სემეკი სისტემატურად ახორციელებს შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების შესრულების ხარისხსა და ვადების მონიტორინგს - დავით ნარმანია
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დისკუსიაში, თემაზე - „ენერგეტიკული პოლიტიკა: ახალი გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები“. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
ფორუმი გახსნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
სემეკის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა ელექტროენერგიის მომსახურების ხარისხის, მიწოდების უწყვეტობისა დარეგულირების, ენერგეტიკის სექტორში განსახორციელებელი ინვესტიციებისა და საინვესტიციო პროექტების შესრულების მონიტორინგის საკითხებზე. გარდა ამისა, მან ყურადღება გაამახვილა სიახლეებზე, რომლებსაც სემეკი უახლოეს პერიოდში განახორციელებს:
„სემეკი სისტემატურად ახორციელებს კომისიასთან შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების შესრულების ხარისხსა და ვადების მონიტორინგს. სემეკში ინერგება და უკვე სატესტო რეჟიმშია ინვესტიციების მონიტორინგის ელექტრონული სისტემა, ელექტრონული ჟურნალი, სადაც მოხდება ინვესტიციების, როგორც ინიცირების ,ისე მიმდინარეობისა და დასრულების შესახებ ინფორმაციებისა და შესაბამისი დოკუმენტური მასალის ასახვა, რაც კომისიას მისცემს შესაძლებლობას სწრაფად მოახდინოს დარღვევების აღმოჩენა და შესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
„ეკონომიკური ფორუმის“ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ ქოქოსაძე. დისკუსიას მოდერატორობას უწევდა „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ და საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, გიორგი აბაშიშვილი.
ფორუმს ესწრებოდნენ ენერგეტიკისა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები.
სხვა სიახლეები
I კვარტალში ქვეყანაში $10,5 მილიონის ღირებულების ყველის იმპორტი განხორციელდა
13.05.2026.19:00
2026 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში 10 541.4 ათასი დოლარის ღირებულების ყველისა და ხაჭოს იმპორტი განხორციელდა. როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველომ 1 981.2 ტონა ყველისა და ხაჭოს იმპორტი განახორციელა, ერთი წლით ადრე, ანუ 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში 1 673.4 ტონის. შესაბამისად იმპორტი 18%-ით არის გაზრდილი.
2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ყველისა და ხაჭოს მთავარი იმპორტიორი თურქეთია.
TOP 5 ქვეყანა საიდანაც საქართველო ყველისა და ხაჭოს იმპორტს ახდენს: