილში, რომელიც უზრუნველყოფბს სათანადო ინვესტიციას და პარალელურად ფინასურ ხელმისაწვდომობას - ხოსე ენრიკე ბოფილი
სემეკი შესანიშნავად მუშაობს, მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს წყლის სატრიფო სტრუქტურის შემუშავების ნაწილში, ისეთი ტარიფის შემუშავების ნაწილში რომელიც უზრუნველყოფბს სათანადო ინვესტიციას და პარალელურად ფინასურ ხელმისაწვდომობას - ამის შესახებ, ხოსე ენრიკე ბოფილიმ, Aqualia-ს რეგიონულმა დირექტორმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ წყალმომარაგების ტარიფის მარეგეულირებელი სისტემა საქართველოში ძალიან ძალიან დადებითია და ქვეყნის ეკონომიკისთვის პოზიტიურია. დაბალანსებული სისტემაა, რომელიც წაახალისებს ინვესტიციებს კერძო სექტორის მხრიდან და ამავდროულად იცავს მომხმარებელს. ტარიფში ყოველთვის გათვალისწინებულია მოსახლეობის ფინანსური ხელმისაწვდომობა და ხარჯების გადანაწილება. დიდი უარყოფითი ზეგავლენის და რყევების გამოწვევის გარეშე. ამავდროულად, როგორც უკვე აღვნიშნე ეს ხელსაყრელ პირობებს ქმნის ინვესტიციებისთვის, თუმცა შემდგომი გაუმჯობესებაც შესაძლებელია. სემეკი შესანიშნავად მუშაობს, მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს წყლის სატრიფო სტრუქტურის შემუშავების ნაწილში, ისეთი ტარიფის შემუშავების ნაწილში რომელიც უზრუნველყოფს სათანადო ინვესტიციას და პარალელურად ფინასურ ხელმისაწვდომობას.
დამატებით მსურს გაუმჯობესების შესაძლებლობაზე ვისაუბრო, ჩვენ გვსურს ოდნავ მეტი წახალისება ტარიფის ეფექტიანოსბის გაუმჯობესებისთვის. მაგალითად, ჩვენ ამ 4 წლის პერიოდის განმავლობაში შევძელით მნიშვნელოვნად შეგევმცირებინა ელექტროენერგიიის დანახარჯები სისტემაში და თბისლისის, მცხეთის, რუსთავის მოსახლეობის რაოდენობის ზრდის მიუხედავად ელექტროენერგიის მოხმარება წყალმომარაგების სექტორში შემცირდა. რატომ? ეს არის ჩვენი ეფექტური პოლიტიკის შედეგი. ჩვენ ჩავანაცვლეთ რამდენიმე სატუმბი სადგური, შემოვიტანეთ ცვლილებები წყლის განაწილების პრინციპში და მივაღწიეთ ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებას. ელექტროენერგიის შემცირებისთვის ჩვენ არავინ არაფერს გვიხდის. ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ ეს ჩვენი საქმეა. შეასაბამისად, ეს დადებითად აისახება ტარიფზე. ეს არ არის გათვალისწინებული მარეგულირებელი სისტემის მექანიზმში და შესაძლებელია მისი გაუმჯობესება, თუმცა როგორც მანამდე აღვნიშნე მარეგულირებელი სისტემა კარგად არის დაბალანსებული. მე სხავდასხვა ქვეყნებში ვიზიტის დროს მათ ვურჩევ და ვაცნობ ამ კარგ პრაქტიკას. სხვა ქვეყნებს დეტალურად ვაცნობ საქართველოს მარეგულირებელ სისტემას, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ეს არის მომხმარებლის ინეტერესებისა და კერძო სექტორის თანმშრომლობის კარგი მაგალითი“, - აცხადებს Aqualia-ს რეგიონული დირექტორი.
სხვა სიახლეები
საქართველოს აგროსექტორი სტაბილურად ვითარდება და ეს დინამიკა ჩვენი ფერმერებისა და აგრობიზნესის წარმომადგენლების შრომასთან და სახელმწიფოს თანმიმდევრულ მხარდაჭერასთან არის დაკავშირებული - დავით სონღულაშვილი
19.09.2026.19:05
„ფერმერის დღე 2026“, რომელსაც თბილისის ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა უმასპინძლა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა გახსნეს. ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა და მიზნად ისახავდა ფერმერებისა და აგრობიზნესის წარმომადგენლების საქმიანობის წარმოჩენას, მათი მნიშვნელოვანი როლის ხაზგასმას და სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების ხელშეწყობას.
„საქართველოს აგროსექტორი სტაბილურად ვითარდება და ეს დინამიკა ჩვენი ფერმერებისა და აგრობიზნესის წარმომადგენლების შრომასთან და სახელმწიფოს თანმიმდევრულ მხარდაჭერასთან არის დაკავშირებული. დღეს საქართველოს ათ უმსხვილეს საექსპორტო პროდუქტს შორის ნახევარი აგროსასურსათო პროდუქტია. სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამების დაწყებიდან დღემდე, აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვება ყოველწლიურად, საშუალოდ, 8 პროცენტით იზრდება. გასულ წელს საქართველოდან მსოფლიოს 110 ქვეყანაში რეკორდული, 1.8 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია გავიდა. ჩვენი მიზანია სრულად ავითვისოთ საქართველოს აგროსექტორის პოტენციალი, გავაძლიეროთ მისი კონკურენტუნარიანობა და ხელი შევუწყოთ ქართული პროდუქციის პოზიციების განმტკიცებას გლობალურ ბაზრებზე“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
„ფერმერის დღე 2026-ის“ ფარგლებში ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართული აგროსექტორის მრავალფეროვან პროდუქტებს. სპეციალურად მოწყობილ პავილიონებში ფერმერებმა და აგრობიზნესის წარმომადგენლებმა საკუთარი წარმოება წარმოადგინეს და სტუმრებს ადგილობრივი აგროსასურსათო პროდუქციის მრავალფეროვნება გააცნეს. სტუმრებს ასევე შეეძლოთ სამინისტროს უწყებების წარმომადგენლებისგან მიეღოთ ინფორმაცია ფერმერებისა და აგრობიზნესისთვის ხელმისაწვდომი აგროსერვისებისა და მხარდაჭერის მექანიზმების შესახებ.
„ფერმერის დღის“ პროგრამა სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებას აერთიანებს. პროფესიონალი შეფების მონაწილეობით ტარდება კულინარიული მასტერკლასები, ხოლო ბავშვებისთვის სპეციალურად მოწყობილ სივრცეში შემეცნებითი და გასართობი აქტივობები მიმდინარეობს.
ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი აგროსექტორის წარმომადგენლების დაჯილდოება იყო. სპეციალური ჯილდოები გადაეცათ იმ ფერმერებსა და აგრობიზნესის წარმომადგენლებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სოფლის მეურნეობის განვითარებაში.